გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO

SEO B2B ბიზნესისთვის: როგორ მოვიზიდოთ პოტენციური კლიენტები Google-იდან?

SEO B2B ბიზნესისთვის: როგორ მოვიზიდოთ პოტენციური კლიენტები Google-იდან?

თქვენი კონკურენტი, რომელსაც არც კი იცნობთ, შესაძლოა დღეს თქვენს პოტენციურ კლიენტთან საუბრობს და დიდი ალბათობით ეს დიალოგი Google-ის საძიებო ველში დაიწყო. გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა უკვე გაიარა მთელი გზა: ჩამოაყალიბა პრობლემა, მოძებნა შესაძლო გადაწყვეტები, შეადარა 3-4 კომპანია და, სავარაუდოდ, უკვე შეადგინა მათი სია, ვისაც პირველი დაუკავშირდება. ეს ყველაფერი მოხდა თქვენი მონაწილეობის გარეშე არა იმიტომ, რომ თქვენი პროდუქტი ან სერვისი სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ციფრულ სივრცეში, სადაც გადაწყვეტილებები ყალიბდება, თქვენ უბრალოდ არ ჩანდით.

მაშინ, როგორ შეიძლება თქვენი კომპანია აღმოჩნდეს იმ 3-4 ვარიანტს შორის, რომლებსაც გადაწყვეტილების მიმღები უკვე ერთმანეთს ადარებს? SEO B2B ბიზნესისთვის სწორედ ამ პროცესში გეხმარებათ, ის ზრდის კომპანიის ხილვადობას იმ მომენტში, როცა პოტენციური კლიენტი ჯერ კიდევ იკვლევს ბაზარს, ადარებს ვარიანტებს და გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება.

SEO B2B ბიზნესისთვის - რატომ ენდობიან კორპორაციული კლიენტები Google-ის შედეგებს?

კორპორაციულ სექტორში გადაწყვეტილების მიღება იშვიათად არის ერთი ადამიანის საქმე, პროცესში ხშირად ერთვება ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული გუნდი და ზოგ შემთხვევაში გენერალური დირექტორიც. სწორედ ამიტომ, თითოეული მონაწილე ცდილობს არჩევანი ობიექტური კრიტერიუმებით დაასაბუთოს.

Google-ის საძიებო შედეგებში მაღალი პოზიცია კი ხშირად აღიქმება როგორც ბაზრისგან მიღებული ნდობის სიგნალი - თითქოს ბაზარმა უკვე მიანიჭა ამ კომპანიას სანდოობის გარკვეული ხარისხი. B2B კლიენტი, რომელიც ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის არჩევს პარტნიორს, იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, ლოგისტიკური კომპანია თუ საკონსულტაციო სერვისი, ხშირად უფრო მეტად ენდობა იმ ბიზნესს, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა საკუთარ ონლაინრეპუტაციას, ვიდრე კომპანიას, რომელიც მხოლოდ ფასიანი რეკლამით ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. ყველამ იცის, რომ ფასიანი რეკლამის განთავსება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მაშინ, როცა ორგანულ შედეგებში ძლიერი პოზიციის მოპოვება დროს, ხარისხიან კონტენტსა და სფეროში დაგროვილ ავტორიტეტს მოითხოვს.

რა ეტაპებს გადის პოტენციური პარტნიორი კომპანიის აღმოჩენიდან თანამშრომლობამდე?

Google-ის საძიებო შედეგები მხოლოდ სტარტია. პოტენციური კლიენტი გარიგებამდე გრძელ და ფრთხილ გზას გადის, რომელსაც საკუთარი ტემპითა და ლოგიკით მიჰყვება. საიტზე პირველი ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტილება იშვიათად მიიღება მომენტალურად: ის ინახავს გვერდს, მოგვიანებით უბრუნდება მას, ეცნობა დამატებით მასალებს, ათვალიერებს ბლოგებს, კითხულობს სტატიებსა და მომხმარებლების შეფასებებს. ამ ეტაპზე ე.წ. ორგანული ტრაფიკის გაზრდა B2B ბიზნესისთვის რეალურ ღირებულებას იძენს - რაც უფრო მეტ სასარგებლო ინფორმაციას სთავაზობს კომპანია პოტენციურ პარტნიორს, მით უფრო იზრდება შანსი, რომ საბოლოოდ სწორედ მასზე გაკეთდეს არჩევანი.

