როგორ გავაორმაგეთ ტრაფიკი 3 თვეში?
 

ხუთი თვის წინ 10xSEO-ს სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიამ მოგვმართა მიზნით, რომ გაეზარდა ონლაინ ხილვადობა და მოეზიდა მეტი პოტენციური კლიენტი. საწყის ეტაპზე ვებგვერდი არ იკავებდა მოწინავე პოზიციებს და საძიებო სისტემებში კონკურენტები უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ. 

ბოლო სამ თვეში კი უკვე ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა — პროცენტულად ეს 100%-იანი თვიური ზრდაა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

სამშენებლო სეგმენტი ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, სადაც SEO განსაკუთრებით ეფექტურია. მომხმარებელი ამჯობინებს, Google-ით მოიძიოს სასურველი სერვისი ან პროდუქტი, ამიტომ მათ სჭირდებათ სანდო მომსახურება და საძიებო სისტემას მიმართავენ. Google რომ პირველწყაროა, ეს  ტრანზაქციული ქივორდების სიმრავლეში გამოიხატება: მოთხოვნა არსებობს და მომხმარებლის განზრახვა უკვე ჩამოყალიბებულია.

დავიწყეთ იმით, რასაც კომპანიების უმრავლესობა ხშირად არ ითვალისწინებს – ქივორდების დეტალური კვლევა. ბიზნესებს ხშირად არ გააჩნიათ არა მხოლოდ კვლევა, არამედ ქივორდ მეფინგიც – ანუ არ აქვთ გადაწყვეტილი, რომელი გვერდი რომელ კონკრეტულ ქივორდზე უნდა პოზიციონირდებოდეს. შედეგად, ვებსაიტზე გვერდები არ პასუხობენ მომხმარებლის რეალურ განზრახვებს.

ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო დეტალური რისერჩი – გამოკვლეული ქივორდები დავყავით სეგმენტურად: კომერციული, ტრანზაქციული, ინფორმაციული. ამის შემდეგ დავიწყეთ ქივორდ მეფინგი – ანუ თითოეული ქივორდი დავუკავშირეთ კონკრეტულ გვერდს ვებსაიტზე, მომხმარებლის განზრახვის გათვალისწინებით. მაგალითად, ტრანზაქციულ ქივორდებს დავუკავშირეთ პროდუქტების გვერდები, კომერციულს – კატეგორიის გვერდები, ხოლო ინფორმაციულს – ბლოგები.

ამ ნაბიჯმა არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესა, არამედ გუგლისთვისაც აშკარად გამოკვეთა ვებსაიტის შინაარსობრივი არქიტექტურა. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სტრუქტურა ყოველთვის პოზიტიურ შედეგს იძლევა.

სტრუქტურის გამართვის შემდეგ, სრულად დავიწყეთ On-Page SEO-ზე მუშაობა, რაც მოიცავდა მეტა ტეგების გამართვას, შიდა ბმულების სტრატეგიულ განლაგებას, სათაურებისა და კონტენტის ოპტიმიზაციას.

შემდეგი ნაბიჯი იყო ბექლინკებზე მუშაობა – რადგან ნიშა კონკურენტულია, გადაწყვიტეთ ხარისხიანი და თემატურად შესაბამისი ბექლინკების მოპოვება. დავეყრდენით ავტორიტეტულ და რელევანტურ წყაროებს, რომლებიც ორიენტირებული იყო იმ მიმართულებებზე, რაც ბიზნესისთვის პრიორიტეტული იყო. ამის მიზანი იყო ქივორდების სწრაფი და სტაბილური წინ წამოწევა.

ჩვენი სტრატეგია ეფექტურად ამუშავდა – ბოლო სამი თვის განმავლობაში ვებსაიტის ტრეფიკი გაორმაგდა და მზარდი ტენდენცია ისევ გრძელდება.აღნიშნული შედეგები განსაკუთრებით ღირებულია მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის, სადაც თითოეული ლიდი პირდაპირ ნიშნავს პოტენციურ მყიდველს.

პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება. მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად გაწერილი SEO სტრატეგია არა მხოლოდ გარდაქმნის ციფრულ არხებს, არამედ ქმნის ხანგრძლივი ზრდის საფუძველს.

ჩვენ კი მოხარულები ვართ, რომ ამ კომპანიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, ჩვენ მოგვანდო ვებსაიტის ოპტიმიზაცია და მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტი სწორედაც 10xSEO-ს გუნდის მიერ ხორციელდება.