გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
ლოკალური სერვისი SEO სტრატეგია ლოკალური SEO

როგორ გავზარდეთ ორგანული ტრაფიკი ნულიდან 1,000+ კლიკამდე 6 თვეში

„მილანა“, თბილისის პრემიუმ ქიმწმენდის სერვისი, ციფრულ სივრცეში ნულოვანი ხილვადობით ოპერირებდა. 10xSEO-ს გუნდმა 6 თვეში ვებგვერდის ორგანული ტრაფიკი 1,000+ კლიკამდე გაზარდა, Google Business Profile-ის ოპტიმიზაციითა და AEO სტრატეგიის დანერგვით, რამაც ბიზნესის ონლაინ პოზიციონირება ფუნდამენტურად შეცვალა.

1,000+

ორგანული კლიკი

1,124

GBP ინტერაქცია

ტოპ-5

Google პოზიცია

პროექტის საწყისი წერტილი: ნულოვანი ხილვადობა

თბილისში ქიმწმენდის პრემიუმ სერვისი ბევრისთვის სწორედ „მილანასთან’’ ასოცირდება. კომპანიას უკვე ჰქონდა ახლად შექმნილი ვებგვერდი, რომელიც შემდგომი განვითარებისთვის იდეალურ პლატფორმას წარმოადგენდა. იმ ეტაპზე საიტი ჯერ კიდევ არ იყო სრულად ინტეგრირებული საძიებო სისტემებში, რის გამოც ორგანული ტრაფიკის მაჩვენებელი საწყის, ნულოვან ნიშნულზე ფიქსირდებოდა.

ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი იყო, „მილანას’’ მაღალი ხარისხის სერვისი Google-ის ძიების შედეგებშიც თვალსაჩინო გამხდარიყო. ბიზნესი, რომელიც ოპერაციულად გამართულად მუშაობდა, საჭიროებდა შესაბამის ციფრულ პოზიციონირებას, რათა მისი ონლაინრეპუტაცია რეალურ მასშტაბებსა და ხარისხს გათანაბრებოდა.

ციფრული ხილვადობის ინდიკატორები: Google Search Console-ის მონაცემები

საძიებო სისტემებთან მუშაობის ეფექტურობას ყველაზე ზუსტად Google Search Console-ის მონაცემები ასახავს. წარმოდგენილ გრაფიკზე, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს, მკაფიოდ ჩანს საიტის ხილვადობის დინამიკა. თუ საწყის ეტაპზე კლიკებისა და იმპრესიების მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულზე იყო, SEO სტრატეგიის იმპლემენტაციის შემდეგ ზრდა სტაბილური გახდა.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საძიებო ალგორითმმა „მილანას’’ ვებგვერდი რელევანტურ და სანდო წყაროდ აღიქვა. 6-თვიანი პერიოდის ბოლოსთვის, ორგანული ტრაფიკი თვიურ 1,000 კლიკს გადასცდა. გრაფიკზე ასახული მრუდი მიუთითებს იმაზე, რომ ყოველი ტექნიკური ცვლილება თუ ახალი კონტენტის დამატება უშუალო გავლენას ახდენდა მომხმარებელთა აქტივობაზე.

რა შეიცვალა? - ციფრული რეალობა SEO-მდე და შემდეგ

პროექტის მასშტაბების აღსაქმელად აუცილებელია იმ საწყისი წერტილის ანალიზი, საიდანაც „მილანას’’ ციფრული განვითარება დაიწყო. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ვებგვერდი ორგანულ ძიებაში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი რეალურ ცხოვრებაში წარმატებით ოპერირებდა, ციფრულ სივრცეში მისი ხილვადობა მინიმალური იყო, ხოლო Google Business Profile-ის გვერდები ჯერ კიდევ არ იყო ოპტიმიზირებული ლოკალური კონკურენციისთვის.

6-თვიანი მუშაობის შემდეგ, ეს სურათი ფუნდამენტურად შეიცვალა. თუ ადრე ორგანული ტრაფიკი ნულოვან ნიშნულზე იყო, დღეს საიტი ყოველთვიურად 1,000-ზე მეტ მიზნობრივ კლიკს აგენერირებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლოკალური ძიების შედეგები: Google Business Profile-ის მეშვეობით განხორციელებული ინტერაქციების რაოდენობა 1,124-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა Google-ის პოზიციების კუთხითაც. თუ თანამშრომლობამდე საიტი ძიების შედეგებში საერთოდ არ იძებნებოდა, ახლა „მილანა’’ სტაბილურად იკავებს ადგილს ტოპ-5 შედეგს შორის ყველაზე მაღალკონკურენტულ საკვანძო სიტყვებზე.

