#1 პოზიცია Google-ში: 1.6K ვიზიტორი და 600%-იანი ზრდა 6 თვეში
სამედიცინო სფეროში პაციენტების მოზიდვის ძველი მეთოდები, რომლებიც მხოლოდ სტრატეგიულ მდებარეობასა და თვითდინებით მოსულ ადამიანებზე ორიენტირებას გულისხმობდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს მთავარი ბრძოლა პირველობისთვის Google-ის საძიებო ველზე გადის – ეს იმიტომ, რომ შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც – პაციენტი უკვე Google-ში ეძებს საუკეთესო ექიმს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენი კლიენტიც ზუსტად ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას ვებგვერდი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, მისი ხილვადობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. შედეგად, ბიზნესი კარგავდა იმ პოტენციურ პაციენტებს, რომლებიც მომსახურებას უკვე ციფრულ სივრცეში ეძებდნენ.
სტრატეგია: ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული SEO
ნაცვლად იმისა, რომ რესურსი ზოგადი ტრაფიკის მოზიდვაზე დაგვეხარჯა, ჩვენი სტრატეგია ბიზნესის რეალურ საჭიროებებს მოვარგეთ. მთავარი აქცენტი იმ სერვისებზე გადავიტანეთ, სადაც ყველაზე მაღალი ფინანსური ამონაგებია.
ამრიგად, იდენტიფიცირდა კლინიკის ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება – იმპლანტაცია. სტრატეგიაც ამ მიმართულებით პირველი პოზიციების დაკავებაზე აიგო, რათა ბიზნესს ამ კომპლექსური მომსახურებით დაინტერესებული პაციენტების ნაკადი მიეღო.
სტრუქტურული ოპტიმიზაცია: ყველა სერვისის მიმართულებით დავამატეთ ინდივიდუალური გვერდები. ამან საძიებო სისტემებს საშუალება მისცა, თითოეული მომსახურება ზუსტად აღექვა და კონკრეტული ძიებისთვის დაეკავშირებინა.
ლოკალური SEO (GMB): ბაზარზე გავრცელებული შეცდომის საპასუხოდ, Google Business Profile-ის სათაურში სტრატეგიული საკვანძო სიტყვები ჩავამატეთ. ამ მარტივმა, მაგრამ ეფექტურმა ცვლილებამ მყისიერად გაზარდა ზარების რაოდენობა.
კონვერტაციის ოპტიმიზაცია: საიტზე ჩავაშენეთ სტრატეგიული CTA (Call-to-Action) ღილაკები და დავნერგეთ შედეგების კონტროლის სისტემა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საიტზე ყოველი ვიზიტი რეალურ ზარებში ასახულიყო.
შედეგები: 600%-იანი ზრდა და სრული დომინაცია ბაზარზე
6-თვიანი მუშაობის შემდეგ, საიტის ხილვადობამ და ტრაფიკმა სტომატოლოგიური სფეროსთვის რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. Google Search Console-ის მონაცემები მკაფიოდ ასახავს ზრდის დინამიკას:
ორგანული ტრაფიკის მასშტაბური პროგრესი: საწყისი ეტაპის შემდეგ, ყოველთვიური ვიზიტორების რაოდენობა 0-დან 1,620-მდე გაიზარდა.
გაორმაგებული შედეგი 28 დღეში: მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებლების საიტზე გადასვლის რაოდენობა 848-დან 1,620-მდე ავიდა, რაც დაახლოებით 100%-იან ზრდას ნიშნავს.
რეკორდული ხილვადობა: ბოლო 3 თვეში საიტი ძიების შედეგებში 63,000-ჯერ გამოჩნდა, რაც ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაზე მიუთითებს.
უპრეცედენტო CTR: საკვანძო სიტყვაზე „იმპლანტის ფასი’’ მივაღწიეთ 52%-იან CTR-ს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ადამიანი, რომელიც ამ სერვისს ეძებს, ჩვენი კლიენტის საიტზე გადადის.
50%-ზე მაღალი CTR ადასტურებს, რომ მომხმარებლის განზრახვა და ჩვენი მეტა მონაცემები იდეალურად არის ოპტიმიზირებული, რის გამოც კლინიკა ბაზრის უპირობო ლიდერად იქცა.
სამომავლო პერსპექტივა: სამედიცინო ტურიზმი და მასშტაბირება
მიღწეული შედეგები მხოლოდ საფუძველია იმ დიდი პოტენციალის, რომელსაც ეს კლინიკა ფლობს. ვინაიდან ლოკალურ ბაზარზე ყველაზე კონკურენტული პოზიციები უკვე მოპოვებული გვაქვს, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო ამბიციურია:
შედეგების გასამმაგება: მიუხედავად იმისა, რომ საიტზე 1,600+ ვიზიტორი თვეში ამ სფეროსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ჩვენ ვხედავთ რესურსს, რომ სრულად ავითვისოთ დარჩენილი ნიშური ქივორდები.
სამედიცინო ტურიზმი: შემდეგი ნაბიჯი უცხოეთიდან პაციენტების მოზიდვაა. ინგლისურენოვანი SEO მომსახურება კლინიკას მისცემს შესაძლებლობას, მომსახურება შესთავაზოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს და მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები.
პროგნოზირებადი ზრდის ფორმულა
ზემოთ ჩამოთვლილი შედეგები ცხადყოფს მარტივ მოცემულობას: სანამ კონკურენტები ძველებურად ქუჩიდან შემოსულ პაციენტებს ელიან, ეს კლინიკა Google-ის პირველივე გვერდიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიან შეკვეთებს იღებს. 1.6K ვიზიტორი ნიშნავს 1600+ ადამიანს, რომელიც კონკრეტულ სტომატოლოგიურ მომსახურებას ეძებდა და ჩვენს კლიენტთან მივიდა.