SEO Dictionary

არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ვებსაიტების პოზიციონირებას საძიებო სისტემაში.  რათა მისი გვერდები გახდეს ადვილად პოვნადი, უფრო რელევანტური და პოპულარული მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების მიმართ.

საძიებო სისტემის ალგორითმები რომელიც აანალიზებენ ვებგვერდის შინაარსს, სტრუქტურას და შესაბამისობას მისი რეიტინგის დასადგენად.

სურათის აღწერა, რომელიც, არ არის გათვლილი მომხმარებლის საჩვენებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურათი არ არის ჩატვირთული ან გამოყენებულია ბრაუზერი, რომელიც არ აჩვენებს სურათებს.

დაკლიკებადი ტექსტი რომელშიც განთავსებულია ბმული, მასზე დაკლიკება ერთი გვერდიდან მეორეზე გადაგვამისამართებს. ის ჩვეულებრივ ხაზგასმულია ან აღნიშნულია სხვა ფრად (მაგ. 10Xseo.ge).

ვებსაიტის ბმულები განთავსებული სხვა ვებსაიტებზე, რომლებზე დაკლიკებითაც მომხმარებელი ხვდება ერთი ვებსაიტიდან მეორე ვებსაიტის გვერდზე. 

არის საძიებო სისტემის პრინციპების შეუსაბამო და საწინააღმდეგო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება საძიებო შედეგებში საიტის მაღალი რეიტინგის მისაღებად, მაგრამ ეს არაეთიკური ტაქტიკა ხშირად მთავრდება საძიებო სისტემების მხრიდან ვებ საიტის ჯარიმით (საიტის დაპენალებით).

ვებგვერდის შეფასების მაჩვენებელი რომელიც პირველად შეიქმნა Moz-ის მიერ, ის პროგნოზირებს, დომენის გამოჩენის ალბათობას საძიებო შედეგებში.

ავლენს ვებსაიტის ბექ ლინკ პროფილის სიძლიერეს (როგორც ხარისხით, ასევე ზომით). ვებსაიტის ბექ ლინკ პროფილის სიძლიერის დასადგენად, გამოიყენება ლოგარითმული შკალა 0-დან 100-მდე, არსებითად, რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უკეთესია დომენის რეიტინგი.

ტერმინი რომელიც გულისხმობს საძიებო სისტემაში დაწინაურებას და მოწინავე პოზიციის დაკავებას.

ეს არის საძიებო ტერმინი, სიტყვა რომელსაც მომხმარებელი წერს საძიებო ველში ძებნის დაწყებამდე.

საძიებო სიტყვა რომელიც შეესაბამება სამიზნე საკვანძო სიტყვას, დაუშვათ თუ თქვენი მიზანია საძიებო სიტყვა “საათი”-ზე TOP პოზიციების დაკავება ამ შემთხვევაში “საიუველირო ნაწარმი”, “აქსესუარი”, “დრო”, იქნება LSI სიტყვები, ანუ Საკვანძო სიტყვები რომლებიც აერთიანებს კონტექსტურად  ერთმანეთთან კავშირში მყოფ სიტყვებს.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ თქვენს საიტს.

 საძიებო სისტემებიდან საიტზე შემოსული ადამიანების რაოდენობა.

არის საძიებო სიტყვა / ფრაზა, რომელიც შედგება 2-ზე მეტი სიტყვისგან.

არის საძიებო სიტყვა / ფრაზა, რომელიც შედგება მაქსიმუმ 2 სიტყვისგან.

არის საძიებო სიტყვა რომელსაც მომხმარებლები იყენებენ როდესაც რაიმე ნივთის ან სერვისის შეძენა სურთ, მაგალითისთვის: ზამთრის ქურთუკი იაფად, მობილური ტელეფონი 800 ლარად და ა.შ

არის ვებ ტრაფიკის რაოდენობა, რომელიც მოდის საძიებო სისტემაში კონკრეტული სიტყვების ან ფრაზების ძიებიდან.

