Categories
SEO

რა არის SEO-სთვის წერა?

SEO-სთვის წერა, იგივე SEO კოპირაითინგი, არ არის ისეთი ერთი შეხედვით რობოტული პროცესი, როგორიც წარმოგვიდგენია ხოლმე. ეს ისეთი ტექსტის წერაა, რომელიც ორიენტირებულია ერთდროულად მკითხველზეც და ასევე საძიებო სისტემებზე.

SEO-სთვის წერა არის სტრატეგიულად აგებული კონტენტის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული საკვანძო სიტყვების გამოყენებით ვებგვერდის პოზიციონირების გაუმჯობესებას Google-ის ან სხვა საძიებო სისტემების შედეგებში.

ამ ტიპის წერის მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, მიიქციოს მკითხველის ყურადღება, და მეორე მხრივ – დააკმაყოფილოს საძიებო სისტემების მოთხოვნები. კონტენტი უნდა იყოს ბუნებრივი, საინტერესო, სასარგებლო და ინფორმაციული. მაგრამ, ამავდროულად ტექნიკურად სწორად სტრუქტურირებული. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული ისეთი ელემენტები, როგორიცაა სათაურები, ქვესათაურები, მეტა აღწერები და საკვანძო სიტყვების განაწილება ტექსტში ისე, რომ კონტენტმა არ დაკარგოს ბუნებრივობა.

SEO კოპირაითინგი გამოიყენება ყველაზე ხშირად ბლოგპოსტების, პროდუქტების აღწერების, დესკტოპ და მობილური ვერსიებისთვის განკუთვნილი ვებგვერდის ტექსტების, ასევე საინვესტიციო და მომსახურების გვერდების შესაქმნელად. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს იმგვარი ტექსტის შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ვებგვერდის ორგანულ ტრაფიკის ზრდას. სწორედ ამიტომ ითვლება SEO-სთვის წერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში.

სარჩევი

რატომ არის SEO კოპირაითინგი ასეთი მნიშვნელოვანი?

როგორც უკვე ვახსენეთ, კარგი კოპირაითინგი SEO ოპტიმიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია – სწორად შედგენილი ტექსტები გვეხმარება, ერთნაირად საინტერესო ვიყოთ როგორც მომხმარებლისთვის, ისე საძიებო სისტემებისთვის. 

უფრო მარტივად გასაგებად წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია – გვაქვს ორი ბლოგი. ორივე ერთსა და იმავე თემას ეხება – მაგალითად, როგორ დავწეროთ წარმატებული LinkedIn პროფილი. ორივე პოსტი დაწერილია შესაბამისი საკვანძო სიტყვებით, ორივეში გამოყენებულია საჭირო ტეგები, სწორად შერჩეული URL, მეტა აღწერა – ყველაფერი, რასაც წესით SEO ითხოვს.

მაგრამ ერთ-ერთი – ტექსტი A – დაწერილია უბრალოდ „რაღაც ტექსტის“ პრინციპით. ტექნიკურად სწორია, მაგრამ არანაირ ემოციას არ იწვევს. არც სტილი აქვს გამორჩეული, არც მკითხველის ჩათრევაზეა ორიენტირებული.

მეორე – ტექსტი B – ასევე SEO-ს წესებითაა დაწერილი, მაგრამ აქ ტექსტი გაცილებით მეტს ამბობს. ის ნამდვილად „ლაპარაკობს“ მკითხველთან. ტექსტი ჩაგითრევს პირველივე აბზაციდან, იწვევს ემოციას, აღძრავს ცნობისმოყვარეობას და არ გაძლევს საშუალებას, უბრალოდ დახურო გვერდი.

და სწორედ აქ იწყება განსხვავება.

მეორე ტექსტი დააგროვებს ბევრად მეტ უკუკავშირს – უფრო მეტ ბმულს სხვა საიტებიდან, გაზრდილი იქნება CTR (“დაკლიკვის” სიხშირე), ვიზიტორები უფრო დიდხანს დარჩებიან გვერდზე (დროითი ჩართულობა – dwell time), გაიზრდება გაზიარებები სოციალურ ქსელებში და კომენტარების რაოდენობაც.

რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს – საბოლოოდ, B გაასწრებს A-ს Google-ის რეიტინგში, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ორივე „სწორად“ იყო დაწერილი.

