SEO კრიზისიდან Google-ის ტოპ 3 პოზიციამდე - სულ რაღაც 2 თვეში
როდესაც შენი ბიზნესი თითქმის სრულად ეყრდნობა Google-ს, როგორც ლიდების მთავარ წყაროს, საძიებო სისტემაში ხილვადობის დაკარგვა მხოლოდ ტექნიკური პრობლემა აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა შემოსავლებზე – თან განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ნიშურ ინდუსტრიას, სადაც ფეისბუქის ან სხვა პლატფორმების რეკლამა პრაქტიკულად არ მუშაობს და მომხმარებელი მომსახურების მისაღებად კონკრეტულ საკვანძო სიტყვას ეძებს.
სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი კლიენტი – B2B სეგმენტში მოქმედი კომპანია, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში ბაზარს მაღალკვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. რა იყო ამის მიზეზი, როგორ აღმოვაჩინეთ პრობლემა, რა ნაბიჯები გადავდგით და როგორ მივიყვანეთ გვერდი ტოპ 3 პოზიციამდე 2 თვეში, გიყვებით აქ.
პირველი ნაბიჯი – პრობლემის იდენტიფიცირება
თავდაპირველად ჩავატარეთ დეტალური SEO აუდიტი, რომლის მიზანი იყო გაგვერკვია, რატომ არ ჩანდა კლიენტის სერვისის გვერდი იმ ქივორდზე, რომელიც მათთვის ლიდების მთავარი წყაროა. აღმოჩნდა, რომ გვერდს ჰქონდა გუგლის ე.წ. “პენალტი” – ძველი ტექნიკური შეცდომის შედეგად, სისტემა გვერდს არასწორად აფასებდა და საერთოდ არ აჩვენებდა მას საძიებო შედეგებში. საინტერესო იყო ისიც, რომ ბლოგპოსტი, რომელიც თემატურად ნაკლებად რელევანტური იყო, მაინც ირანკებოდა SERP-ში, თუმცა მხოლოდ მე-3 გვერდზე, რაც ტრაფიკს პრაქტიკულად არ ქმნიდა.
ამ ეტაპზე უკვე ცხადი გახდა, რომ პრობლემის გადაჭრის გზა გადიოდა არა მხოლოდ კონტენტის გაუმჯობესებაზე, არამედ ტექნიკურ და სიღრმისეულ SEO-ზე – ამიტომ, ოპტიმიზაციის პროცესიც სწორედ აქედან დაიწყო.
ტექნიკური ჩარევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, გადავედით ოპტიმიზაციის კონკრეტულ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლის მიზანიც გუგლის ჯარიმის მოხსნა და საძიებო სისტემაში გვერდის სრული რეაბილიტაცია იყო. პირველ რიგში, გადავხედეთ URL სტრუქტურას – სერვისის გვერდის მისამართი შევცვალეთ ისე, რომ ის მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო მიზნობრივ საკვანძო თემასთან. პარალელურად, განახლდა მეტა სათაურები და მეტა აღწერები, რამაც Google-ს პირდაპირ გაუგზავნა სიგნალი გვერდის მნიშვნელობისა და შინაარსის შესახებ.
შემდეგ ეტაპზე განხორციელდა 301 Redirect – ძველი ბლოგპოსტი, რომელიც უკვე პოზიციონირდებოდა ძიებაში, გადამისამართდა სერვისის გვერდზე, რათა კონტენტის ავტორიტეტი სწორად გადანაწილებულიყო. ამასთან, დავნერგეთ შიდა ლინკბილდინგის სტრატეგია: სხვა ბლოგებიდან, მათ შორის თემატურად ახლოს მდგომი სტატიებიდან, გაკეთდა შიდა გადალინკვა სერვისის გვერდზე, რომლის ავტორიტეტის გასაძლიერებლად ასევე დავამატეთ მაღალი ხარისხის ერთი ბექლინკიც – თემატურად რელევანტური და სანდო წყაროდან, რამაც Google-ისთვის გვერდის მნიშვნელობასა და სანდოობას გაუსვა ხაზი.
Google-ის პირველი მწვანე შუქი
ტექნიკური ჩარევიდან რამდენიმე დღეში უკვე გამოჩნდა პირველი პოზიტიური სიგნალები. Google-მა დაიწყო გვერდის რეინდექსაცია, რაც იმას ნიშნავდა, რომ სისტემამ აღიქვა ცვლილებები და მზად იყო გვერდის ხელახალი შეფასებისთვის. მალევე, სერვისის გვერდი პირველად გამოჩნდა საძიებო შედეგებში მე-10 პოზიციაზე.
ეს იყო გარდამტეხი მომენტი: გვერდი, რომელიც მანამდე საერთოდ არ ჩანდა SERP-ში, 10xSEO-მ თამაშში დააბრუნა. მართალია, მიზნამდე ჯერ კიდევ შორი იყო, მაგრამ აშკარად ჩანდა ყველაზე მთავარი – ჩვენი სტრატეგია მუშაობდა და განხორციელებულ ცვლილებებზე Google-იც სწორად რეაგირებდა.
შედეგი, რომელიც 2 თვეში დადგა
საიტის რეაბილიტაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ Google-ის რეაქცია, არამედ პოზიციონირების სტაბილურობა და ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შექმნა. როგორც კი გვერდი საძიებო სისტემაში დაბრუნდა, ეტაპობრივი წინსვლაც დაიწყო – ამ პროცესში კი მნიშვნელობა თითოეულ დეტალს ჰქონდა. ბექლინკების დამატება, შიდა სტრუქტურის გამართვა და საიტის კონტენტით გამდიდრება იყო 10xSEO-ს სტრატეგიული გათვლა, რომელსაც კლიენტისთვის არა დროებითი, არამედ გრძელვადიანი შედეგი უნდა მოეტანა.
ორი თვის თავზე გვერდმა სწორედ იმ სივრცეში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც მისი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანია – მესამე პოზიციაზე, იმ ქივორდზე, რომელიც კლიენტისთვის ლიდების პირდაპირი გენერატორია. ეს პოზიცია ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქტიურად ეძებს კონკრეტულ მომსახურებას, პირველივე გვერდზე ხვდება სწორად სტრუქტურირებულ, სანდო და თემატურად რელევანტურ გვერდს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია – მართალია, გვერდმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი კონკურენტულ სივრცეში, მაგრამ სტრატეგია, რომელსაც 10xSEO იყენებს, გათვლილია არა მხოლოდ პოზიციის შენარჩუნებაზე, არამედ მის გაუმჯობესებაზე. ჩვენი შემდეგი მიზანი უკვე განსაზღვრულია: პირველი პოზიცია იმ ქივორდზე, რომელიც კლიენტისთვის ყველაზე მაღალი კომერციული პოტენციალის მომტანი იქნება.
საბოლოო ჯამში კი ამ შედეგმა თავის მხრივ უკვე შექმნა ახალი რეალობა და ნათლად აჩვენა, რომ როცა კონკრეტული SEO სტრატეგიის უკან დგას გუნდი, რომელიც ხედავს მთლიან სურათს – არა მხოლოდ ქივორდებს, არამედ მომხმარებლის ქცევას, არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს, არამედ კონკურენტულ გარემოსა და Google-ის ალგორითმის დინამიკას – წარმატებაც გარდაუვალია.