როგორ გავზარდეთ ტრაფიკი 28 დღეში 3 ჯერ?
მოცემულ სქრინებზე ხედავთ Google Search Console -ს შედარებას:
ბოლო 28 დღე VS წინა პერიოდის 28 დღე
პროექტი იყო სრულიად ახალი და მასზე მუშაობა დავიწყეთ 0-დან, მაქსიმუმ 6 თვეა რაც ვმუშაობთ და ყოველთვიური კლიკების რაოდენობა უკვე 1500-ზე მეტს შეადგენს.
როგორ შევძელით 1 თვეში შედეგების გასამმაგება?
პირველი ეტაპი
- შეირჩა TOP 10-ში მყოფი 5 ქივორდი
- ყოველი მათგანი იყო Long-Tail ქივორდი, ანუ შედგება 3 ან მეტი სიტყვისგან.
- ყველა მათგანი არის Buyer intern ქივორდი, ანუ მომხმარებლები ანხორცილებენ შეძენას/ზარს აღნიშნული ძიების შემდეგ
- ზემოთ ნახსენებ ქივორდებზე დარანკულ გვერდებს, სხვა გვერდებთან შედარებით მაღალი CTR ჰქონდათ, რამაც გვაფიქრებინა, რომ მათი მეტა თეგები კარგად მუშაობს და წამყვან პოზიციებზე გაყვანისას შეძლება მეტი ტრაფიკის წამოყვანასა და შენარჩუნებას.
მეორე ეტაპი
ზემოთ ნახსენები 5 ქივორდი 2 გვერდს ეკუთვნოდა, ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.
- 4 ქივორდი ეკუთვნოდა მთავარ გვერდს
- 1 ქივორდი ეკუთვნოდა პროდუქციის გვერდსაქედან გამომდინარე საჭირო იყო მათი სწორად გადანაწილება:პირველი გვერდი უკვე პოზიციონირებდა ამ 4 საძიებო სიტყვაზე ერთდროულად,რომ გაგვიმარტივდეს წარმოდგენა, დავნომროთ:
პირველი ქივორდი
მეორე ქივორდი
მესამე ქივორდი
მეოთხე ქივორდი
H1 მთლიანად დავუთმეთ პირველ ქივორდს ხოლო მეორე და მეოთხე ქივორდები H2-ებში გადავანაწილეთ.
ოთხივე საძიებო სიტყვა გამოვიყენეთ კონტენტსა და კითხვა პასუხში – არაუმეტეს 1.5% სიხშირით.
დავწერეთ ორი ბლოგი მესამე და მეოთხე ქივორდებზე, ბლოგში გამოვიყენეთ პირველი და მეორე ქივორდები, რომლებიც გადავლინკეთ მთავარ გვერდზე.
გავაკეთეთ ხარისხიანი ბექლინკები სადაც ენქორად მესამე და მეოთხე ქივორდები გამოვიყენეთ.
ერთი შეხედვით ამ მარტივმა მაგრამ დამაბნეველმა სტრატეგიამ პოზიციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც აისახა როგორც ტრაფიკზე, ასევე გაყიდვებზე.
რაც შეეხება მეორე გვერდს აქ საქმე მარტივად იყო
მხოლოდ 1 ქივორდი გვქონდა დასაოპტიმიზირებელი, გადავწყვიტეთ on-page-ს არ შევხებოდით, მთავარი გვერდის ძალა გაგვენაწილებინა აღნიშნულ გვერდზე და ბექლინკებით აგვეწია მისი პოზიცია.
დავამატეთ გადალინკვა მთავარი გვერდიდან და გავაკეთეთ მხოლოდ 1 ძლიერი ბექლინკი.
ამჟამად ეს ქივორდი #1 პოზიციას იკავებს
თუ გსურთ მიიღოთ ნამდვილი, მყარი შედეგები საძიებო სისტემებში ჩანიშნეთ კონსულტაცია ჩვენთან