0 + ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში
4200+ ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში – სტრატეგია, რომელმაც იმუშავა
 

სამედიცინო სექტორის კონკურენცია ციფრულ სივრცეში დღითი დღე იზრდება, მით უფრო იმ ფონზე, როცა მომხმარებლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციას ძირითადად Google-ში ეძებენ. ასეთ პირობებში მხოლოდ ვებგვერდის არსებობა საკმარისი არ არის, საჭიროა სწორი SEO სტრატეგია, რომელიც საიტს არა მხოლოდ ხილვადს, არამედ სანდოსაც გახდის. სწორედ ამ გამოწვევის წინაშე იდგა ერთ-ერთი ქართული სამედიცინო მიმართულების პროექტი, რომლის საფუძველიც, სრული სისტემური ოპტიმიზაციისთვის, მთლიანად 10xSEO-მ  მოამზადა. 

SEO სტარტი ჯერ კიდევ საიტის გაშვებამდე:
 

პროექტში 10xSEO მაშინ ჩაერთო, როცა ვებსაიტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო – გაშვებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე. ეს დროებითი ფანჯარა გადამწყვეტი აღმოჩნდა: სწორედ ამ პერიოდში მომზადდა მნიშვნელოვანი ბაზა ტექნიკური SEO-სთვის, დაიგეგმა საიტის სტრუქტურა და ჩამოყალიბდა კონტენტის სტრატეგია. 

საწყის ეტაპზე ჩვენ ვიმუშავეთ არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე, როგორიცაა JavaScript-ზე დაფუძნებული გვერდების ოპტიმიზაცია და შესაბამისი ელემენტების გამოყენება, არამედ სტრატეგიულ მიმართულებებზეც. გამოვავლინეთ ძირითადი საძიებო სიტყვები, დეტალურად გავაანალიზეთ მათი შესაბამისობა კონკრეტულ გვერდებთან და შევქმენით ტოპიკური ავტორიტეტის რუკა – სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად პასუხობდა როგორც მომხმარებლის განზრახვას, ასევე საძიებო სისტემების მოთხოვნებს.

ამ წინასწარი სამუშაოს შედეგად, ვებსაიტი გაშვებისთანავე მზად იყო კონკურენტულ გარემოში პოზიციონირებისთვის. სწორად დაგეგმილი სტრუქტურა, ტექნიკური სიზუსტე და ხარისხიანი კონტენტი ერთობლივად ქმნიდა იმ უპირატესობას, რომელმაც პირველივე თვეებში სწრაფი და სტაბილური ზრდა უზრუნველყო.

ძველი კარი, რომელმაც გზა ახალი შესაძლებლობებისკენ გახსნა:

პროექტის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ძველი, ავტორიტეტული დომენის გამოყენება. დომენს უკვე ჰქონდა ისტორია, გარკვეული რაოდენობის ბექლინკები და საძიებო სისტემების თვალში სანდოობის ნიშნები – ეს ყველაფერი კი ახალ საიტს საწყის ეტაპზე SEO უპირატესობას ანიჭებდა.

10xSEO-მ შეაფასა დომენის არსებული მდგომარეობა, გააანალიზა მისი წარსული კონტენტი და დაგეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო მისი ინტეგრაცია ახალ სტრუქტურაში ისე, რომ არ დაკარგულიყო არსებული ავტორიტეტი. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,რედირექტების’’ სქემა, რომელიც გარდა იმისა, რომ ძველი URL-ებიდან ახალ გვერდებზე სწორად გადაამისამართებდა ტრაფიკს, ამასთანავე შეინარჩუნებდა SEO ღირებულებასაც. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ახალი საიტის ინდექსაცია და წარმატებული პოზიციონირება.

როცა კონტენტი საძიებო განზრახვას ზუსტად ეხმიანება

ამ პროექტის კონტენტის სტრატეგია თავიდანვე საძიებო განზრახვის საფუძველზე- ანუ იმ კითხვებისა და მიზნების მიხედვით დაიგეგმა, რომლებსაც მომხმარებლები Google-ში კონკრეტული სამედიცინო თემების ირგვლივ სვამენ. თითოეული სტატია თუ ბლოგი იქმნებოდა არა უბრალოდ ზოგადი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს, როგორც წესი, ამა თუ იმ ქივორდის მიღმა აქვთ – ეს შეიძლება იყოს: დიაგნოზის გაგება, მკურნალობის ვარიანტების შეფასება და სხვ. 

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა 10xSEO-ს პროფესიონალმა მწერალმა, რომელიც არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს სიღრმისეული ცოდნით, არამედ SEO-სთვის საჭირო სტრუქტურული მიდგომებით ქმნიდა კონტენტს. სტატიები იყო თემატურად გამართული, მკაფიოდ სტრუქტურირებული და მორგებული როგორც მომხმარებლის კითხვებზე, ასევე საძიებო სისტემების მოთხოვნებზე.  ამ ყველაფერმა ერთად კი შექმნა ის კონტენტი, რომელმაც საიტს Google-ის თვალში ტოპიკური ავტორიტეტი მიანიჭა და ორგანული ტრაფიკის ზრდაც უზრუნველყო.

4200+ ვიზიტორი: როგორ მივაღწიეთ ამ რიცხვს

რიცხვი, რომელიც დღეს უკვე სტაბილურად ფიქსირდება Google Analytics-ში (4200+ ყოველთვიური ორგანული ვიზიტორი)  შემთხვევითი სულაც არ არის. ეს შედეგი არის იმ სტრატეგიული ნაბიჯების პირდაპირი გამოძახილი, რომლებიც პროექტის დაწყებიდანვე დაიგეგმა და თანმიმდევრულად შესრულდა.

საიტის გაშვებისთანავე დაიწყო პოზიციების მონიტორინგი და იმ გვერდების გაძლიერება, რომლებიც საძიებო სისტემებში სწრაფად რეაგირებდნენ. კონტენტის განახლება, შიდა ბმულების ოპტიმიზაცია და ახალი თემების დამატება ეტაპობრივად ხდებოდა, რაც Google-სთვის საიტის აქტიურობასა და განვითარებას ნიშნავდა. 

მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მუდმივია –  ბოლო 28 დღის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა 20–25%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიღებული შედეგები ერთჯერადი წარმატების შედეგი ნამდვილად არ ყოფილა. 

4200+ ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში არ არის მხოლოდ რიცხვი – ეს არის სისტემური SEO მიდგომისა და სტრატეგიული დაგეგმვის შედეგი. პროექტმა დაამტკიცა, რომ სწორი სტარტი, ტექნიკური სიზუსტე, კონტენტის ხარისხი და მუდმივი ანალიზი ერთად ქმნის წარმატების იმ მაგალითს, რომელიც 10xSEO-ს პორტფოლიოს ყოველთვის კიდევ ერთი შედეგიანი ქეისით ამდიდრებს.