Categories
SEO, ბიზნესისთვის

როგორც წესი, ბევრ SEO სააგენტოში ყველაფერი ხმამაღალი დაპირებებით იწყება – უმოკლეს დროში გპირდებიან პირველი პოზიციის დაკავებას, გაზრდილ ტრაფიკს, უნიკალურ სერვისს, თუმცა, გადის დრო და ატყობთ, რომ არაფერი იცვლება – ვერ იგებთ – ვინ რას აკეთებს, როგორ მუშაობს გუნდი და რით იზომება პროგრესი. სტატისტიკა – გაუგებარია, კომუნიკაცია – შეფერხებული. თქვენ ისევ იმ წერტილში ხართ, საიდანაც დაიწყეთ – ციფრებით სავსე, მაგრამ არაფრისმთქმელი ინფორმაციით გაჯერებული ანგარიშით ხელში. 

10xSEO-ში ამ თამაშს სხვა წესებით ვთამაშობთ.

ჩვენ ვმუშაობთ არა როგორც უბრალოდ SEO სააგენტო, არამედ როგორც თქვენი ციფრული პარტნიორი – კონკრეტული სტრატეგიით, სტრუქტურითა და გამჭვირვალე კომუნიკაციით, რომელიც მუდამ ცდილობს გადააჭარბოს კლიენტის მოლოდინებს, დროისა და შედეგების თვალსაზრისით.

აქ არ გპირდებით პირველ ადგილს, თუმცა, ვმუშაობთ იმ მეთოდებით, რომლებიც პირველ ადგილამდე აუცილებლად მიგიყვანთ – და თან ისე, რომ გზა საწყის პოზიციებამდე იმაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თავად ფინიში.

სარჩევი

რატომ არის 10xSEO სწორი არჩევანი?

სრული გამჭვირვალობა – თითოეულ კლიენტს 24/7 წვდომა აქვს დეტალურ ანგარიშებზე, სადაც ნებისმიერ დროს ხედავს, რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები და როგორ მიმდინარეობს SEO ოპტიმიზაციის პროცესი. გარდა ამისა, თითოეული პროექტისთვის ყალიბდება მოქმედების გეგმა (ე.წ. Live Reporting), რომელშიც ყველა პროცესი დოკუმენტირებულია და კლიენტს, სურვილის შემთხვევაში, აქვს წვდომა თითოეულ განახლებასთან.

საერთაშორისო გამოცდილება – ვმუშაობთ არა მხოლოდ ქართულ, არამედ ამერიკულ და ბრიტანულ ბაზარზეც, სადაც კონკურენცია გაცილებით მაღალი და გამოწვევებით სავსეა.

ე.წ. White-hat მეთოდოლოგია – ვიყენებთ მხოლოდ უსაფრთხო და Google-ის წესებით დამტკიცებულ მეთოდებს, რომლებიც გრძელვადიან შედეგებს უზრუნველყოფს და იცავს თქვენს ბიზნესს საძიებო სისტემის შეზღუდვებისგან.

პირადი პროექტ-მენეჯერები – თითოეულ კლიენტს ჰყავს პირადი კონტაქტი – პროექტ-მენეჯერის სახით, რომელიც სამუშაო დროს, მაქსიმუმ 10-წუთიან ინტერვალში,  პასუხობს მის ყველა შეკითხვას.

გონივრული უპირატესობა – ზუსტად ვიცით, რა სჭირდება რეალურ შედეგებს: ხარისხიანი კონტენტი, ძლიერი ბმულები და SEO-ს სრულყოფილი სერვისი ყველა მიმართულებით. სწორედ ამ კომპლექსურობით გამოვირჩევით კონკურენტებისგან და სწორედ ამიტომ გვენდობიან ავტორიტეტული კომპანიები.

მუდმივი განვითარება – გვაქვს საკუთარი SEO LAB – შიდა სამუშაო სივრცე, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ მიღებულ შედეგებს და განვიხილავთ ჩვენსავე პრაქტიკულ მაგალითებს. უფრო მეტიც, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები მუდმივად იკვლევენ  ინოვაციურ მიდგომებს და ტესტავენ ახალ სტრატეგიებს –  რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ვართ Google-ის ყველა ცვლილებისთვის.

Done-for-You სერვისი: სრული მომსახურება ერთი პაკეტში

10xSEO-ში კარგად გვესმის, რომ SEO ერთი მთლიანი სისტემაა, რომელიც კოორდინაციას ყველა ფრონტზე მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი Done-for-You სერვისი მოიცავს ყველაფერს, რაც პოზიციონირებისთვის არის საჭირო – იქნება ეს კონტენტი, ბექლინკები, ტექნიკური SEO თუ სხვა.  კლიენტს არასდროს უწევს ზრუნვა SEO-ს ცალკეულ ასპექტებზე. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკურ, On-page და Off-page SEO სპეციალისტებს, რომლებიც ოპტიმიზაციასთან ერთად, თქვენი საიტის რელევანტურობასა და ავტორიტეტზეც ზრუნავენ. ამასთან, პროფესიონალი მწერლები, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური გამოცდილება და რომლებიც საფუძვლიანად ეცნობიან თითოეული ბრენდის იდენტობას, ქმნიან სიღრმისეულ სტატიებს – ისეთს, როგორსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ დააგენერირებს –  მორგებულს საძიებო სისტემების ალგორითმებსა და  რეალური მკითხველის ინტერესებზე. დეველოპერები კი პასუხისმგებლობას  ვებსაიტის ტექნიკურ გამართულობაზე იღებენ.