არის ვიზიტორთა პროცენტის მაჩვენებელი, რომლებიც ტოვებენ ვებსაიტს მხოლოდ ერთი გვერდის ნახვის შემდეგ და არ ახდენენ არანაირ ქმედებას ვებსაიტზე, როგორიცაა ბმულზე დაწკაპუნება, ფორმის შევსება, შესყიდვა ან ვებსაიტის სხვა გვერდებზე გადასვლა. მაღალი Bounce Rate შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი კონტენტი არადამაკმაყოფილებელია ან ცუდად არის ოპტიმიზირებული.

Სარეკლამო თაღლითობა (Ad Fraud) არის ციფრული სარეკლამო სისტემის მოტყუების მცდელობა სარგებლის მიღების მიზნით. Მაგალითად ბოტების ქსელის გამოყენება კლიკების მისაღებად, ეს უკანასკნელი დაბალი დონის Ad fraud-ია, არსებობს ბევრად უფრო დახვეწილი მეთოდებიც.

LCP არის ვებსაიტის მეტრიკა, რომელიც ზომავს დროს, მომხმარებლის მიერ ვებგვერდის ჩატვირთვის დაწყებიდან ძირითადი შინაარსის ჩატვირთვამდე, სანამ ყველაზე დიდი სურათის ან ტექსტის ბლოკი არ გახდება ხედვადი.

არის კრიტიკული მეტრიკა, რომელიც განსაზღვრავს ვებგვერდის ვიზუალური განლაგების სტაბილურობას. ის აფასებს, თუ რამდენად მოულოდნელად შეიძლება გადაინაცვლონ გვერდის ელემენტებმა მომხმარებლის ინტერაქციისას, მაგალითად თუ მომხმარებელი სტატიას კითხულობს და უეცრად ტექსტი გადაინაცვლებს ქვემოთ რეკლამის “ამოხტომის” გამო.

ვებ გვერდის სათაური, რომელიც ჩანს ბრაუზერის ტაბში და საძიებო სისტემის ძებნის რეზულტატებში.

საძიებო სისტემის რეზულტატებში სათაურის ქვეშ განთავსებული ტექსტი.

არის დრო, რომელიც სჭირდება ვებგვერდის ჩატვირთვას. გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე განისაზღვრება რამდენიმე განსხვავებული ფაქტორით, მათ შორის საიტის სერვერი, გვერდის ფაილის ზომა და სურათის ზომა. Რაც უფრო მაღალია Page speed უფრო ნაკლები დრო სჭირდება გვერდს ჩასატვირთად, კარგ მაჩვენებლად ითვლება 1 წამი.

არის პროცესი როდესაც თქვენი ვებსაიტი იწყებს საძიებო სისტემაში გამოჩენას

არის ვებგვერდების და მათი შინაარსის ოპტიმიზაციის პროცესი.

ტაქტიკა რომელიც გამოიყენება ვებსაიტის გარეთ, მისი რეიტინგის გასაუმჯობესებლად. ეს ტაქტიკა ხშირად მოიცავს ბმულების შექმნას, ბექ ლინკების განთავსებას, სოციალური მედიის მარკეტინგს და სხვა. Off-page SEO-ს მიზანია საძიებო სისტემებმა და მომხმარებლებმა დაინახონ თქვენი საიტი, როგორც უფრო სანდო და ავტორიტეტული.

არის საიტის ტექნიკური ასპექტების გაუმჯობესება, საძიებო სისტემებში მისი გვერდების რეიტინგის გაზრდის მიზნით. ვებსაიტის უფრო სწრაფი, მარტივი და საძიებო სისტემებისთვის უფრო გასაგები ტექნიკური ოპტიმიზაციის საყრდენი.

არის პროცესი, რომელიც ეხმარება ფიზიკურ ბიზნესს იყოს უფრო თვალსაჩინო ლოკალური ძიების შედეგებში. Მაგალითად Restaurant near me.

სხვა ვებსაიტების დაკავშირების პროცესი თქვენი ვებსაიტის გვერდებზე. მისი მიზანია გააძლიეროს თქვენი გვერდების „ავტორიტეტი“ საძიებო სისტემაში.

