Startup Dictionary
Პროგრამა, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს მენტორობას, სამუშაო გარემოს შექმნით ან ფინანსების უზრუნველყოფით.
კომპანიის აქტი, როდესაც ერთი კომპანია ქირაობს სხვა კომპანიას ან/და თანამშრომლებს რადგან გამოიყენოს მათი უნარები, საკუთარი პროდუქტის წარმოებისთვის.
Აქტი როდესაც კომპანია ახალ კლიენტს იძენს.
ვებ ანალიტიკა არის ვებ მონაცემების გაზომვა, შეგროვება, ანალიზი და რეპორტინგი, ვებსაიტის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ვებსაიტთან.
ადამიანი, რომელიც საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას ახდენს სტარტაპში საწყის ეტაპზევე, მცირე ბიზნესის ზრდის მიზნით. (VC-ის ალტერნატივა)
Პროგნოზირებადი შემოსავალი, რომელსაც ბიზნესი ყოველწლიურად იღებს. (MRR-ის წლიური ვერსია)
Საკონტრაქტო პუნქტი, რომელი იცავს ინვესტორის საკუთრებას პროცენტის სახით.
დროის გარკვეულ მონაკვეთში დაკარგული კლიენტების რაოდენობა გამოხატული პროცენტის სახით.
სტარტაპი, რომელსაც აქვს თვითდაფინანსების შესაძლებლობა და არ საჭიროებს დამატებით ინვესტორებს და ინვესტიციებს.
სტარტაპების კონტექსტში, ბაბლი (ბუშტი) გულისხმობს არამდგრადი ზრდისა და ინვესტიციების პერიოდს, რომელიც ხშირად გამოწვეულია სპეკულაციებითა და აჟიოტაჟით. თუ ძირითად საბაზრო პირობებთან შეუსაბამობაშია ეს ზრდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბუშტის გასკდომა და კრახი.
ყოველკვირეული ან ყოველთვიური ხარჯების განაკვეთი, რის დასაფარადაც კომპანია ფულად რეზერვებს ხარჯავს.
Ცხრილი, რომელშიც აღწერილია სტარტაპის კაპიტალური სტრუქტურა, რომელშიც მოცემულია მფლობელთა პროცენტული მაჩვენებლები.
Ფინანსური აქტივების ტერმინი, როგორიცაა სადეპოზიტო ანგარიშებზე და/ან სპეციალური დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრები, მაგალითად: ინვესტიციები ან სესხები.
Მოგების წილი, რომელიც შეუძლია შეინახოს ინვესტიციის მენეჯერმა, კომპენსაციის სახით.
Მაჩვენებელი რომელიც ზომავს მომხმარებელთა დანაკარგს პროცენტის სახით.
Აღმასრულებელი რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის სტარტეგიულ მარკეტინგულ ინიციატივებზე. CMO მართავს ბრენდის მარკეტინგულ მიმართულებებს.
Მარკეტინგის ფორმა, რომელიც მოიცავს კონტენტის შექმნას და გავრცელებას ნებისმიერ მედიაში, რომელიც გამიზნულია ბრენდის პოპულარიზაციისათვის.
იდეა გაფართოვების ნაკლები შესაძლებლობით, რომელიც გათვლილია ლოკალურ
ბიზნესად და არ აქვს მასშტაბირების პოტენციალი.
Აღმასრულებელი, რომელიც მართავს პროდუქციის ყოვლისმომცველ მიმართულებას.
Დაფინანსების მეთოდი, როდესაც იდეას აფინანსებს ხალხი, შესაქმნელი პროდუქტის წინასწარი შეძენის ან კომპანიის წილის შეძენის საშუალებით.
(არ უნდა აგვერიოს Crowdfunding-ში) წყარო, რომლის საშუალებითაც კომპანიები იღებენ პროდუქტსა და მომსახურებას ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ჯგუფისგან. ინტერნეტის საშუალებით, სტარტაპი სამუშაოს ანაწილებს გარკვეულ ჯგუფს შორის, შედეგად პროდუქცია იქმნება სახალხო რესურსის გამოყენებით და არა თავად კომპანიის მიერ.
Აღმასრულებელი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის ტექნოლოგიურ საჭიროებებზე და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ტექნიკური თვალსაზრისით.
CAC კომპანიას აძლევს საშუალებას დაიანგარიშოს რა ღირს ახალი მომხმარებლის შეძენა.
გამოითვლება შეძენის ხარჯები (ზოგადად მარკეტინგისა და გაყიდვების ხარჯი) გაყოფილი ახალი მომხმარებლების რაოდენობაზე.
