Ეს განახლება იქნება სხვებზე დიდი და მნიშვნელოვანი რადგან ერთდროულად ეხება როგორც კონტენტს ასევე სხვადასხვა ტიპის ბექლინკებს . გუგლი აპირებს რომ უხარისხო კონტენტის 40% მოაცილოს საძიებო რეზულტატებიდან.
Მთავარი ფაქტორები:
Ხდება AI საიტების მასიური დეინდექსაცია.
Საიტებს რომელთაც ჰქონდათ AI-ს მიერ დაგენერირებული კონტენტი მასიურად, კარგი დღე არ უდგათ, გუგლი მიმართავს ძველებურ მეთოდებს და ახდენს მათ მთლიანად ამოღებას საძიებო რეზულტატებიდან. Ბოლო რამოდენიმე წელია განახლებების შემდეგ ნაკლებად ხდებოდა მასიური დელისტი, უფრო მეტად ვებსაიტებს უმცირდებოდათ ტრეფიკი, კარგავდნენ პოზიციებს, თუმცა ამჟამად გუგლი გადამჭრელ ზომებს მიმართავს.
Expired domains
საკმაოდ ცნობილი მეთოდია ვადაგასული დომენების ყიდვა რომელსაც ჰქონდათ კარგი ბექლინკ პროფილი და შემდეგ მათი 301 რედაირექთისთვის ან Seo პროექტისთვის გამოყენება. Გუგლი ამჟამად ვადაგასული დომენების გამოყენებას რომლებიც ხელახლაა ნაყიდი განიხილავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად და სპამად ( თუ მათზე იქნება დაბალი ხარისხის კონტენტი).
Ეს განახლება სპეციფიკურად მსგავს პროექტებსაც შეეხება.
Შეგიძლიათ თუ არა expired დომენების კიდევ გამოყენება SEO-სთვის ? კი
Მესამე მხარის კონტენტი.
Ბოლო რამოდენიმე წელია ე.წ Guest post-ები ითვლება ყველაზე უსაფთხო გზად ლინკების გასაკეთებლად. Თუმცა დაგროვდა ძალიან ბევრი პუბლიკაცია რომელიც გათვლილია არა საიტის მკითხველისთვის არამედ საძიებო სისტემისთვის. Ეს განახლება ნაწილობრივ შეეხება მსგავსი ტიპის ლინკებსაც. Უფრო მეტად სარეკლამო სტატიებს რომელსაც აქვთ მსხილი პოზიციები მოპოვებული ძებნისას, ეს ჩაითვლება ე.წ პარაზიტულ SEO-დ.ამ შემთხვევაში მთლიანად საიტებს არ ამოიღებს ძებნისას, კონკრეტული გვერდები დაკარგავს პოზიციებს. Ასევე შეიძლება საიტებმა მიიღონ manual actions გაფრთხილებები სერჩ კონსოლში.
Რა მიმართულებით ვითარდება საძიებო რეზულტატები?
Ბოლო რამდენიმე თვეა რედიტი , quora და მსგავსი ვებსაიტები დომინირებენ სერპში, გუგლი უპირატესობას ანიჭებს ვებსაიტებს სადაც მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს სხვისი პირადი გამოცდილება და არა ლამაზი AI სტატია.
Რა ვქნათ?
Ეცადეთ შექმნათ ის რასაც ვერ იზავს AI, გაუზიარეთ მომხმარებლებს თქვენი პირადი გამოცდილება.
სტატია განახლდება და შეივსება ინფორმაციით განახლების პროცესში და შემდგომ…