გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO

როგორ ვისწავლოთ SEO?

როგორ ვისწავლოთ SEO?

SEO თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი სფეროა. ციფრული ეკოსისტემა ყოველდღიურად ფართოვდება, ამიტომაც, კომპანიების წარმატებისთვის ორგანული ხილვადობა გადამწყვეტი ფაქტორია.

ამ ყველაფერს გლობალური მონაცემები მოწმობს, რომლის მიხედვითაც SEO ბაზრის მოცულობამ 2024–2025 წლებში 75 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სამომავლო პროგნოზი კი ასეთია - 2030 წლისთვის ის 120–130 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ SEO სპეციალისტები მარკეტინგისა და კრეატიული სფეროს წარმომადგენლების იმ ტოპ 10%-ში შედიან, რომელთა მომსახურებაც ყველაზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ, ამ პროფესიის დაუფლება სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა SEO კურსი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე სპეციალისტების მოთხოვნა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

რა არის SEO, როგორ უნდა შეისწავლოთ, რა დონეები არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკა - ამ და სხვა საკითხებზე პასუხს ამ ბლოგში იპოვით.

რა არის SEO?

SEO იგივე საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია არის პროცესი, რომლის მიზანია საძიებო სისტემებში ვებ გვერდის უფრო მაღალ პოზიციებზე გამოჩენა. ეს უნდა მოხდეს იმ საკვანძო სიტყვებით ძიებისას, რომელიც კონკრეტულ ბიზნესთანაა დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SEO ორგანული (ანუ გადაუხდელი) შედეგების საშუალებით მიზნობრივი ტრაფიკის მოზიდვის გზაა.

სწორედ უფრო მაღალი პოზიცია იწვევს მეტ ტრაფიკს, რამაც შესაძლოა გაყიდვები ან თუნდაც საიტზე რეგისტრაციების რაოდენობა გაზარდოს.

დასაწყისშივე აღსანიშნავია, რომ SEO მოიცავს როგორც ვებ გვერდის ტექნიკურ მხარეებს, ასევე კონტენტთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკებს. ეს იმისთვის, რომ ისეთ საძიებო სისტემებს, როგორიცაა Google, საიტის პოვნა და გაგება გაუმარტივდეს. ასევე, მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების მიწოდების საკითხი.

SEO-სთან დაკავშირებული საერთო ამოცანები შემდეგია: მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა, მისი ოპტიმიზაცია კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე და ბექლინკების (გარე ბმულების) აშენება.

საკვანძო სიტყვაზე მაღალი პოზიციის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ „უფასო" ტრაფიკის მიღება თვეების განმავლობაში შეიძლება. ეს ფაქტორი კი ნებისმიერი ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უფრო კონკრეტულად, მომსახურება შემდეგ აუცილებელ ეტაპებს მოიცავს: ტექნიკური ოპტიმიზაცია, კონტენტის სტრატეგიის გაწერა, ბმულების აშენება და შედეგების ანალიზი.

პირველი ეტაპი საწყისი ანალიზი და კვლევაა. ამ დროს, ვებ გვერდის ზოგადი ტექნიკური მდგომარეობა მოწმდება; კონკურენტების SEO სტრატეგია ფასდება და მომხმარებლების საძიებო ჩვევების განსაზღვრა ხდება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკვანძო სიტყვების კვლევა. სწორედ ამაზე დგას SEO ოპტიმიზაცია, როგორც პროცესი. მთელი შინაარსობრივი სტრატეგია სწორედ კონკრეტული საკვანძო სიტყვების გარშემო იგეგმება.

ტექნიკური SEO კი ვებ გვერდის გამართულ ფუნქციონირებასა და საძიებო სისტემებისთვის გასაგები სტრუქტურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ვებ გვერდზე განთავსებული ტექსტი, სურათები, სათაურები თუ მეტა აღწერები მომხმარებლის ძიების მიზნის რელევანტური იყოს. ეს ყველაფერი შინაარსის ოპტიმიზაციით (On-page SEO) წესრიგდება.

გარე ბმულების შექმნა (Off-page SEO) ვებ გვერდის გარეთ მიმდინარეობს. Google ნდობის ნიშნად აღიქვამს იმას, როდესაც სხვა ავტორიტეტული წყაროები კონკრეტულ საიტზე მიუთითებენ.

