Free SEO Audit

Send us a request and we will offer you an SEO audit, in the form of a 10-minute video, where we discuss the current state of the website.

    SEO აუდიტი - აღმოაჩინეთ თქვენი საიტის ფარული პოტენციალი

    თუ თქვენი მიზანი Google-ის წამყვანი პოზიციების დაკავება და ვებსაიტის ეფექტურად გამოყენებაა, პირველი და ყველაზე სწორი ნაბიჯი სწორედ SEO აუდიტია. ეს არის სიღრმისეული ანალიზი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ რეალური სურათი, ტექნიკური გამართულობიდან დაწყებული, კონტენტისა და ბექლინკების ხარისხით დასრულებული.

    10xSEO გთავაზობთ პროფესიონალურ აუდიტს, რომელიც ფოკუსირებულია არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შეფასებაზე, არამედ თქვენი ბიზნესის ზრდის პოტენციალის რეალიზებაზე. ჩვენი SEO აუდიტის სერვისი გაწვდით პრაქტიკულ, სამოქმედო რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა აქციოთ თქვენი საიტი ინდუსტრიის ლიდერად.

    რა არის SEO აუდიტი და რატომ არის ის აუცილებელი?

    SEO აუდიტი ვებსაიტის სრულფასოვანი ანალიზია, რომლის მიზანიც ყველა იმ ფაქტორის იდენტიფიცირებაა, რაც საძიებო სისტემებში პოზიციებზე, ორგანულ ტრაფიკსა და კონვერსიებზე მოქმედებს. ეს მოიცავს ტექნიკურ ოპტიმიზაციას, შინაარსის ხარისხის, სტრუქტურის, ბექლინკების პროფილისა და კონკურენტული გარემოს შეფასებას.

    პროფესიონალური SEO აუდიტის გარეშე ოპტიმიზაცია მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობილი პროცესია, რაც ხშირად დროისა და ბიუჯეტის ფუჭად ხარჯვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, SEO აუდიტის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სტარტაპებისთვის, ისე გამოცდილი ბიზნესებისთვის, რომელთა მიზანიც სტაბილური ზრდა და მასშტაბირებაა.

    როდის არის საჭირო საიტის სიღრმისეული ანალიზი?

    ეს სერვისი აუცილებელია, თუ:

    • თქვენი ვებსაიტი არ ჩნდება საძიებო შედეგების პირველ გვერდზე;
    • ორგანული ტრაფიკი დაბალია ან სტაგნაციას განიცდის;
    • რეკლამაში დიდი ბიუჯეტი იხარჯება, მაგრამ კონვერსია დაბალია;
    • საიტი ტექნიკურად გაუმართავია ან ნელა იტვირთება;
    • კონკურენტები სტაბილურად გჯობნიან პოზიციებში.

    ასეთ შემთხვევებში SEO აუდიტის სერვისი გაძლევთ მკაფიო სურათს, სად არის პრობლემა და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის ოპტიმალური რესურსებით.

    რას მოიცავს SEO აუდიტის სერვისი?

    10xSEO-ს გუნდი ატარებს კომპლექსურ და დეტალურ ანალიზს, რომელშიც შედის:

    • ტექნიკური აუდიტი: ინდექსაციის, საიტის სტრუქტურის, სიჩქარის, უსაფრთხოებისა და სხვა პარამეტრების შემოწმება;
    • კონტენტის აუდიტი: ტექსტების ხარისხი, ქივორდების გამოყენება, დუბლირებული შინაარსი;
    • ბექლინკების ანალიზი: ბმულების ხარისხი, წყაროები და რისკები;
    • კონკურენტების კვლევა: პოზიციების, სტრატეგიებისა და შესაძლებლობების შედარება;
    • UX და კონვერსიის შეფასება – მომხმარებლის ქცევა და ნავიგაციის სიმარტივე.

    ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვამზადებთ დეტალურ ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებით, რომლებიც რეალურად მოქმედებს შედეგებზე.

    უფასო SEO აუდიტი – შეაფასეთ თქვენი შანსები Google-ში

    თუ გსურთ პირველ ეტაპზე გაიგოთ თქვენი ვებსაიტის მდგომარეობა, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო SEO აუდიტით. ეს სერვისი გაძლევთ ზოგად სურათს არსებული პრობლემებისა და გაუმჯობესების პოტენციალის შესახებ.

    უფასო SEO აუდიტი ეფექტური ინსტრუმენტია მათთვის, ვინც ჯერ არ იცის,  რამდენად სჭირდება სრულფასოვანი ოპტიმიზაცია და სურს გადაწყვეტილება მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს.

    პროფესიონალური SEO აუდიტი: შედეგებზე ორიენტირებული ანალიზი

    პროფესიონალური SEO აუდიტი მოიცავს სიღრმისეულ ტექნიკურ და სტრატეგიულ ანალიზს, რომლის საფუძველზეც მზადდება დეტალური სამოქმედო გეგმა. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ, როგორ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

    ჩვენი პროფესიონალური SEO აუდიტი განსაკუთრებით ეფექტურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან ონლაინ გაყიდვებს, სურთ Google-ში ბრენდის ხილვადობის გაზრდა და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. 