Კლიენტებთან ურთიერთობისა და მონიტორინგის პროცესი. Მაგალითად, კლიენტებისთვის ელ.ფოსტის ავტომატური განახლებები შეიძლება იყოს CRM სტრატეგიის ნაწილი.
Ასევე ცნობილია როგორც მონაცემთა ვირტუალური ოთახი. Არის ინფორმაციის ონლაინ საცავი, რომელიც გამოიყენება ციფრული დოკუმენტების შესანახად და გადასანაწილებლად.
Ფინანსები, რომელსაც ბიზნესი აგროვებს სესხის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის აღებით (ამ კონტექსტში, სასესხო კაპიტალი შეიძლება იყოს ფინანსური ალტერნატივა)
განზავება ხდება როდესაც კომპანია უშვებს ახალ აქციებს და ამის შედეგად ძველი აქციონერების ფლობის წილი პროცენტულად მცირდება. Საერთო ჯამში ახალი ინვესტორები ზრდიან კომპანიის აქციების ღირებულებას, რის შედეგადაც, არსებულ აქციონერებს შემცირებული პროცენტის მიუხედავად, შემოსავალი შესაძლოა გაეზარდოთ.
Ფონდების მოზიდვის რაუნდი, რომელშიც სტარტაპი ფასდება თითო აქციაზე უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე წინა რაუნდებში (ანუ შეფასება შემცირდა).
სტარტაპ იდეის წარდგენა პოტენციური ინვესტორისთვის და მისი ინტერესის გამოწვევა იმ დროში, რაც ლიფტს სჭირდება მომდენო სართულზე ასავლელად.
ფინანსები, რომელსაც ბიზნესი აგროვებს ინვესტორებისგან აქციების სანაცვლოდ (ამ კონტექსტში, სააქციო კაპიტალი შეიძლება იყოს სასესხო კაპიტალის ალტერნატივა).
Დამფუძნებლის გეგმა, გაყიდოს თავისი საკუთრება კომპანიის ინვესტორებზე/სხვა კომპანიაზე. Გასვლის სტრატეგია ბიზნესის მფლობელს საშუალებას აძლევს შეამციროს ან გააუქმოს თავისი წილი ბიზნესში (ზოგადად მოგების მიზნით).
Მარტივად რომ ვთქვათ ადამიანი რომელიც აფუძნებს გარკვეულ ბიზნესს საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე (ხშირად თანადამფუძნებლებთან (Co Founders) ერთად.
Ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა, რომელიც შემუშავებულია პროდუქტის ან სერვისის წარმატებით გასაშვებად ბაზარზე.
Ტერმინი გამოიყენება ზრდის დიაგრამის წარმოსაჩენად, რომელიც აჩვენებს უეცარ ზრდას.
იგივეა რაც აქსელელატორი, Პროგრამა, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს მენტორობას, სამუშაო გარემოს შექმნით ან ფინანსების უზრუნველყოფის საშუალებით.
არის თქვენი ბიზნესის მიერ გენერირებული პროგნოზირებადი მთლიანი შემოსავალი კონკრეტულ თვეში. იგი მოიცავს განმეორებით გადასახადებს: ფასდაკლებიდან, კუპონებიდან და განმეორებადი დანამატებიდან, მაგრამ გამორიცხავს ერთჯერად გადასახადს.
არის HTML ბმულის ტეგი, რომელიც გამოიყენება ვებ გვერდის კანონიკური URL-ის (სასურველი URL) მითითებისთვის. დავუშვათ, რომ თქვენს ვებსაიტზე არის სხვადასხვა URL, რომლებიც აჩვენებს ერთსა და იმავე კონტენტს (დუბლიკატი). ამ URL-ებიდან არის ერთი მთავარი URL, რომელიც არის ინფორმაციის წყარო (ორიგინალური შინაარსი). ახლა, გსურთ საძიებო სისტემებმა განიხილონ ეს კონკრეტული URL SERP-ისთვის. ამიტომ, თქვენ უნდა ჩასვათ კანონიკური ტეგი ყველა სხვა URL-ის HTML კოდზე და მიუთითოთ ძირითადი URL, როგორც კანონიკური ბმული.
Მარკეტინგში, ლენდინგ ფეიჯი ტრადიციულად არის დამოუკიდებელი ვებ გვერდი, რომელიც შექმნილია კონკრეტული სარეკლამო კამპანიისთვის. Ტერმინი ახლა უფრო ფართოდ გამოიყენება ნებისმიერი ტრანზაქციის ან მარკეტინგზე ორიენტირებულ ვებ გვერდზე საუბრისას.