ეს არის სწორედ SEO კოპირაითინგის ძალა. თუ მხოლოდ SEO იცი – კარგად პოზიციონირებული ტექსტის დაწერას შეძლებ, თუ მხოლოდ კოპირაითინგი იცი – შეძლებ, რომ ტექსტი იყოს შთამბეჭდავი და ყურადსაღები. მაგრამ როცა ორივე გაქვს, შენ ხელშია იარაღი, რომლითაც შეძლებ სხვების დაჩრდილვას ყველაზე კონკურენტულ ნიშებშიც კი.

სწორედ ეს გააკეთა Backlinko-მაც. როდესაც ეს პლატფორმა პირველად გამოჩნდა, SEO თემატიკაზე კონტენტი მეტწილად ტექნიკური და მშრალი იყო. მხოლოდ ალგორითმებზე იყო ორიენტირებული. მაგრამ Backlinko-მ გადაწყვიტა სხვაგვარად ემუშავა. აქ კონტენტი იყო SEO-ზე მორგებული, მაგრამ თან ადამიანებისთვის დაწერილი – საინტერესო, შთამაგონებელი, ჩამთრევი. სწორედ ეს ბალანსი გახდა მათი სწრაფი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ასე რომ, როცა ვსაუბრობთ SEO კოპირაითინგზე, უნდა გვესმოდეს – ეს არ არის უბრალოდ ტექსტი Google-ისთვის. ეს არის ციფრული კომუნიკაცია – ჭკვიანურად, სტრატეგიულად და ადამიანურად შედგენილი.

მოითხოვე უფასო აუდიტი

მიიღე შენი ვებსაიტის SEO აუდიტი, 10 წუთიანი ვიდეოს ფორმით. სადაც განვიხილავთ საიტის ამჟამინდელ მდგომარეობას, ხარვეზებს, პოტენციალსა და კონკურენციას.

როგორ შევისწავლოთ SEO კოპირაითინგი?

SEO კოპირაითინგის სწავლა არ იწყება კონკრეტული პლატფორმით ან ინსტრუქციით. ის იწყება ინტერესით – სურვილით, გაიგო როგორ მუშაობს ტექსტი ინტერნეტში და როგორ მოქმედებს ის მკითხველზე და საძიებო სისტემებზე ერთდროულად.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასაწყისში უნდა გაიაზროთ, არის ის, რომ SEO კოპირაითინგი არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი და არც მხოლოდ ლამაზი წერის უნარი. ის ჰარმონიული შერწყმაა ანალიტიკური აზროვნებისა და კრეატიულობის. შესაბამისად, ვინც სერიოზულად ფიქრობს ამ მიმართულებით განვითარებას, პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ფუნდამენტური კონცეფციები: როგორ ეძებენ ადამიანები ინფორმაციას, როგორ მუშაობს საძიებო სისტემის ალგორითმი და როგორ პასუხობს ეფექტური ტექსტი ამ მექანიზმებს.

შემდეგ ეტაპზე იწყება დაკვირვება, კითხვა, ანალიზი და საკუთარი ტექსტების წერა. ამ პროცესში აუცილებელია ისწავლოთ, როგორ აირჩიოთ სწორი თემები და როგორ დაუწეროთ მათ სათაურები ისე, რომ მათი გამოჩენა შედეგებში მხოლოდ დროის საკითხი იყოს.

უნდა აღმოაჩინოთ თქვენი უნიკალური წერის სტილი, რომელიც იქნება მარტივი, თუმცა შინაარსობრივად მდიდარი. წერისას კი მუდმივად ფიქრობდეთ, როგორც მკითხველი – ის, ვინც მხოლოდ წამებში წყვეტს, დარჩეს თქვენს გვერდზე თუ არა.

დღეს ინტერნეტი სავსეა წყაროებით. მაგრამ ცოდნა მხოლოდ მაშინ იძენს ღირებულებას, როცა მას გამოყენებაში მოიყვანთ. ამიტომაც, თუკი იწყებთ კოპირაითინგის სწავლას, სჯობს მცირე ნაბიჯებით დაიწყოთ – მაგალითად, მოძებნეთ, SEO კურსი, რომელიც ყველა ზემოხსენებული უნარჩვევის განვითარებაში დაგეხმარებათ.

სწავლისას ორი ძირითადი რამ უნდა გახსოვდეთ: პირველი – წერთ არა მხოლოდ საძიებო სისტემისთვის, არამედ ადამიანებისთვის, და მეორე – ტექსტის ყოველი დეტალი, სათაურიდან ბოლო აბზაცამდე, უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ მიზანს. სწორედ ამ ორი ელემენტის ბალანსი ქმნის წარმატებულ SEO-ს.

321760cookie-checkSEO კოპირაითინგი – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

Newsletter