ანალიტიკა და მუდმივი გაუმჯობესება - ეს არის SEO-სთვის დამახასიათებელი ნიშანი, რადგან შედეგები იზომება და იხვეწება.

რა დონეები არსებობს SEO კარიერაში და ვინ შეგიძლია, რომ გახდე?

თანამედროვე სამყაროში, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, SEO ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სფეროა. მნიშვნელოვანია, რომ კარიერა ნულიდან შეგიძლიათ დაიწყოთ და ეტაპობრივად, როგორც ტექნიკური, ასევე სტრატეგიული მიმართულებით განვითარდეთ. SEO დონეებად იყოფა, რაზეც ახლა შედარებით ვრცლად ვისაუბრებთ.

  • Junior SEO Specialist - ეს საწყისი ეტაპია. ამ დროს SEO-ის საფუძვლებს პრაქტიკით სწავლობენ. ამაში შედის: საკვანძო სიტყვების კვლევა, ელემენტარული on-page ოპტიმიზაცია, მეტა ტეგები, სათაურები, URL სტრუქტურა, კონკურენტების ძირითადი ანალიზი და ელემენტარული Link Building.
  • Mid-level SEO Specialist - ეტაპი, როდესაც მთლიან სურათს ხედავთ და ტექნიკური დეტალებიც გესმით. ამ დონეზე სპეციალისტებს 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და პროექტის დამოუკიდებლად მართვა შეუძლიათ. უფრო კონკრეტულად: სრულ SEO სტრატეგიას ახორციელებენ; ტრაფიკის ზრდასა და კონვერსიებზე მუშაობენ; იყენებენ ისეთ ხელსაწყოებს, როგორებიცაა Ahrefs, GSC, Screaming Frog, Semrush და მონაწილეობენ სტრატეგიების შემუშავებასა და ანგარიშგებაში.
  • Senior SEO Specialist - ესმის ყველა SEO ბლოკის ურთიერთქმედება. ის ექსპერტია, რომელიც სტრატეგიასა და გუნდს ხელმძღვანელობს; გრძელვადიან მიზნებს ადგენს; რთულ საიტებზე მუშაობს და კრიტიკულ პრობლემებს აგვარებს.
  • SEO Team Lead / Head of SEO - ამ დონეზე სპეციალისტები უკვე გუნდის ან მთელი სააგენტოს SEO მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ისინი ადგენენ კომპანიის SEO ხედვას; აკონტროლებენ KPIs-ს, რეპორტინგსა და რესურსების განაწილებას; მართავენ ანალიტიკის, კონტენტის, ბექლინკებისა და ტექნიკურ გუნდს; აყალიბებენ პროცედურებსა და სტანდარტებს.

რაც შეეხება SEO როლებსა და სპეციალიზაციებს, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

  • SEO Analyst - კვლევისა და მონაცემების ექსპერტი. ის სწავლობს ტრაფიკის წყაროებს, პოზიციების ცვლილებებსა და მომხმარებლის ქცევას. ეს როლი შესაფერისია მათთვის, ვისაც უყვარს ციფრები, Google Sheets, მონაცემთა ანალიზი და დეტალებში ჩაძიება.
  • On-page SEO Specialist - ფოკუსირებულია შინაარსსა და ტექნიკურ ელემენტებზე. ის მუშაობს სათაურებზე, მეტა ტეგებზე, შიდა ბმულებზე, სტრუქტურასა და UX-ზე. ამ მიმართულებას ძირითადად ის ადამიანები ირჩევენ, რომელთაც უყვართ ტექსტთან მუშაობა და სხვადასხვა სტრუქტურის გამართვა.
  • Link Builder / Outreach Specialist - გარე ბმულების სპეციალისტი, რომელიც ქმნის ავტორიტეტულ ბექლინკებს, წერს outreach-ემეილებს და მართავს პარტნიორობას. ეს პოზიცია შესაფერისია კომუნიკაბელური ადამიანებისთვის, ვისაც უყვართ ურთიერთობები და გაყიდვებთან მიახლოებული სტილი.
  • Technical SEO Specialist - საიტის ტექნიკური მხარის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სპეციალისტი აწესრიგებს შემდეგ საკითხებს: ინდექსაცია, crawlability, schema, საიტის სიჩქარე, სტრუქტურა, hreflang, canonical და სხვა. ეს ყველაფერი ეხერხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ პროგრამირება და სისტემური აზროვნება.
  • Content Strategist / SEO Copywriter - სიღრმისეული ცოდნა აქვს კონტენტ-მარკეტინგში, topical authority-სა და keyword clustering-ში. ისინი ქმნიან სტრატეგიას, რომელიც ზრდის ორგანულ ტრაფიკს. იდეალური პოზიციაა მათთვის, ვისაც უყვართ წერა, კონტენტის დაგეგმვა და სთორითელინგი.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ეს სფერო აერთიანებს მონაცემებს, კრეატიულობასა და ბიზნესს. სწორედ ამიტომაც, ციფრულ ეპოქაში SEO-ის მიმართულებით კარიერის შენება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული რამაა.