შემდეგი ეტაპი უკვე კონკრეტულ მოქმედებას უკავშირდება: საკონტაქტო ფორმის შევსებას, შეხვედრის/ზარის დაჯავშნას ან ფასების გვერდზე გადასვლას. თუ ვებსაიტი ამ ნაბიჯისთვის მზად არ არის, არ აქვს მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ, რთულად გასაგებია კომპანიის უპირატესობები ან კომუნიკაციის პროცესი ზედმეტად რთულია, მაშინ Google-იდან B2B ლიდების მოზიდვა შესაძლოა დაკარგულ შესაძლებლობად იქცეს. ამიტომ, საიტის სტრუქტურა და კონტენტი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მომხმარებელს ბუნებრივად უბიძგოს შემდეგ ეტაპზე გადასვლისკენ.

მას შემდეგ, რაც პირველი კომუნიკაცია შედგება, პროცესში სხვა ფაქტორებიც ერთვება, კერძოდ კი ის, თუ რამდენად ზუსტად ესმის კომპანიას პოტენციური პარტნიორის საჭიროებები და რამდენად შეესაბამება პირდაპირი კომუნიკაცია იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ვებსაიტმა შექმნა. B2B გაყიდვებში გადაწყვეტილება ხშირად რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ მიიღება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის გაყიდვების პროცესი პოზიტიურ გამოცდილებას ქმნიდეს. SEO-ს შედეგად გამოწვეული ინტერესი მხოლოდ დასაწყისია - შესაძლო თანამშრომლობა მაშინ იძენს გარკვეულ კონტურებს, როცა პოტენციური პარტნიორი თითოეულ ეტაპზე კომპანიის პროფესიონალიზმს, ექსპერტიზასა და სანდოობას ხედავს.

რა კომპონენტებისგან შედგება ეფექტური B2B SEO?

SEO B2B ბიზნესისთვის ერთჯერადი ოპტიმიზაციით არ შემოიფარგლება, რადგან მარტივად რომ ავხსნათ, ის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტების სისტემაა. პირველი ნაბიჯი პოტენციური კლიენტების საძიებო ქცევის გაანალიზებაა: რა კითხვებს სვამენ, რა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და რომელი საკვანძო სიტყვებით ეძებენ შესაბამის მომსახურებას. ამის შემდეგ იქმნება კონტენტი, რომელიც ამ მოთხოვნებს პასუხობს: სერვისების გვერდები, ბლოგები, სტატიები, ხშირად დასმული კითხვების სექცია (FAQ) და ა.შ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ვებსაიტის ტექნიკური გამართულობაც: მობილურ მოწყობილობებზე ადაპტირებული დიზაინი, სწორი შიდა ბმულები და ისეთი სტრუქტურა, რომელიც მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას მარტივად აპოვნინებს. B2B კომპანიების SEO ოპტიმიზაცია სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობაზეა დამოკიდებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაც. Google სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სანდოა ინფორმაციის წყარო, რამდენად ხარისხიანია გამოქვეყნებული მასალები და რამდენად ხშირად მოიხსენიებენ კომპანიას სხვა ავტორიტეტული ვებსაიტები. სწორედ ამიტომ, SEO სტრატეგია B2B ბიზნესისთვის რეგულარულად განახლებად კონტენტს, ცოდნის დემონსტრირებას და ისეთი ონლაინრეპუტაციის შექმნას გულისხმობს, რომელიც ნდობას როგორც Google-ის ალგორითმებისთვის, ისე პოტენციური პარტნიორებისთვისაც აძლიერებს. როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, Google-იდან B2B ლიდების მოზიდვაც მარტივდება, რადგან კომპანია ჩნდება იმ მომხმარებლების საძიებო შედეგებში, რომლებსაც ესა თუ ის მომსახურება უკვე რეალურად აინტერესებთ.

რა შედეგების მიღწევა შეუძლია 10xSEO-ს B2B ბიზნესებისთვის?

ხილვადობა, ნდობა, პირველი კონტაქტიდან რეალურ თანამშრომლობამდე გავლილი გზა და სისტემური მიდგომა - ყველაფერი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, პრაქტიკაში გამოცდილებას, დროსა და მუდმივ ანალიზს მოითხოვს. 10xSEO ზუსტად ამ პროცესში ეხმარება B2B კომპანიებს. ჩვენი გუნდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი ოპტიმიზაციით და ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც მათ მიზნებსა და ბაზრის თავისებურებებს სრულად ერგება. მუშაობა იწყება კომპანიის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის დეტალური ანალიზით, იკვეთება ის შესაძლებლობები, სადაც ბიზნესი პოტენციურ კლიენტებს კარგავს და მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება შესაბამისი ნაბიჯები.