Მეთოდი, რომელიც გამოიყენება ბიზნეს კონცეფციის სწრაფად და იაფად დასადასტურებლად, ახალი კომპანიის დაარსების ან ახალი პროდუქტის დანერგვისას. Ეს მეთოდი მეცნიერულადაა დასაბუთებული როგორც ბიზნესის კეთების ინოვაციური მიდგომა, ამ მეთოდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
Პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი მარკეტინგული საქმიანობის ავტომატიზაციისთვის. Ყველაზე ხშირად გამოიყენება ელექტრონული ფოსტისთვის. Მაგალითად, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება ვებსაიტზე და ელ.ფოსტაზე იღებს მისასალმებელ წერილს.
ფინანსები, რომელიც იხარჯება უშუალოდ რეკლამაზე (ფასიანი ძიება, სოციალურ ქსელში რეკლამები, სატელევიზიო რეკლამა და ა.შ). განსხვავდება მარკეტინგულ სააგენტოებთან დაკავშირებული ხარჯებისგან.
Პროდუქტის ადრეული ვერსია, რომელიც გამოიყენება პროდუქტის ბაზარზე გასაშვებად გატესტვის მიზნით.
ნებისმიერი უპირატესობა, რომელიც სტარტაპს აქვს კონკურენტებთან მიმართებაში, ბიზნეს მოდელის დასაცავად. მნიშვნელოვანი ბარიერი რაც ხელს შეუშლის პოტენციურ და არსებული კონკურენტებს თქვენი ბიზნეს მოდელის გამეორებაში.
რეკლამირება საძიებო სისტემის ან პარტნიორი საიტის “სპონსორედ” სიაში, იხდით ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს რეკლამას კლიკავენ.
Პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ბიზნესის ყველა ასპექტს და მისი შემოსავლის მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მიღებას.
გამოცდილების და არსებული რესურსის გამოყენება წარუმატებელი პროდუქტის ან მომსახურების წარმატებულად გადასაქცევად. Პივოტი (ვირაჟი) სხვადასხვაგვარი არსებობს, შესაძლოა შეიცვალოს სამიზნე აუდიტორია, პროდუქტი ან ბიზნეს მოდელი.
სტარტაპის ღირებულების შეფასება, გარე დაფინანსების/ივნესტიციის გარეშე. რა ღირს სტარტაპი სანამ რაიმე ინვესტიციას მიიღებს.
ეს ეტაპი როგორც წესი, ეხება იმ პერიოდს, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები პირველად იწყებენ თავიანთ საქმიანობას და კომპანია ფინანსდება თავად დამფუძნებლების მიერ, რადგან დაიფაროს ოპერაციები დაწყების ან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შემუშავების ხარჯები (MVP).
ზრდის მიდგომა, სადაც მომხმარებელთა შეძენა (ისევე როგორც გაფართოება) ძირითადად განპირობებულია თავად პროდუქტით (მაგ. რეფერალები).
Ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს რა როლს და ფუნქციას შეასრულებს პროდუქტი მომხმარებლის საჭიროებებთან მიმართებაში. პროდუქციის მენეჯერი მართავს პროდუქტის შემქნელთა გუნდს.
პროდუქტის ბაზარზე შეტანის პროცესი. ეს მოიცავს პროდუქციის პოზიციონირებას და გაშვების სტრატეგიას, პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზურნველსაყოფად.
პროდუქტის/მომსახურების პროტოტიპი ან ნიმუში იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად მუშაობს. იგივე რაც MVP.
რეფერალური მარკეტინგი არის რეკლამის ფორმა, რომლის დროსაც ბიზნესები მოუწოდებენ მომხმარებლებს თავიანთი სერვისების, პროდუქტების ან გამოცდილების შესახებ რეკომენდაცია გაუწიონ სხვა ადამიანებს. რეფერალური მარკეტინგი არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც მოიცავს კლიენტების წახალისებას და ჯილდოს წარმატებული რეფერალების სანაცვლოდ.
Მაჩვენებელი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები შემოსავლის თვალსაზრისით თუ მიმდინარე შედეგები პროგნოზირებული იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ზრდის მიდგომა, სადაც გაყიდვების გუნდი და გაყიდვების პროცესები არის მომხმარებლების შეძენის მთავარი მამოძრავებელი და ხშირად გამოიყენება სწრაფი ან მოკლევადიანი შემოსავლის შესაქმნელად, ბიზნესის ზრდის დასახმარებლად.