როგორ ისწავლოთ უფასო წყაროებით?

ამ სამყაროში შესაბიჯებლად არსებობს სხვადასხვა SEO კურსი და სახელმძღვანელო. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი უფასოა. ამიტომაც, თუ ამ მიმართულებით განვითარებას გადაწყვეტთ, წარმატების მთავარი ფაქტორი თქვენი შრომისმოყვარეობა იქნება.

ოფიციალური სახელმძღვანელო Google Search Central-ის ვებ გვერდზეა განთავსებული. მის გამოყენებას ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს. აღნიშნულ სასწავლო რესურსში შედის: SEO Starter Guide, რომელშიც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ძირითადი პრინციპებია ახსნილი; დოკუმენტაცია და ტექნიკური გზამკვლევები, თუ როგორ მოიქცეთ, რომ Google-მ საიტი უკეთ დაინახოს; ინსტრუმენტები და საუკეთესო პრაქტიკები.

გარდა ამისა, არსებობს უფასო ბლოგები. მაგალითად, ასეთებია Ahrefs, Backlinko და Moz.

  • Ahrefs - ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული ბლოგი, რომელიც აერთიანებს სასწავლო რესურსებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევებსა და მაგალითებს. გარდა წერილობითი მასალისა, შეგიძლიათ ვიდეო გაკვეთილებიც ნახოთ.
  • Backlinko - SEO-სა და კონტენტ-მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ბლოგი, რომელიც ბრაიან დინმა შექმნა. ეს პლატფორმა გამორჩეულია სიღრმისეული, მონაცემებზე დაფუძნებული გზამკვლევებითა და პრაქტიკული რჩევებით. სტატიები ისეა დაწერილი, რომ კონკრეტული საკითხი ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლოთ და დაიხვეწოთ.
  • Moz - აერთიანებს საგანმანათლებლო კონტენტს, კვლევით მასალებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. ეს პლატფორმა გამოირჩევა სტატიების მარტივი ენითა და ვიზუალური მხარით. აღსანიშნავია, რომ ამ ბლოგის საშუალებით ცოდნის მიღება როგორც დამწყებს, ისე პროფესიონალსაც შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უფასო YouTube არხები. მათგან საუკეთესო ვარიანტებია Ahrefs, Brian Dean და Nathan Gotch. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი აერთიანებს ვიდეო გაკვეთილებსა და საჭირო ინსტრუქციებს.

ასევე, აღსანიშნავია Semrush-ის უფასო კურსები, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

ზოგადად, SEO ყველაზე კარგად პრაქტიკით ისწავლება. ამიტომაც, ძალიან კარგი იქნება, თუ საკუთარ საიტს შექმნით ან სააგენტოში სტაჟირებას გაივლით. ვებ გვერდის შექმნის შემთხვევაში, მონაცემებზე დაკვირვებას თავად შეძლებთ, ხოლო სტაჟირებისას სხვადასხვა პროექტსა და ამოცანაზე იმუშავებთ.

რომელი კურსი ჯობია?

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ SEO კურსი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა აარჩიოთ. უფასო კურსები სწავლისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს დამოუკიდებლად დროის განაწილება არ შეუძლია ან რამდენიმე გაკვეთილის მერე ეზარება ხოლმე. თუ რეჟიმიდან ერთხელ მაინც ამოვარდებით, შემდეგ კალაპოტში დაბრუნება რთული ხდება.

ამ შემთხვევაში, გამოსავალი ისეთი კურსის არჩევაა, რომლის განმავლობაშიც მენტორი გიხელმძღვანელებთ.