10xSEO-სთან თანამშრომლობისას B2B კომპანიები იღებენ გაუმჯობესებულ პოზიციებს საძიებო სისტემაში და შედეგებს, რომლებიც პირდაპირ ბიზნესის ზრდას უკავშირდება - უფრო კვალიფიციურ ვიზიტორებს ვებსაიტზე, მეტ მოთხოვნას საკონტაქტო ფორმებზე და ახალ, ბევრად მასშტაბურ შესაძლებლობებს. რაც ყველაზე მთავარია, პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, რეგულარული ანგარიშებითა და მუდმივი ოპტიმიზაციით, რათა კომპანიამ სტაბილური ზრდის საფუძველი ეტაპობრივად შექმნას.

თუ გსურთ, თქვენი ბრენდიც იმ ბიზნესებს შორის მოხვდეს, რომლებსაც პოტენციური კლიენტები Google-ში პოულობენ, აფასებენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში განიხილავენ, 10xSEO ამ არცთუ ისე მარტივი გზის თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებათ.

ხშირად დასმული კითხვები

რატომ ენდობიან B2B კლიენტები Google-ის ორგანულ შედეგებს უფრო მეტად, ვიდრე ფასიან რეკლამას?

კორპორაციული კლიენტები Google-ის ორგანულ შედეგებს უფრო მეტად ენდობიან, რადგან საძიებო სისტემაში მაღალი პოზიცია ბაზრისგან მიღებული ნდობის სიგნალად აღიქმება. ფასიანი რეკლამისგან განსხვავებით, რომლის განთავსება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, ორგანულ შედეგებში მოხვედრა დროს, ხარისხიან კონტენტსა და სფეროში დაგროვილ ავტორიტეტს მოითხოვს. ეს ფაქტორები კი B2B პარტნიორის შერჩევისას სანდოობის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

რა ეტაპებს გადის პოტენციური B2B კლიენტი კომპანიის ვებსაიტზე პირველი ვიზიტის შემდეგ?

ვებსაიტზე პირველი ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტილება მომენტალურად იშვიათად მიიღება. პოტენციური კლიენტი, როგორც წესი, ინახავს გვერდს, მოგვიანებით უბრუნდება მას, ეცნობა დამატებით მასალებს, ათვალიერებს ბლოგებს და კითხულობს სტატიებს. ამ კვლევის პროცესში ის ადარებს რამდენიმე კომპანიას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის კონკრეტულ ქმედებაზე, როგორიცაა საკონტაქტო ფორმის შევსება ან შეხვედრის დაჯავშნა.

რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება ეფექტური SEO სტრატეგია B2B ბიზნესისთვის?

ეფექტური B2B SEO სტრატეგია რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის კლიენტების საძიებო ქცევის ანალიზი და შესაბამისი კონტენტის შექმნა, როგორიცაა სერვისების გვერდები და ბლოგები. ასევე, აუცილებელია ვებსაიტის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის მობილური ადაპტაცია და სწორი შიდა ბმულები. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია კომპანიის ავტორიტეტის ჩამოყალიბება სხვა სანდო ვებსაიტების მიერ მოხსენიებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი B2B კომპანიის ვებსაიტზე მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ?

ვებსაიტზე მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ (Call to Action) კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის მომხმარებელს ბუნებრივად უბიძგებს შემდეგ ეტაპზე გადასვლისკენ. თუ საიტი ამ ნაბიჯისთვის მზად არ არის, მაგალითად, რთულია საკონტაქტო ფორმის პოვნა ან კომპანიის უპირატესობები გაუგებარია, მაშინ Google-იდან მოზიდული პოტენციური კლიენტები შესაძლოა დაკარგულ შესაძლებლობად იქცეს და არ გადავიდნენ კომუნიკაციის ეტაპზე.

როგორ ეხმარება SEO B2B კომპანიას, რომ პოტენციური კლიენტის შერჩევის პროცესში მოხვდეს?

SEO ზრდის კომპანიის ხილვადობას Google-ში იმ მომენტში, როცა პოტენციური კლიენტი ბაზარს იკვლევს და შესაძლო პარტნიორებს ადარებს. შედეგად, კომპანია ხვდება იმ 3-4 ვარიანტს შორის, რომლებსაც გადაწყვეტილების მიმღები პირი განიხილავს. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს, ჩაერთოს კლიენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადრეულ ეტაპზე, ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესის მიღმა დარჩეს.

მზად ხართ SEO შედეგისთვის?

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.

უფასო SEO აუდიტი

გააზიარე:

Facebook LinkedIn