არის გვერდი, რომელსაც ხედავთ საძიებო სისტემაში საძიებო სიტყვის შეყვანის შემდეგ.

არის ნებისმიერი შედეგი SERP-ში გარდა ორგანული შედეგებისა. Მაგალითად: დარეკლამებული შედეგები (Adwords), ხალხი ასევე ეძებს (People also ask) და ა.შ

არის სასჯელები ან ნეგატიური ზემოქმედება, რომელიც აზიანებს ვებსაიტის რეიტინგს საძიებო სისტემაში და შესაძლოა მთლიანად წაშალოს ვებსაიტი ძიების შედეგებიდან. თუ გუგლი ეჭვობს, რომ ვებსაიტმა დაარღვია მისი წესები ან იყენებს „შავი ქუდის“ SEO ტაქტიკას, ვებსაიტი დაჯარიმდება / დაპენალდება.

არის ფაილი, სადაც თქვენ აწვდით ინფორმაციას თქვენს საიტზე არსებული გვერდების, ვიდეოების და სხვა ფაილების შესახებ. საძიებო სისტემები, კითხულობენ ამ ფაილს თქვენი საიტის უფრო ეფექტურად დასათვალიერებლად. საიტის რუქა აძლევს ინფორმაციას საძიებო სისტემას, თქვენს გვერდებზე არსებული კონკრეტული ტიპის კონტენტის შესახებ, მათ შორის ვიდეო, სურათი და ა.შ

Ლინკების მასიურად განთავსება არა თემატურ საიტებზე.

არის პროცესი როდესაც საძიებო სისტემის ბოტები, სისტემურად აღმოაჩენენ კონტენტს ვებსაიტზე, ეს შეიძლება იყოს ტექსტი, სურათები, ვიდეო ან სხვა ტიპის ფაილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბოტებისთვის. ფორმატის მიუხედავად, კონტენტს მხოლოდ ბმულების საშუალებით პოულობენ.

არის კონკრეტული ინდიკატორები, რომელიც გამოიყენება SEO კამპანიის შესრულებისა და ეფექტურობის შესაფასებლად. ეს KPI-ები გვაწვდიან ინფორმაციას ვებსაიტის ხილვადობის, ორგანული ტრაფიკის, საძიებო სიტყვების რეიტინგის, მომხმარებლის ჩართულობისა და კონვერტაციის მაჩვენებლების შესახებ.

წარმოადგენს ჩასმულ ბმულს რომელიც საიტს გადასცემს ავტორიტეს და ეხმარება გვერდს დაირანკოს საძიებო სისტემაში.

წარმოადგენს ჩასმულ ბმულს რომელიც არ გადასცემს საიტს ავტორიტეს და არ ზრდის გვერდის რეიტინგს საძიებო სისტემაში.

FCP არის მეტრიკა რომელიც ზომავს დროის იმ მომენტს, როდესაც ხდება DOM-დან პირველი კონტენტის რენდერი – რაც ნიშნავს, რომ ნაჩვენებია პირველი HTML ელემენტი. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, სურათები ან ყველაფერი რასაც მომხმარებელი ვებგვერდის ნაწილად აღიქვამს.

(INP) არის ახალი მეტრიკა, რომელსაც Google იყენებს იმის გასაზომად, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს თქვენი ვებსაიტი მომხმარებელთა ურთიერთქმედების შემდეგ (კლიკებზე ან კლავიატურის გამოყენებისას).

იყენებს ტექნოლოგიას და შაბლონებს მრავალი ლენდინგ ფეიჯის შესაქმნელად, რომლებიც ორიენტირებულია დაბალი კონკურენციის საძიებო სიტყვებზე. მიზანია შექმნათ უნიკალური შაბლონი, რომელიც შეიძლება განმეორდეს და დარეგულირდეს საჭიროებისამებრ, რადგან ერთ სივრცეში მოექცეს იდენტური საძიებო სიტყვები.