თუ გინდათ, რომ SEO ისწავლოთ და წარმატებულ გუნდში რეალურად დასაქმდეთ, ამის შანსს 10xSEO-ის კურსი მოგცემთ. გადავწყვიტეთ, რომ სპეციალისტები თავადვე მოვამზადოთ. აღსანიშნავია, რომ კურსზე, მკაცრი შერჩევის საფუძველზე, მხოლოდ 10-12 ადამიანი მიიღება. ეს შესაძლებლობა მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც შემდგომ ჩვენთან დასაქმება სურს.

პირველი ეტაპი განაცხადების მიღებაა, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩაინიშნება. კურსის დასრულების შემდეგ, 10-12 ადამიანიდან რამდენიმეს ჩვენთან დავასაქმებთ.

ეს ფასიანი კურსი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რეალურ პრაქტიკას მოგცემთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალ პროფესიას შეიძენთ. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადის ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

პრაქტიკის მნიშვნელობა

ზოგადად, SEO ის სფეროა, სადაც თეორიული ცოდნა მხოლოდ პირველი საფეხურია. რეალური შედეგები კი პრაქტიკის საშუალებით მიიღწევა. ეს იმიტომ, რომ SEO ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი პროცესია - სწავლების ყველაზე ძლიერი ფორმა კი სწორედ პროექტებზე მუშაობაა. სწორედ ამ დროს ჩანს, რა მუშაობს კარგად, როგორ რეაგირებს Google ცვლილებებზე და როგორი მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

უფრო კონკრეტულად, პროექტებზე მუშაობა SEO სპეციალისტს უყალიბებს შემდეგ უნარებს: სწორად შეაფასოს მონაცემები და KPIs; აღმოფხვრას რეალური ტექნიკური შეცდომები; შექმნას შედეგზე გათვლილი სტრატეგია; სწრაფად მოერგოს ალგორითმების განახლებებს.

სწორედ ამიტომ, პრაქტიკა შეუცვლელი მასწავლებელია.

როგორ უნდა იაზროვნოს SEO სპეციალისტმა?

მნიშვნელოვანია, რომ SEO სპეციალისტმა როგორც სტრატეგიულად, ისე ანალიტიკურად იაზროვნოს.

პირველ რიგში, მთავარია, რომ მან მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს. SEO ეყრდნობა არა ინტუიციას, არამედ ძებნის მოცულობას, CTR-ს, crawl სივრცეს, GSC/Ahrefs მონაცემებსა და კონკურენტების ანალიზს.

მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება. კონტენტი და ოპტიმიზაცია უნდა პასუხობდეს რეალურ კითხვებს, ძიების მიზნებსა (search intent) და UX-ს.

გარდა ამისა, სპეციალისტმა გრძელვადიანი ხედვა უნდა გამოიჩინოს. მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ შედეგის დადგომას დრო სჭირდება - ამიტომაც საჭიროა პროცესების სტაბილურობა და მათი პროგნოზირება.

სპეციალისტს უნდა ესმოდეს საიტის სტრუქტურა, crawlability, ინდექსაცია, სიჩქარე, schema markup და ასევე იცოდეს, როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი შედეგზე.

აღსანიშნავია, რომ SEO არის შეჯიბრი - სპეციალისტი გამუდმებით აკვირდება, რას აკეთებენ კონკურენტები და როგორ უნდა გადაუსწროს მათ.

ალგორითმები და ტენდენციები მუდმივად იცვლება - ამას კი SEO სპეციალისტი უნდა აჰყვეს, არ გაჩერდეს და უკეთესი გზები ეძებოს.

რატომ უნდა ისწავლოთ SEO?

თუ გსურთ, რომ თანამედროვე სამყაროს ფეხი აუწყოთ, მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოთ და კონკურენტულ ბაზარზე შეაბიჯოთ - SEO სფერო უნდა აირჩიოთ.

ამ სფეროში არსებობს მაღალი ანაზღაურება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ SEO არის პროფესია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაოთ.

საძიებო სისტემები მუდმივად ვითარდება, ამიტომაც სპეციალისტების საჭიროება ყოველთვის იქნება.

ამ და სხვა მიზეზების გამო, ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გადადოთ და ის შანსი გამოიყენოთ, რომელსაც 10xSEO-ის SEO კურსი გთავაზობთ.

მზად ხართ SEO შედეგისთვის?

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.

უფასო SEO აუდიტი

გააზიარე:

Facebook LinkedIn