10xseo.ge
SEO მომსახურება
იცოდით რომ საძიებო სისტემიდან მიღებული ტრეფიკი მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი და მაღალკონვერტირებადია?! მომხმარებლები ხედავენ იმას, რასაც ეძებენ. ყოველთვიური SEO სერვისი მოიცავს პასუხისმგებლობას ყველა იმ პროცესზე რაც ეხება SEO-ს. თქვენ გვიკვეთავთ სერვისს – ჩვენ ვდებთ შედეგებს.
პოზიციების მცირე ცვლილებას შეუძლია კოლოსალურად გაზარდოს თქვენი გაყიდვები
პირველ პოზიციაზე მყოფი ვებსაიტი იღებს 14 ჯერ მეტ ტრაფიკს ვიდრე მეათეზე.
გაზარდეთ ვებსაიტის ტრეფიკი – შესაბამისად გაყიდვები და მოიპოვეთ სრული დომინაცია თქვენს სფეროში. ჩვენი სერვისი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.
როგორ მიმდინარეობს პროცესი?
საძიებო სიტყვების კვლევა
თავიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთთან. ჩვენც ვიწყებთ სიტყვებით: ვიკვლევთ, როგორ ეძებენ მომხმარებლები თქვენს ბიზნესსა და სერვისებს — რას ეძებენ, რა სიხშირით და რა ტენდენციებით. ამის შემდეგ საკვანძო სიტყვებს ვახარისხებთ მომხმარებლის განზრახვის მიხედვით და ვყოფთ მათ კომერციულ, ტრანზაქციულ და ინფორმაციულ კატეგორიებად
Keyword Mapping
ქივორდების კვლევის შემდეგ განვსაზღვრავთ რომელ ქივორდზე რომელ გვერდს “დავრანკავთ”. ქივორდებს ვყოფთ თემატურ ჯგუფებად და ვებსაიტზე შესაბამის გვერდებს ვუთავსებთ, მომხმარებლის განზრახვას ვამთხვევთ გვერდის შინაარსა და ფუნქციონალს. ჩვენი მიზანია ბაზარზე არსებული ყველა ქივორდის ათვისება ვებსაიტზე.
აუდიტი
ამ ეტაპზე ოთხი ტიპის აუდიტი სრულდება, ტექნიკური SEO, On-page , Off-page და კონკურენტების. რათა დავადგინოთ ყველა ხარვეზი, შევაფასოთ არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ. კონკურენტების შემთხვევაში ვსწავლობთ ყველაფერს რაც მათ SEO სთვის აქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებენ.
On-page ოპტიმიზაცია
მას შემდეგ რაც განსაზღვრული გვაქვს ქივორდთა ჯგუფები შესაბამისი გვერდებისთვის ვიწყებთ მათ შიდა ოპტიმიზაციას რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის განზრახვა და პარარელურად ავითვისოთ შესაბამისი საძიებო სიტყვები.
კონტენტი
ჩვენი გენიალური მწერლები ყოველთვიურად განსაზღვრული რაოდენობის კონტენტს დაწერენ თქვენი კომპანიისთვის, კონტენტი ერგება თქვენი ბრენდის ხმას, იდენტობას და არის SEO ოპტიმიზირებული. ჩვენი კონტენტით ჩვენ ვქმნით ღირებულებას არა მხოლოდ საძიებო სისტემებისთვის არამედ მომხმარებლებისთვისაც.
ავტორიტეტი
ყოველთვიური მომსახურეობის პაკეტებში შედის ბიუჯეტი ბექლინკებისთვისაც, ძირითადად მაღალი დონის მედია პუბლიკაციებს ვიყენებთ, რათა თქვენი კომპანია გავხადოთ პირველი საძიებო რეზულტატებში.
სერვისი
SEO მენეჯმენტის სერვისის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ იღებთ ყველა საჭირო სერვისს ერთ ადგილას-ერთ გუნდთან. ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოთ და ითანამშრომლოთ ცალკეულ ადამიანებთან.
დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით, გაიარეთ უფასო კონსულტაცია და ითანამშრომლეთ საქართველოში საუკეთესო სპეციალისტების გუნდთან!