Categories
ბიზნესისთვის

სარჩევი

Რა არის SEO?

საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია (SEO) ციფრული მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელიც საძიებო სისტემებს თქვენი ვებსაიტის პოვნაში ეხმარება. SEO – თი ვებსაიტი დაიკავებს მოწინავე პოზიციებს, შესაბამისად, მიიღებს უფრო მეტ ტრეფიკს.

Რაში გვჭირდება SEO?

საქართველოს ბაზარი მაშტაბურობით არ გამოირჩევა , ელექტრონული კომერცია კი ყოველწლიურად იზრდება , ასევე იზრდება ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების დონეც . თუ თქვენი ბიზნესი რელევანტურ ძიებებზე ტოპ პოზიციას დაიკავებს , ეს შესაძლოა დაგეხმაროთ მთლიან ბაზარზე დომინაციის მოპოვებაში , განმტკიცებასა და გაზრდაში .

management-page

Იხილეთ  SEO სტატისტიკა ბიზნესისთვის და 2023 წლის საინტერესო SEO სტატისტიკა.

Რატომ უნდა მოვახდინოთ ინვესტიცია SEO – ში?

რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია SEO – ში ? ერთიშეხედვით, და მართლაც, SEO – გრძელვადიანი ინვესტიციაა და შედეგის დანახვას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. თუ შევადარებთ, Facebook – სარეკლამო ბიუჯეტის თუნდაც გაორმაგება შედეგს მომენტალურად გამოიღებს. მაშინ რატომ უნდა დავაბანდოთ ფული SEO – ში ?

1) თქვენი კონკურენტი კომპანიები სავარაუდოთ ახდენენ SEO – ოპტიმიზაციას. თუკი გუგლში მოიძიებთ თქვენივე ბიზნესთან დაკავშირებულ რელევანტურ ქივორდებს, სიტყვებს, აუცილებლად ნახავთ რომელიმე ვებსაიტს, რომელიც გამორჩეულად მოწინავე პოზიციას იკავებს.

2) Facebook რეკლამაში დახარჯულ ფულს მყისიერი შედეგი მოაქვს, თუმცა თუ რეკლამას შეწყვეტთ, შედეგიც შესაბამისი დადგება. ხოლო შედარებითობით, SEO – ს მოაქვს გრძელვადიანი, განგრძობითი შედეგი, რომელიც იქნება და სტაბილურად გაგრძელდება წლების განმავლობაში.

3) საშუალოდ, საძიებო სისტემიდან გადმოსულ მომხმარებლების კონვერტაციის მააჩვენებელი 14.6%.

4) SEO – კამპანიის ROI მერყეობს 250 დან 1200% მდე.

5) SEO – ზრდის ტრეფიკის ხარისხს – Google – ს მთავარი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს რაც შეიძლება რელევანტური ინფორმაცია. სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს თუკი შევადარებთ, ამ შემთხვევაში მომხმარებლები თვითონვე გეძებენ. თქვენი მიზანი მხოლოდ ოპტიმიზაციაა, რათა მოხვდეთ უფრო მაღალ პოზიციაზე საძიებო ქსელში და მიიღოთ უფრო მეტი ტრეფიკი.

6) SEO გეხმარებათ გაიმყაროთ ან მოიპოვოთ ბრენდის ცნობადობა.
მიზეზები კიდევ უამრავია, თუმცა ფაქტი ერთია – 2024 წელს თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ამ შესაძლებლობის გამოყენება აუცილებელიც კია, რადგან ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ნიშა, სადაც შეიძლება მარტივად მოიპოვოთ წარმატება.

185040cookie-checkრატომ არის SEO აუცილებელი ყველა ბიზნესისთვის 2024 წელს?