სარჩევი
რა უპირატესობა აქვს SEO-ს სხვა მარკეტინგულ საშუალებებთან შედარებით
SEO ოპტიმიზაცია სხვადასხვა პლატფორმებისთვის მუშაობს. დამეთანხმებით, რომ Google ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საძიებო სისტემაა, რის გამოც აქცენტს სწორედ მასზე ვაკეთებთ.
SEO, იგივე საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია მუდმივი პროცესია და მის მიერ მიღებული შედეგი და გაზრდილი რეიტინგი სტაბილურია. მართალია, ის გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ მისი საბოლოო შედეგი, სხვა მარკეტინგულ საშუალებებთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი და ეფექტურია.
მაგალითისთვის, თქვენ შესაძლოა გქონდეთ წარმატებული ბიზნესი, გამართული ვებგვერდი, საინტერესო კონტენტი და ასევე იყენებდეთ სხვადასხვა მარკეტინგულ საშუალებებს, რომელიც ეფექტურ შედეგს გაძლევთ, მაგრამ თუ არ იყენებთ SEO-ს ნაწილს, ეს ნიშნავს რომ საძიებო სისტემებში თქვენი კონკურენტები ყოველთვის თქვენზე წინ იდგებიან და თქვენ დაკარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს. დაიმახსოვრეთ, რომ SEO საჭიროა იმისათვის, რომ გაიმყაროთ პოზიციები, იყოთ კონკურენტუნარიანი ბაზარზე და გყავდეთ მიზნობრივი ვიზიტორები.
SEO ოპტიმიზაცია იძლევა სტაბილურ შედეგებს, თქვენი საიტი იკავებს მოწინავე პოზიციებს და ზრდის ბრენდის ცნობადობასა და სანდოობას, რაც დამეთანხმებით, წარმატებული ბიზნესის საწინდარია. მას შეუძლია განსაზღვროს სწორი სამიზნე აუდიტორია, მიიღებთ სტაბილურ შედეგს, დაგეხმარებათ ასევე პოტენციური კლიენტების რაოდენობის გაზრდაში, თქვენი პროდუქტებისა და სერვისის ხილვადობის გაუმჯობესებაში და ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავებაში.
რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ SEO სააგენტო?
სწორი SEO სააგენტოს შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც მიღებული შედეგი სწორედ მათ მუშაობაზეა დამოკიდებული.
იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ SEO სააგენტოსთან, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება. ჩვენს მიერ შერჩეული სააგენტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პრინციპებს:
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გადავხედოთ მათ გამოცდილებას, რადგან ეს ყოველივე გვიჩენს სანდოობასა და საიმედოობის შეგრძნებას.
SEO საკმაოდ გრძელვადიანი, მაგრამ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიაა და ამ პროცესში კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ სააგენტოს მუდამ უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია მომხმარებელთან. მნიშვნელოვანია სააგენტოს მუშაობის პრინციპი, მას უნდა ჰქონდეს შემუშავებული მენეჯმენტის სპეციალური სისტემა, რომელიც თანამშრომლებს შორის ფუნქცია მოვალეობებს გადაანაწილებს, რაც მოსალოდნელ შედეგზე პირდაპირ აისახება.
რა უპირატესობა აქვს სააგენტოსთან თანამშრომლობას?
დღევანდელ ციფრულ სამყაროში SEO სააგენტოებთან ერთად, ინდივიდუალურად მომუშავე აგენტებსაც შეხვდებით, რომლებიც SEO-ს წარმატებაში გვარწმუნებენ და მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში, კარგ შედეგებს გვპირდებიან. დამეთანხმებით,თანამედროვე კონკურენციის პირობებში, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე დიდ სიფრთხილესა და სანდოობას მოითხოვს და მხოლოდ დაპირება ბევრს არაფერს გვეუბნება მათ შესახებ. მეტიც, ბევრი მათგანი თაღლითური სქემის საშუალებით ცდილობს ჩვენთან დაკავშირებას, სწორედ ამიტომ, თავი შეიკავეთ მათთან თანამშრომლობისგან და დაზღვევის მიზნით, გირჩევთ, საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
სააგენტოსგან განსხვავებით, კერძო პირებს არ აქვთ შემუშავებული მენეჯმენტის სისტემა, რადგან მოვალეობას მხოლოდ ერთი ადამიანი ითავსებს, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევი მიზეზია. ამასთან ერთად, ისინი ვერ აკონტროლებენ დროს და შესაბამისად არ გვაქვს გარანტიები იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შეთანხმებულ ვადაში წარიმართება. ჩვენ არ შეგვიძლია გავეცნოთ მათ მიერ შესრულებულ პროექტებს, მივიღოთ ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ, რის გამოც არ გვაქვს დაცულობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები და შეცდომები, გირჩევთ ეს საქმე მხოლოდ პროფესიონალებს მიანდოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, SEO სამყაროში გამოცდილება და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, სააგენტოს შერჩევისას კი გადამწყვეტ ფაქტორს სწორედ ეს ორი კომპონენტი თამაშობს. ვინაიდან, SEO სტრატეგია გრძელვადიანი პროცესია, ის კლიენტებთან რეგულარულ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.
კერძოდ მომუშავე პირებისგან განსხვავებით, კომპანიებს აქვთ სრული სანდოობა და გარანტია იმისა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება
10xSEO-ში ჩვენ გვაქვს მოწესრიგებული და ორგანიზებული მენეჯმენტის სისტემა, გვყავს პროფესიონალთა გუნდი იმისათვის, რომ თითოეული დეტალი თქვენთვის სრულიად გასაგები და ინფორმაციული იყოს. ამასთანავე, თამამად ვაცხადებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, შევიძინეთ ის უნარები, რისი საშუალებითაც ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვართ და მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ჩვენი სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი SEO სპეციალისტთა გუნდისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მხოლოდ საუკეთესო შედეგზე. სააგენტო გამოირჩევა მრავალმხრივი მუშაობის პრინციპითა და ტექნიკით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს უმაღლესი დონის შედეგს ვთავაზობთ. ამასთანავე, გვყავს უამრავი კმაყოფილი კლიენტი, რომელთა შეფასებებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორ გავზომოთ SEO სააგენტოს შედეგები?
იმისათვის, რომ SEO სააგენტოსთან თანამშრომლობისას მიღებული შედეგები გავზომოთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე.
SEO სააგენტოს შედეგების გასაზომად, ძირითად შემთხვევაში, საჭიროა საიტზე ვიზიტორების რაოდენობისა და მათი ზრდის სიხშირის განსაზღვრა. უკვე ვისაუბრეთ იმ ნაწილზე, რომ SEO ოპტიმიზაცია საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, შესაბამისად მის მიერ მიღებული შედეგი, მომენტალურად არ აისახება. სწორი SEO სტრატეგიის შემუშავებას სჭირდება გარკვეული დრო, რომლის მიხედვითაც პირველ საჩვენებელ შედეგს საშუალოდ 3-6 თვეში ვიღებთ. ამ შედეგის საფუძველზე, თქვენს ბიზნესს ეზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, ეზრდება აუდიტორია და რაც მთავარია, პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი. არ დაგავიწყდეთ, რომ SEO ოპტიმიზაცია არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ბიზნესის ხარისხის გაუმჯობესებასა და ხილვადობას. მისი უნიკალური თვისებები და განვითარების მაჩვენებელი კი თქვენი ბიზნესის ზრდის პირდაპირ პროპორციულია.