Პროგნოზი იმის შესახებ თუ რა ბარიერები უდგას წინ ზრდას და რამდენად დიდი შეიძლება გაიზარდოს სტარტაპი. Ნაკლებად მასშტაბური ბიზნესი შეიძლება მოხვდეს კოტეჯური ბიზნესის კატეგორიაში.
არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ვებსაიტების პოზიციონირებას საძიებო სისტემაში. რათა მისი გვერდები გახდეს ადვილად პოვნადი, უფრო რელევანტური და პოპულარული მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების მიმართ.
პირველი ოფიციალური დაფინანსების ეტაპი. როგორც წესი, ის წარმოადგენს პირველ ინსტიტუციურ ფულს, რომელსაც სტარტაპი აგროვებს. ზოგიერთი ინვესტორი სპეციალიზირებულია Seed-ის დაფინანსებაში, როგორც წესი, ელიან უფრო მეტ წილს, რომელიც ითვალისწინებს გაზრდილ რისკს ბიზნესის საწყის ეტაპზე.
ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სტარტაპის ყველა ან ზოგიერთ აქციონერს შორის. ის არეგულირებს აქციონერთა ურთიერთობას, კომპანიის ხელმძღვანელობას, აქციების მფლობელობას და აქციონერთა დაცვას.
გამოთქმა თავდაპირველად გამოიყენებოდა ყველა ტექნოლოგიური სერვისის აღსაწერად, რომელიც გამოყენებული იყო ერთი აპლიკაციის შესაქმნელად და გასაშვებად, ახლა უფრო ზოგადი სახით გამოიყენება, როგორც ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების კოლექცია, რომელსაც ბიზნესი იყენებს გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად.
სტარტაპი, რომელიც საიდუმლოდ ინახავს თავის შეთავაზებას/პროდუქტს ოფიციალურ გაშვებამდე, რადგან კონკურენტებმა ნაადრევად არ გაიგონ მის შესახებ.
არის ფონდი, რომელიც აერთიანებს ინვესტიციებს. მათ ძირითადად ხელმძღვანელობენ სპეციალისტი ინვესტორები და ფინანსდებიან ინსტიტუციური ინვესტორების მიერ.
სტარტაპი, რომელიც განიხილება VC-ის ან Angel-ის მიერ ინვესტიციის მიზნით.
არასავალდებულო შეთანხმება, რომელიც აჩვენებს ინვესტიციის ძირითად პირობებს.
ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება პროდუქტის ან მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი შემოსავლის მისათითებლად.
Მტკიცებულება იმის შესახებ რომ მომხმარებლები ნამდვილად ყიდულობენ ან იყენებენ თქვენს პროდუქტს. Რისი ჩვენებაც არის ძლიერი არგუმენტი ინვსეტორებისთვის, რადგან დარწმუნდენ რომ ნამდვილად ღირს ფულის ჩადება სტარტაპში.
კომპანია (ხშირად ტექნიკური ან პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში), რომლის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
ტერმინი რომელიც ნიშნავს Სტარტაპის ღირებულების დაანგარიშებას.
Კერძო კაპიტალის ინვესტორი, რომელიც კაპიტალს დებს კომპანიებში მაღალი პროცენტული წილის სანაცვლოდ.
განრიგი, რომლის მიხედვითაც დამფუძნებლები და თანამშრომლები უნდა დარჩნენ კომპანიაში კაპიტალის სრული წილის მიღებამდე.
ვებ გვერდის, აპლიკაციის ინტერფეისის ან პროდუქტის განლაგების ძირითადი, ორგანზომილებიანი ვიზუალური წარმოდგენა. როგორც წესი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწრაფი პროტოტიპის შექმნისას.
Ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც თანხმდება მონაწილეობა მიიღოს სტარტაპის დაფინანსებაში.
სტარტაპის ტერმინოლოგიაში „Feature“ ჩვეულებრივ ეხება პროდუქტის ან სერვისის კონკრეტულ ფუნქციონირებას ან მახასიათებელს. მახასიათებლები არის პროდუქტის ინდივიდუალური კომპონენტები ან ასპექტები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ან კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად სამიზნე აუდიტორიისთვის.
ძირითადი საძიებო სისტემების მიერ შეთანხმებული სტრუქტურირებული მონაცემთა ლექსიკის ტიპი. ვებ გვერდებზე Markup-ის დამატება საძიებო სისტემებს ეხმარება უკეთ გაიგონ საიტის შინაარსი და სტრუქტურა. მას ასევე შეუძლია საიტის კონტენტის ჩვენება SERP-ის სხვადასხვა მახასიათებლებში.