მოითხოვე უფასო აუდიტი

მიიღე შენი ვებსაიტის SEO აუდიტი, 10 წუთიანი ვიდეოს ფორმით. სადაც განვიხილავთ საიტის ამჟამინდელ მდგომარეობას, ხარვეზებს, პოტენციალსა და კონკურენციას.

უმაღლესი დონის Customer Service

10xSEO-ში მომხმარებლის გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად SEO შედეგები. ჩვენი კონკურენტების კლიენტები ხშირად გვირჩევენ სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენთან სერვისის დონე ბევრად მაღალია. მომხმარებლებს აქვთ სწრაფი და უწყვეტი კომუნიკაცია საერთო ჩატებში, სადაც სისტემატურად ვაახლებთ ინფორმაციას პოზიციების ცვლილებების, შედეგებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

გარდა ყოველთვიური და ე.წ. Live რეპორტინგისა, საწყის შეხვედრებზე კლიენტებს დეტალურად ვუხსნით თითოეული ნაბიჯის აუცილებლობას და ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ რეალურად ესმოდეთ, რას ნიშნავს SEO და რას უნდა ელოდონ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენი მიზანია, მხოლოდ შედეგით არ დასრულდეს თანამშრომლობა და შევქმნათ სასიამოვნო, პროფესიონალური გამოცდილება, სადაც კლიენტის მოლოდინები ზუსტად იქნება დაბალანსებული იმ რეალობასთან, რაც ხარისხიან SEO-ს ყოველთვის თან  ახლავს.

მზად ვართ მომავლისთვის: AI და ინოვაციები

ჩვენ არ ველოდებით Google-ის განახლებებს – მათთვის მზადებას ბევრად ადრე ვიწყებთ –  ამიტომაც Google-ის AI ძიება და ალგორითმების მუდმივი ცვლილება ჩვენთვის არა დაბრკოლება, არამედ შესაძლებლობაა. 10xSEO-ს შიდა კვლევითი სივრცე მუდმივად მუშაობს AEO (Answer Engine Optimization) და GEO (Generative Engine Optimization) სტრატეგიების დახვეწასა და მათ რეალურ პროექტებში ინტეგრირებაზე.

ჩვენი მიდგომა AI SEO-ის მიმართ უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბიზნესი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდეს კონკურენტებს –  არა მხოლოდ ტრადიციულ საძიებო შედეგებში, არამედ AI-ს მიერ გენერირებულ პასუხებშიც.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვიდეო საძიებო სისტემების მომავლის შესახებ 

Enterprise სერვისი დიდი კომპანიებისთვის

10xSEO-ს Enterprise სერვისი შექმნილია სპეციალურად დიდი კორპორაციებისთვის – მათთვის, ვისაც მასშტაბური, მრავალსაფეხურიანი SEO სტრატეგია სჭირდება. 

გვაქვს გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობის გამოცდილება, სადაც SEO-ს წარმატებისთვის აუცილებელია როგორც მრავალენოვანი ოპტიმიზაცია, ისე ლოკალური ბაზრების სპეციფიკაზე მორგებული მიდგომა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი Enterprise გუნდი უზრუნველყოფს სრულად პერსონალიზებულ სერვისს – სიღრმისეული ანალიტიკიდან დაწყებული, სტრატეგიული კონსულტაციებითა და მუდმივი მონიტორინგით დასრულებული.

და მაინც, მიუხედავად ბიუჯეტის მოცულობისა, პატარა ბიზნესებთანაც ისე ვმუშაობთ, თითქოს $100,000-იან პროექტზე ვიყოთ პასუხისმგებელი – ეს ჩვენი სტანდარტია.

წარმატების ისტორიები რეალური მაგალითებით

10xSEO-ს წარმატებაზე ყველაზე მეტს ჰყვება ჩვენი პორტფოლიო, რომელიც სავსეა უნიკალური და მუდმივად მზარდი შედეგებით. 

მაგალითად, ბოლო პერიოდის  ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპი Shopify პლატფორმაზე, რომელიც კონკურენციაში იყო Apple-სა და Sony-ს მსგავს გიგანტებთან. დეტალური ტექნიკური ოპტიმიზაციის, კონტენტ-სტრატეგიისა და საკვანძო სიტყვების ღრმა კვლევის შედეგად, სამ თვეში ტრაფიკი 270%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებმა 45%-ით მოიმატა

ასევე აღსანიშნავია, ბოლო თვეში შესრულებული სამუშაო ერთ-ერთ ცნობილ ქართულ კომპანიასთან, რომელსაც სულ რაღაც ერთ თვეში 60%-ით გაეზარდა შემოსული ზარების რაოდენობა. 

მსგავსი რეალური მაგალითები, რეალური შედეგებით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი მიზანი არასდროსაა მხოლოდ ტრაფიკის მოზიდვა – ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენი ბიზნესი იპოვოს იმ მომხმარებელმა, ვინც ნამდვილად ეძებს მას.  

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო SEO სააგენტო?

ამ კითხვაზე პასუხს ისევ და ისევ გუგლის საძიებო სისტემა გაგცემთ –  საუკეთესო SEO სააგენტო იმ შედეგებში გამოჩნდება, სადაც კონკურენცია ყველაზე მაღალია. და თუ სწორედ ამიტომ კითხულობთ ამ ტექსტს, ე.ი. პასუხიც უკვე იპოვეთ. 

10xSEO სწორედ იქაა, სადაც საუკეთესო SEO სააგენტო უნდა იყოს – პირველზე. 

ახლა თქვენი ჯერია, იყავი პირველი !

319200cookie-checkრატომ არის 10xSEO საუკეთესო SEO სააგენტო საქართველოში?

Newsletter