სარჩევი
Სანამ 2024 წელზე გადავალთ, განვიხილოთ როგორი იყო 2023 SEO-სთვის
2023 წელი SEO-ს სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების წელი იყო , ამ წელს გამოჩნდა AI ფართო მოხმარებაში და ალბათ მეათასედ გაჩნდა მოსაზრება რომ SEO “მოკვდებოდა” . თუმცა რეალურად ChatGPT ბევრი SEO სპეციალისტისთვის გახდა უბრალოდ დამხმარე კონტენტის შექმნაში.
2023 – ში იყო ცხრა დადასტურებული Google-ს ალგორითმის განახლება , თუმცა მათგან გამოვყოფდი სამს.
- Მაისში Core update – ამ ფართომასშტაბიანი განახლებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ძიების რეიტინგებზე, იგი ხაზს უსვამს მაღალი ხარისხის კონტენტის და E-E-A-T (გამოცდილება, ექსპერტიზა, ავტორიტეტულობა და სანდოობა) მნიშვნელობას.
- Სექტემბერში – გამოსადეგი კონტენტის განახლება . – ეს განახლება მიზნად ისახავდა ორიგინალური, სასარგებლო და ინფორმაციული შინაარსის მქონე ვებსაიტების დაჯილდოებას.
- Ოქტომბერში სპამის განახლება – ამ განახლებამ საძიებო რეზულტატებიდან მოაშორა სპამ ვებსაიტები ,რომლებიც იყენებდნენ უხარისხო ლინკებს , ჰქონდათ უხარისხო კონტენტი იყენებდნენ ქლოქერებს , ფიშერებს , სქრაპერებს და ა.შ.
Თუ ამ სამიდან რომელიმე განახლებაზე თქვენი პოზიციები მკვეთრად დაეცა ან გაუმჯობესდა ,ესეიგი ეს განახლება თქვენც შეგეხოთ.
Ახლა კი გადავიდეთ 2024 -ზე
Პირველ რიგში , SEO-ს მომავალი უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული , ეთიკური და ტექნოლოგიურად მოწინავე მიდგომებისკენ არის მიმართული.
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების წარმატება საძიებო სისტემებს უფრო მეტად აძლევს საშუალებას გაიაზრონ მომხმარებლის განზრახვა და მიაწოდონ უფრო რელევანტური შედეგი
6 სეო ტრენდი 2024 ში
1. SGE (Search Generative Experience) არის Google-ის AI-ის ძიების გამოცდილება.
SGE გვთავაზობს AI-ს მიერ გენერირებულ შედეგებს რომელიც გამოჩნდება სულ ზემოთ საძიებო შედეგების დასაწყისში. Ეს რათქმაუნდა შეცვლის როგორც მომხმარებელთა ინტერაქციის ქცევას ასევე საიტების ოპტიმიზაციას რათა მიიღონ ტრეფიკი საძიებო სისტემებიდან.
SGE აძლიერებს მომხმარებლის ინტერაქციას , ზუსტი , მკაფიო და ლაკონური პასუხის მიწოდებით , რომელსაც შეიძლება თან ერთვოდეს რაიმე სახის ვიზუალი.
Თუმცა ეს არ იქნება ჩეთბოტი როგორიც არის ChatGPT. Ძიების განხორციელებისას გამოჩნდება შესაბამისი ბმულები , როგორც წყაროები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თემის გარშემო.
Როგორ მოვემზადოთ?
Ჯერ ძალიან ადრე იმის გასაგებად თუ რაუნდა შევთავაზოთ SGE-ს თუმცა:
* კონტენტზე ფოკუსირება რომელიც პირდაპირ და ამომწურავად პასუხობს მომხმარებლის შეკითხვებს და გამდიდრებულია ვიზუალური ელემენტებით იქნება პრიორიტეტი.
*რეპუტაციული მენეჯმენტი ხდება უფრო მნიშვნელოვანი როგორც არასდროს , თუ Google თვლის რომ თქვენ გარკვეულ სფეროში ხართ ექსპერტი ის გამოიყენებს და დააპრიორიტეტებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
*SGE-ს ეპოქაში პირველი პირის გამოცდილება ექცევა ცენტრში , ისინი აძლევენ ინფორმაციას ადამიანთა რეალურ გამოცდილებაზე რომელსაც ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ვერ იმეორებს . იგი თქვენს კონტენტს სიცოცხლეს და ავთენტურობას ანიჭებს.