"საიტი გვქონდა, მაგრამ Google-ში არ ვჩანდით. კლიენტები მხოლოდ რეკომენდაციით მოდიოდნენ"

— „მილანას“ გუნდი

სტრატეგია: გზა ნულიდან პირველ პოზიციებამდე

იმისათვის, რომ „მილანას’’ რეალური პოტენციალი Google-ის ალგორითმებისთვის გასაგები გამხდარიყო, ჩვენი მუშაობა რამდენიმე პარალელური მიმართულებით წარიმართა. პროცესი დაიწყო სიღრმისეული ტექნიკური აუდიტით, რადგან ნებისმიერი ხარისხიანი შინაარსი აზრს კარგავს, თუ საიტი საძიებო სისტემისთვის ტექნიკურად გაუმართავია. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ვებგვერდის სტრუქტურა, გამოვასწორეთ მეტა-მონაცემები და მაქსიმალურად გავზარდეთ გვერდების ჩატვირთვის სისწრაფე.

განსაკუთრებული აქცენტი ლოკალურ SEO-ზე გაკეთდა, რაც ქიმწმენდის სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Google Business Profile-ის დამუშავება არ შემოფარგლულა მხოლოდ მშრალი მონაცემების განახლებით, ჩვენ ფუნდამენტურად შევცვალეთ ორივე ფილიალის ციფრული პოზიციონირება - მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტითა და მომხმარებელთა უკუკავშირის მართვის ახალი სტანდარტით, თითოეული ლოკაცია მაქსიმალურად აქტიური და მიმზიდველი გავხადეთ.

პარალელურად, საიტის შინაარსობრივი მხარე სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ. ჩვენი მიზანი იყო, „მილანას’’ ვებგვერდი სანდო, ექსპერტულ პლატფორმად გვექცია და ამიტომ, თითოეული მიმართულება დამოუკიდებელ, ავტორიტეტულ გვერდად ჩამოვაყალიბეთ. ეს ექსპერტული ბაზა ჩვენმა გუნდმა Answer Engine Optimization (AEO) სტანდარტების დასანერგად გამოიყენა, რამაც „მილანას’’ საშუალება მისცა, ორგანულად მოხვედრილიყო იმ პასუხებში, რომლებსაც დღეს მომხმარებელი პირდაპირ AI-პლატფორმებისგან იღებს.

შედეგები: ციფრები, რომლებიც სტრატეგიის ეფექტურობას ადასტურებს

სტრატეგიულმა ცვლილებებმა და AI-ზე ორიენტირებულმა მიდგომამ მოლოდინს გადააჭარბა. 6-თვიანი მუშაობის შედეგად, „მილანას’’ ციფრული მაჩვენებლები არა მხოლოდ გაუმჯობესდა, არამედ თვისებრივად შეიცვალა. როდესაც ვსაუბრობთ 1,000+ ორგანულ კლიკზე, ეს არის 1,000-ზე მეტი პოტენციური კლიენტი, რომელმაც ბრენდი კონკრეტული საჭიროების მომენტში იპოვა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ლოკალური SEO-ს ეფექტი. Google Business Profile-ის ოპტიმიზაციამ პირდაპირი კავშირი დაამყარა ციფრულ ძიებასა და ფიზიკურ ფილიალებს შორის. დღეისათვის, თვიური ინტერაქციების რაოდენობა (მარშრუტის მოთხოვნა, დარეკვა, სამუშაო საათების ნახვა) 1,124-ს აღწევს - ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის გეოგრაფიულ არეალში „მილანა’’ N1 არჩევანია.

ჩვენი მთავარი საზომი მაინც რეალური ბიზნესშედეგია. საიტის ტრაფიკისა და ლოკალური ხილვადობის ზრდა პირდაპირ აისახა გაყიდვების არხებზე: ყოველთვიურად ფიქსირდება 100-ზე მეტი პირდაპირი ზარი და ლიდი, რაც ადასტურებს, რომ SEO-ს მეშვეობით მოზიდული აუდიტორია მაღალი ნდობითა და კონკრეტული განზრახვით გამოირჩევა. „მილანა’’ აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ არსებულ რეკომენდაციებზე, დღეს ბრენდი თავად ქმნის ახალ შესაძლებლობებს იქ, სადაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას იღებს.

ძირითადი მეტრიკები

1,000+

ორგანული კლიკი

1,124

GBP ინტერაქცია

ტოპ-5

Google პოზიცია

მიიღე შენი ზრდის გეგმა

გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.

მიიღე ზრდის გეგმა

მსგავსი ქეის სტადიები

სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ

უფასო SEO აუდიტი