    რატომ 10xSEO? – შედეგი, რომელიც ციფრებში იზომება

    10xSEO-ში გვჯერა, რომ საუკეთესო მარკეტინგი მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკაა. შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალური SEO აუდიტის სერვისი ნიშნავს სიღრმისეულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც თითოეული პროექტი, ბიზნესის სპეციფიკის, ნიშისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, ინდივიდუალურად მუშავდება.

    სწორედ ამ შედეგზე ორიენტირებული მიდგომის გამოა, რომ პარტნიორების უმრავლესობა აუდიტის დასრულებისთანავე ირჩევს ჩვენს სრულ SEO მომსახურებას.

    როგორ მიმდინარეობს SEO აუდიტის პროცესი 10xSEO-ში?

    ჩვენი მუშაობის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულია. იმისთვის, რომ პროფესიონალური SEO აუდიტი თქვენი ბიზნესის ზრდის რეალურ ინსტრუმენტად იქცეს, ჩვენ შემდეგ ეტაპებს გავდივართ:

    • მიზნების განსაზღვრა: პროცესი იწყება თქვენი მოთხოვნის დეტალური შესწავლით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი ბიზნესამოცანები.
    • ტექნიკური და შინაარსობრივი ანალიზი: ჩვენი გუნდი დეტალურად სწავლობს ვებსაიტს. მოწმდება ყველაფერი: ჩატვირთვის სიჩქარე,  კონტენტის რელევანტურობა და სხვ.
    • კონკურენტული გარემოს კვლევა: იმისთვის, რომ SEO აუდიტის სერვისი სრულყოფილი იყოს, ჩვენ ვსწავლობთ თქვენს კონკურენტებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რათა შევიმუშაოთ თქვენი უპირატესობის სტრატეგია.
    • დეტალური სამოქმედო გეგმის მომზადება: თქვენ იღებთ არა მხოლოდ ხარვეზების სიას, არამედ კონკრეტულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც პირდაპირ გეუბნებათ, რა უნდა გაკეთდეს წარმატების მისაღწევად.
    • კონსულტაცია და შედეგების განხილვა: ჩვენ განვიხილავთ თითოეულ პუნქტს და თქვენთან ერთად ვსაზღვრავთ რეალურ პრიორიტეტებს. 

    მზად ხართ აითვისოთ თქვენი ვებსაიტის სრული პოტენციალი?

    თუ გსურთ რეალურად გაიგოთ, რა უშლის ხელს თქვენი ვებსაიტის ზრდას და როგორ შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება, შეავსეთ ზემოთ მოცემული ფორმა და მიიღეთ დეტალური SEO აუდიტი.

    იმ შემთვევაში თუ კომპლექსური SEO მომსახურება გაინტერესებთ ან გაქვთ დამატებითი კითხვები, დაგვირეკეთ: 510 10 15 17,  ჩვენი გუნდი მზად არის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.

    ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

    რამდენ ხანში მზადდება SEO აუდიტი?

    სტანდარტულად, სრულყოფილი ანალიზის მომზადებას 3–5 სამუშაო დღე სჭირდება. ვადები დამოკიდებულია ვებსაიტის მოცულობაზე, სტრუქტურულ სირთულესა და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე.

    აუდიტს ატარებს 10xSEO-ს დამფუძნებელი დავით წილოსანი, რომელსაც SEO სფეროში 14-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა ინდუსტრიის პროექტებზე მუშაობის ფართო პორტფოლიო აქვს.

    ჩვენი მიდგომა განსხვავებულია: SEO აუდიტი ბარდება ვიდეო ფორმატში (Loom). ეს საშუალებას გაძლევთ ეკრანზე თვალსაჩინოდ დაინახოთ თითოეული ხარვეზი, მოისმინოთ დეტალური განმარტებები და მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები. 

    დიახ, მიუხედავად იმისა, რომ სრული SEO მომსახურება პირველივე თვეში მოიცავს კომპლექსურ აუდიტს (ტექნიკური, On-page, Off-page და კონკურენტული ანალიზი), თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ SEO აუდიტის სერვისი როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი.

    ჩვენ ვიყენებთ Ahrefs-სა და სხვა წამყვან ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, სრულად გამოვავლინოთ ფარული ტექნიკური ხარვეზები და მივიღოთ ისეთი ზუსტი მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ზედაპირული შემოწმებისას შეუძლებელია.

    ეს არის კომპლექსური ანალიზი: ვებსაიტის არსებული მდგომარეობის შეფასება, ტექნიკური შეცდომების პოვნა და კონკურენტების სტრატეგიების კვლევა. ჩვენი მიზანია, დაგანახოთ განვითარების ის პოტენციალი, რომელიც თქვენს საიტს ლიდერ პოზიციებზე გადაიყვანს.