2 . Google-ის E-E-A-T (ექსპერტიზა,გამოცდილება, ავტორიტეტულობა, სანდოობა)
კვლავაც იქნება SEO-ს სასიცოცხლო ასპექტი. Სავარაუდოთ იგი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ, ბიზნესებმა უნდა შექმნან კონტენტი, რომელიც აჩვენებს მათ გამოცდილებას, ავტორიტეტსა და სანდოობას მოცემულ ნიშაში.
Როგორ მოვემზადოთ?
*Შექმენით ყოვლისმომცველი , ექსპერტული დონის და მაღალი ხარისხის კონტენტი კონკრეტულ თემებზე.
*Შექმენით კონტენტის კატალოგი თქვენთან დაკავშირებულ თემებსა და ქვეთემებზე .
*Შეიმუშავეთ საიტის არქიტექტურა რომელიც გაუადვილებს მომხმარებლებს შესაბამისი კონტენტის აღმოჩენას.
3. Ბექლინკები
Ძირითადად ნაკლებს საუბრობენ ბექლინკებთან დაკავშირებით იმ საიტებზე რომელსაც ამ პოსტის წყაროებად ვიყენებ.
Კონტენტი , მომხმარებელთა გამოცდილება ბლა ბლა ბლა
Ბექლინკებს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდათ 2023- ში და მათი როლი მხოლოდ გაიზრდება მიმდინარე წელს (რადგან კონტენტის გენერაცია გახდა უმარტივესი) , პირადად ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შემიძლია გითხრათ რომ ახალი საიტი – თუნდაც მხოლოდ ერთი ნორმალური ბექლინკით უფრო მალე იკავებს პოზიციებს საძიებო რეზულტატებში ვიდრე ახალი საიტი ბექლინკების გარეშე.
Ბექლინკები პოზიციების მოპოვების კვლავ ერთერთი მოწინავე წყაროა .ოღონდ არა იაფფასიანი , რაოდენობით ბევრი ლინკები რომელთა ყიდვაც ყველას შეუძლია.
Მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭეთ რელევანტური საიტების კონტენტიდან მომავალ ლინკებს , ეცადეთ მოიცვათ და აითვისოთ თქვენი სფეროს ტოპ ავტორიტეტები და არ დაინანოთ ფული Link-building-ში.
4. იმუშავეთ პროექტზე ისე როგორც ბრენდზე
წლებია Google უპირატესობა ანიჭებს ბრენდებს , ისინი უფრო მარტივად იღებენ პოზიციებს. 2024 წელს SEO-ს ფოკუსი სავარაუდოდ გადაინაცვლებს საძიებო სისტემებში ვებსაიტის რეიტინგიდან ფართო ონლაინ ხილვადობის დამყარებაზე. ეს მიდგომა ნიშნავს, რომ ბიზნესის ხილვადობა და რეპუტაცია სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე გადამწყვეტი გახდება SEO წარმატებისთვის.
Რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული გექნებათ ტრეფიკის წყარო და აქტიურად იქნებით წარმოდგენილი სხვადასხვა სოც ქსელსა და პლატფორმაზე უფრო მეტი შანსია Google-მაც უკეთესი თვალით შემოგხედოთ.
5. Განაახლეთ არსებული კონტენტი
Სწრაფად მზარდი კონკურენციის პირობებში , თქვენი კონტენტის განახლება მნიშვნელოვანია რელევანტურობის და პოზიციების შესანარჩუნებლად , Google-ს უყვარს განახლებადი კონტენტი. AI-ს ეპოქაში კონტენტის შემოდინების სიჩქარე დრამატულად გაიზარდა .იმისათვის რომ გვეკავოს მოწინავე პოზიციები საჭიროა ვანახლოთ კონტენტი , კონტენტის განახლება არარის მხოლოდ ციფრების ან ფაქტების განახლება , განახლებული კონტენტი ეფექტურ კონკურენციას უნდა უწევდეს ახალ მასალას იგივე თემაზე.
6. Იცვლება მომხმარებელთა ძიების განძრახვა.
Მომხმარებელთა ძიების განზრახვა გადადის ტრანზაქციულ და კომერციულ მოთხოვნებზე . Google ახდენს საძიებო რეზულტატების ხელახლა კალიბრაციას რათა ყურადღება გადაიტანოს მსგავსი ტიპის მოთხოვნებზე , ტრანზაქციული და კომერციული საძიებო სიტყვების ჯგუფების ძებნებში არის მკვეთრად აღმავალი ტენდენცია ,
Გასაგებ ენაზე რომ ვთქვა უფრო მეტ ადამიანს სურს და მზად არის რომ რაიმე შეიძინოს ვინც იყენებს ძებნას.
Წყაროები:
Moz.com , semrush.com , searchenginejournal.com , searchengineland.com , searchenginewatch.com