Table of Contents
რა არის SEO ოპტიმიზაცია და რა როლი აქვს მას ჩვენი ბიზნესის განვითარებაში
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაცია, იგივე (Search engine optimization), საქართველოში “სეო”-საც უწოდებენ, არის მარკეტინგული პროცესი, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ვებ გვერდის ხილვადობის გაზრდას და საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების დაკავებას. ის ყველა ადამიანს სჭირდება, რომელსაც აქვს მცირე თუ მსხვილი ბიზნესი და ამასთანავე, გარკვეულწილად დაკავშირებულია ციფრულ სამყაროსთან. SEO ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია, თქვენი ბიზნესის ვებ გვერდმა საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციები დაიკავოს. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა პირველ რიგში, სწორედ იმ საიტებზე გადადის, რომელსაც საძიებო სისტემა მას პირველ ადგილზე სთავაზობს. დამეთანხმებით, როდესაც ვებ საიტი გამართულია როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად, უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, ხანგრძლივი დრო გაატაროს ამ საიტზე და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. სწორედ SEO ოპტიმიზაციის საშუალებით იზრდება თქვენი ვებ გვერდის ტრაფიკის ხარისხი და ვიზიტორთა რაოდენობა. როგორც უკვე ვახსენეთ, SEO ოპტიმიზაცია არის საიტის პოზიციონირებისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებელი სისტემა, რომელიც თავის მხრივ, იყოფა ორ ნაწილად: On Page SEO da Off page SEO. ახლა კი განვიხილოთ თითოეული მათგანი: On Page SEO არის ვებ გვერდისა და მათი შინაარსის ოპტიმიზაციის ნაწილი, რომელიც მოიცავს პროცესებს, რაც უშუალოდ, საიტზე ხორციელდება. მაგ: სათაურების შედგენა, სტრუქტურისა და აღწერილობის შედგენა და ა.შ ეს არის პროცესი, რომელიც გეხმარებათ თქვენი გვერდი მაქსიმალურად მოსაწონი და რელევანტური გახდეს როგორა არის SEO ოპტიმიზაცია და რა როლი აქვს მას ჩვენი ბიზნესის განვითარებაშირც მომხმარებლებისთვის, ისე საძიებო სისტემებისთვის. ხოლო, რაც შეეხება Off Page SEO-ს. ის წარმოადგენს პროცესებს, რომლებიც ვებ საიტის გარეთ ხორციელდება. ეს მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბექლინკების განთავსებას,სოციალურ სიგნალებს და სხვა. პრაქტიკულად, ის არის მოქმედების ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს თქვენი საიტის პოზიციონირებას. ხოლო Google – ს ანიშნებს რომ თქვენი ვებსაიტი იმ სიტყვების რელევანტურია რაზეც ტოპ ში გსურთ ყოფნა.როგორ მიმდინარეობს SEO – ს პროცესი?
იმისათვის, რომ შევადგინოთ SEO სტრატეგია და დავგეგმოთ მისი მიმდინარეობის პროცესი, საჭიროა:- დამკვეთმა მაქსიმალური ინფორმაცია მოგვაწოდოს მისი მიზნებისა და სასურველი შედეგების შესახებ, რათა შევადგინოთ სამოქმედო გეგმა.
- სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ, ჩვენ ჩავატარებთ საძიებო სიტყვებისა და ბაზრის კვლევას, იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რას ეძებენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად და ამასთანავე, გავაანალიზოთ მათი ქცევა.
- შემდეგი ნაბიჯი კონკურენტების სიღრმისეულ კვლევას მოიცავს, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტებაში გვეხმარება. ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ რა მასშტაბის პოტენციალია დღეს ბაზარზე, რა რაოდენობის ტრაფიკი შეიძლება მივიღოთ ყოველდღიურად და ამასთანავე ვაანალიზებთ, თუ რა დრო დასჭირდება ამ შედეგების მიღებას.
- მომდევნო ეტაპი კონტენტის შესაბამისი საძიებო სიტყვების შერჩევასა და მათ დაჯგუფებას გულისხმობს. ძიების პროცესში მომხმარებლის მიერ გამოყენებულ სიტყვებს, SEO სპეციალისტები საძიებო სიტყვებს, ე.წ keyword-ებს უწოდებენ.
- შესაბამისი keyword-ების დაჯგუფების შემდეგ ვიწყებთ საიტის შიდა ოპტიმიზაციასა და SEO აუდიტის გამართვას, რომელიც იმის დადგენაში გვეხმარება, თუ რამდენად ოპტიმიზირებულია საიტი ამჟამად.
- შემდეგი ეტაპი ტექნიკურ აუდიტსა და ოპტიმიზაციას გულისხმობს, რაც თქვენი ვებ გვერდის ავტორიტეტის გაზრდასა და პოპულარიზაციაში გვეხმარება. როგორც ზემოთ განვმარტეთ, ეს მოიცავს კონტენტის შედგენას, ბექ ლინკების წარმოებასა და ბმულების შედგენას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენი სააგენტო სწორედ იმ წამყვან მედია სააგენტოებთან თანამშრომლობს, რომელიც ცნობადობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
- პროცესის ბოლო ეტაპი კი რეპორტინგს გულისხმობს. რისგან შედგება რეპორტინგი? ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კლიენტთან სწორ კომუნიკაციას გულისხმობს, ამიტომაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ჩვენს გუნდთან ერთად ვახორციელებთ ზარს და ვაცნობთ მიმდინარე პროცესებს. გარდა ამისა, მათ თვეში ერთხელ დეტალურად წარმოდგენილ დოკუმენტირებულ შედეგებს ვთავაზობთ.