როგორ გავზარდეთ ტრეფიკი 270%-ით, გაყიდვები კი 44%-ით?
როგორ გავზარდეთ ტრეფიკი 270%-ით, გაყიდვები კი 45%-ით?
 
როცა 10xSEO-მ პროექტზე მუშაობა დაიწყო, წინ დიდი გამოწვევები დახვდა. საქმე ეხებოდა ამერიკულ ბაზარზე მოქმედ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც Shopify-ის პლატფორმაზე ოპერირებდა და ისეთ კონკურენტებთან უწევდა დაპირისპირება, როგორებიც არიან Apple და Sony.
 
კომპანიას უკვე ჰქონდა SEO ოპტიმიზაციაზე გარკვეული ნამუშევარი, მაგრამ შედეგები არ იყო ოპტიმალურიც კი. პრობლემა მხოლოდ ცალკეულ შეცდომებში არ ყოფილა – მთლიანად სტრატეგია მოითხოვდა გადახედვას. თუმცა, ვიცოდით, რომ ამ პროექტს სწორი მიდგომით დიდი პოტენციალი ჰქონდა.
პირველი ნაბიჯი ტექნიკური SEO-ს გასწორება იყო. Shopify-ზე ოპერირება ერთის მხრივ კომფორტულია, მაგრამ მისი ჩაშენებული SEO ფუნქციები ყოველთვის ვერ პასუხობს მაღალი კონკურენციის ნიშების მოთხოვნებს. საიტზე არაერთი ტექნიკური პრობლემა იყო – დუბლირებული კონტენტი, არასწორი ინდექსაცია, ქაოტურად დაყენებული მეტა მონაცემები და ცუდად სტრუქტურირებული ბლოგები. ჩვენი გუნდი ეტაპობრივად შეუდგა თითოეულ პრობლემაზე ზრუნვას, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და საძიებო სისტემებისთვის საიტი ბევრად უფრო გასაგები გახადა.
მაგრამ მთავარი სამუშაო წინ იყო.

როცა კონკურენტული ნიშის SEO-ს აკეთებ, საკვანძო სიტყვების ზედაპირული შერჩევა არაფერს მოგიტანს. აუცილებელია სიღრმისეული კვლევა, რათა ზუსტად განსაზღვრო, სად გაქვს წარმატების შანსი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ ქივორდების დეტალური ანალიზი – შევისწავლეთ კონკურენტები, შევარჩიეთ ისეთი სიტყვები, რომელთა საშუალებითაც რეალური პოზიციონირება შეიძლებოდა და შემდეგ ისინი კონკრეტულ გვერდებს შევუსაბამეთ. ამ პროცესს ქივორდ მეპინგი ეწოდება და ის SEO სტრატეგიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

საიტს საკმაოდ დიდი ბლოგი ჰქონდა – 90-მდე სტატია, რომლებიც, ერთი შეხედვით, ხარისხიან კონტენტს ჰგავდა. მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: 30-40 მათგანი მაინც დუბლირებული იყო, თანაც არასაკმარისად ოპტიმიზირებული. ეს დიდი პრობლემა იყო, რადგან Google-ს არ უყვარს განმეორებითი კონტენტი. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო დუბლირებული კონტენტის აღმოფხვრა. შემდეგ კი თითოეული არსებული ბლოგი თუ სტატია ხელახლა გადავწერეთ, თანაც SEO-ზე მორგებულად.

გადამწყვეტი ეტაპი მაინც ახალი კონტენტის შექმნა აღმოჩნდა. ჩვენი სტრატეგია მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო: სწორად შერჩეულ საკვანძო სიტყვებზე ფოკუსირებული, კარგად სტრუქტურირებული და საძიებო სისტემისთვის ღირებულების მქონე მასალები. თითოეული ბლოგი ისეთ სიტყვებზე იყო მორგებული, რომლებზეც მაღალი კონკურენციის მიუხედავად, პოზიციონირების შანსი გვქონდა. როგორც იქამდე არსებულს, ისე თითოეულ ახალ ბლოგს დავუწერეთ მეტა სათაური, აღწერა, გავუკეთეთ on-page ოპტიმიზაციაც.

როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა – როგორ მოახდენდა Google რეაგირებას ჩვენს ნამუშევარზე? შედეგი კი ის იყო, რომ სამი თვის განმავლობაში საიტზე ტრეფიკი 270%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებმა მხოლოდ ბოლო თვეში 44%-ით მოიმატა.

გარდა ამისა, საიტმა დაიკავა ბევრად უკეთესი პოზიციები საკვანძო სიტყვებზე, რომლებზეც თავდაპირველად ფიქრსაც ვერავინ გაბედავდა. ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთი რამით გახდა შესაძლებელი – დეტალებზე ფოკუსირებით, მკაფიო სტრატეგიითა და ორივე გუნდის დაუღალავი შრომით. 10xSEO-სთვის ეს არ იყო უბრალოდ მორიგი პროექტი, ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სწორად განხორციელებულ SEO ოპტიმიზაციას შეუძლია ბიზნესის ტრანსფორმაცია.

ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ SEO მხოლოდ ტექნიკური ოპტიმიზაცია არ არის. ის სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც სწორი ნაბიჯების შემთხვევაში კომპანიას კონკურენტებთან ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს. 10xSEO-მ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.