2025 წლის პირველი მთავარი განახლება, რომელიც 14-დღიან შუალედს მოიცავდა უკვე დასრულდა. 13-დან 27 მარტამდე პერიოდში გუგლმა გააუმჯობესა სარეიტინგო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ძიების შედეგები სამომავლოდ უფრო რელევანტური და სასარგებლო გახდება.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს არის პირველი ძირითადი განახლება, რომლის დასაწყებადაც რამდენიმე თვე დასჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლისთვის უფრო მეტ ინტენსიურობას ვარაუდობდნენ.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ცვლილებების ეფექტი შესამჩნევი რამდენიმე დღეში გახდა, როცა გარკვეულ ვებგვერდებზე რეიტინგის მხრივ მნიშვნელოვანი გადალაგებები დაფიქსირდა – ზოგიერთი საიტი პოზიციით დაწინაურდა, ზოგიერთი პირიქით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ვებგვერდს აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად შეეხო, სპეციალისტების თქმით, ეს განახლება მაინც არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც მისი წინამორბედები, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მრავალმხრივ გავლენას ახდენდა ვებსაიტებზე.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ 14-დღიან პერიოდში მონიტორინგის სხვადასხვა ინსტრუმენტი შეფერხდა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დღეს ზოგიერთს გაუჭირდეს მარტივად დაინახოს ამ კონკრეტული განახლების გავლენა. თუმცა, მსგავსი შემთხვევებისთვის, აქვეა ალტერნატივაც Google Search Console-ის სახით, რომლითაც შეძლებთ თვალი ადევნოთ პოზიციის ცვლილებებს ყველაზე პოპულარული საკვანძო სიტყვებისთვის.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გავლენა ექნება წინა წლის ნოემბრის ყველაზე დიდ განახლებას, თუმცა, გუგლში ამბობენ, რომ ის ვებსაიტები, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გარკვეულწილად დაზარალდნენ, დღეს დიდ წინსვლას არ უნდა ელოდონ.
რჩევების გზამკვლევი
თუ წარსულის განახლებები თქვენს ვებგვერდზე უარყოფითად აისახება, გუგლი გთავაზობთ რჩევების მცირე, თუმცა, სასარგებლო ჩამონათვალს:
- რეიტინგზე უარყოფითი გავლენა არ ნიშნავს, რომ თქვენს ვებსაიტზე რამე აუცილებლად არასწორია. გახსოვდეთ, რომ მის აღსადგენად კონკრეტული და უნივერსალური ქმედებები არ არსებობს.
- გუგლმა შეადგინა შეკითხვების სია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ შეატყობთ, რომ თქვენი საიტი ძირითადი განახლების შედეგად დაზარალდა.
- გუგლში ამბობენ, რომ მცირე გაუმჯობესების დანახვა ძირითად განახლებებს შორისაც შესაძლებელია, თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება მეტად თვალსაჩინო მომდევნო მთავარი განახლების შემდეგ გახდება.
„ვიდრე კრეატორები აგრძელებენ შექმნან ხალხისთვის დამაკმაყოფილებელი კონტენტი, მათ ამ განახლების ფარგლებში არაფერი ახლის ან განსაკუთრებულის გაკეთება არ მოუწევთ. მათ კი, ვინც შესაძლოა რეიტინგში არ იყოს, ვურჩევთ, გაეცნონ ჩვენს სანდო, სასარგებლო და დამხმარე გზამკვლევს’’, – ამბობენ გუგლში.
ამ საკითხის ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ გუგლის დოკუმენტაციას და ასევე აქვე შეგიძლიათ იხილოთ, რა პერიოდებს მოიცავდა ბოლო ძირითადი განახლებები:
- 2025 წლის მარტის ძირითადი განახლება – 13-დან 27 მარტამდე
- 2024 წლის დეკემბრის ძირითადი განახლება – 12-დან 18 დეკემბრამდე
- 2024 წლის აგვისტოს ძირითადი განახლება – 15 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე
- 2024 წლის მარტის ძირითადი განახლება – 5 მარტიდან 19 აპრილამდე
- 2023 წლის ნოემბრის ძირითადი განახლება 2-დან 28 ნოემბრამდე
- 2023 წლის ოქტომბრის ძირითადი განახლება 5- დან 19 ოქტომბრამდე
- 2023 წლის აგვისტოს ძირითადი განახლება 22 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე
- 2023 წლის მარტის ძირითადი განახლება 15-დან 28 მარტამდე
დაბოლოს, ახლა, როცა 2025 წლის მარტში განსახორციელებელი ძირითადი ცვლილებები დასრულებულია, უკვე შეგიძლიათ გააანალიზოთ, თუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენს კლიენტებზე. სამომავლოდ რეიტინგში საგრძნობლად დასაწინაურებლად კი მიჰყევით გუგლის მითითებებს და გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი განახლებები ყოველთვის რამდენიმე თვეში ერთხელ ქვეყნდება. ამიტომ, განაგრძეთ ზრუნვა თქვენი საიტისა და იქ განთავსებული შინაარსის გაუმჯობესებაზე და გახსოვდეთ, რომ წარმატების საიდუმლო ის სასარგებლო კონტენტია, რომელიც იქმნება ხალხისთვის და არა საძიებო სისტემებისთვის.