Google-ის ახალი მეტრიკის Interaction to Next Paint-ის ოპტიმიზაცია
Core Web Vitals არის Google-ის მიერ განსაზღვრული მეტრიკის ნაკრები, Google მისი საშუალებით ზომავს რამდენად კარგია ვებსაიტის მომხმარებელთა გამოცდილება, ეს მეტრიკა პირველად 2021 წელს გახდა რეიტინგის სიგნალი.
Მიუხედავად იმისა, რომ მეტრიკის განმარტებები დროთა განმავლობაში შეიცვალა, Interaction to next paint მეტრიკის დანერგვა ყველაზე დიდი ცვლილებაა Core Web Vitals-ის შემდეგ.
Რა არის Interaction to Next Paint (INP)?
Interaction to Next Paint არის მეტრიკა, რომელიც აფასებს რამდენად სწრაფად რეაგირებს თქვენი ვებსაიტი მომხმარებლის ინტერაქციაზე. ის ზომავს რამდენი დრო სჭირდება ახალ გვერდს ჩასატვირთად მომხმარებლის კლიკის შემდეგ ან რამდენად მალე ახლდება გვერდი refresh-ის შემდეგ.
Google-ში უკეთესი რეიტინგისთვის, მომხმარებლის ინტერაქციის შემდეგ, ვებ გვერდის სისწრაფე უნდა იყოს 200 მილიწამზე ნაკლები. Ამის საშუალებით საძიებო სისტემა ხვდება რომ ვებსაიტი გრძნობს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიმართ.
Როგორ იცვლება Core Web Vitals?
Google-მა განაცხადა, რომ Interaction to Next Paint 2024 წლის მარტში გახდება ერთ-ერთი მეტრიკა Core Web Vitals-ის მეტრიკებიდან. Ამიტომ ვებსაიტი რომელიც მომხმარებლის ინტერაქციაზე ნელა რეაგირებს, სავარაუდოდ მისი პოზიციები დაეცემა საძიებო შედეგებში.
INP ჩაანაცვლებს ამჟამინდელ First Input Delay (FID) მეტრიკას. Მიუხედავად იმისა, რომ FID ასევე ზომავს ვებგვერდის რეაგირებას მომხმარებლის ინტერაქციაზე, მაგრამ ის მეტად შეზღუდულია, რადგან ის მომხმარებლის პირველ ინტერაქციას ხედავს მხოლოდ.
Ამჟამად ვებსაიტების მხოლოდ 64.9% მუშაობს გამართულად მობილურ მოწყობილობებზე. Interaction to Next Paint მეტრიკაში კარგი ქულის მიღება კი ბევრად რთული იქნება, ვიდრე ახლა First Input Delay (FID) მეტრიკაში.
როგორ შემიძლია გავზომო Interaction to Next Paint მეტრიკა ჩემს ვებსაიტზე?
Ჩაატარეთ Google pagespeed test, რადგან ნახოთ რამდენად სწრაფად იტვირთება თქვენი ვებსაიტი და რამდენად სწრაფად რეაგირებს მომხმარებლის ინტერაქციაზე.
გახსენით “Web Vitals” ჩანართი speed test-ის დასრულების შემდეგ. Თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Interaction to Next Paint მეტრიკა გვერდის ბოლოში. Დღევანდელი მონაცემებით მომხმარებელთა მხოლოდ 38%-ს აქვს კარგი INP ქულა.
Როგორ შემიძლია Interaction to Next Paint-ის ოპტიმიზაცია?
Ინტერაქციის შეფერხება ხდება მაშინ, როდესაც ბრაუზერს ვებგვერდის განახლებამდე სჭირდება ბევრი CPU პროცესის დამუშავება. Ეს შეიძლება მოხდეს ორი მიზეზის გამო:
1. Ბექგრაუნდზე მიმდინარე პროცესები ხელს უშლის მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავებას.
2.თავად მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავებას სჭირდება დიდი დრო.
Ბექგრაუნდზე მიმდინარე პროცესების დასრულება ხდება საწყისი გვერდის ჩატვირთვის დროს, მაგრამ თუ ეს პროცესი მოგვიანებით ხდება. Ამის გამომწვევი მიზეზი ხშირად third party code-ია რომელიც ჩაშენებულია ვებსაიტზე.
გამოიყენეთ Chrome DevTools-ი პერფორმანსის გასაანალიზებლად
Chrome DevTools-ის პერფორმანს პროფაილერი გვიჩვენებს, თუ რა პროცესებს სჭირდება ჩასატვირთად დიდი დრო და რა პროცესების ოპტიმიზაციაა საჭირო. Ეს საშუალებას გაძლევთ დააიდენტიფიციროთ, ეს ყველაფერი third party code-ის ბრალია თუ თქვენი ვებსაიტის. Თქვენ ასევე შეგიძლიათ უფრო ღრმად ჩაძიება, რადგან ნახოთ როგორ არის შესაძლებელი პროცესების დამუშავების დაჩქარება.
Შეამოწმეთ Total Blocking Time მეტრიკა ბექგრაუნდ ამოცანების ინდეტიფიცირებისთვის.
Total Blocking Time მეტრიკა აკონტროლებს რამდენად ხშირად მიმდინარეობს ბექგრაუნდ პროცესები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს სხვა ამოცანების დამუშავება. Თუ მომხმარებელი ინტერაქციას ახდენს იმ გვერდზე რომელზეც ბექგრაუნდ პროცესები მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ბრაუზერი პირველ რიგში ასრულებს იმ დავალებას რომელიც მომხმარებლის ინტერაქციამდე იყო დაწყებული, ანუ ბექგრაუნდ პროცესის დამუშავებამდე ბრაუზერი მომხმარებლის ინტერაქციაზე არ რეაგირებს.
Თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტრუმენტი, Google Lighthouse რადგან ნახოთ რა არის საჭირო ამ მეტრიკის ოპტიმიზაციისთვის.
Თვალი ადევნეთ Interaction to Next Paint-ს
Გსურთ თვალი ადევნოთ რამდენად გამართულად მუშაობს თქვენი საიტი INP-ზე და სხვა Core Web Vitals-ის მეტრიკებზე? DebugBear-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებსაიტის სიჩქარის მონიტორინგისა და მისი ოპტიმიზაციისთვის.
Დასკვნა
შეამოწმეთ, როგორ მუშაობს თქვენი ვებსაიტი Interaction to Next Paint მეტრიკაზე, სანამ საძიებო სისტემაში დაკავებული პოზიციებს დაკარგავთ. ამგვარად, თქვენ გექნებათ საკმარისი დრო ოპტიმიზაციის იდენტიფიცირებისთვის და თქვენი ვებსაიტის რეაგირების ასასწრაფებლად.