გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
პრიორიტეტი

AI SEO (GEO/AEO)
ხილვადობა ChatGPT-ში, Gemini-სა და Perplexity-ში

რატომ იცვლება თამაშის წესები 2026-ში?

300M+

ChatGPT-ის აქტიური მომხმარებელი

40%

Google ძიების წილი AI პასუხებით

68%

Gen Z-ის არჩევანი:
AI ძიება

-25%

მომხმარებელთა ნაკადის შემცირება

სად უნდა ჩანდეს თქვენი ბრენდი?

ყველა პლატფორმა ინფორმაციას განსხვავებულად ამუშავებს. ჩვენ ვქმნით ოპტიმიზებულ კონტენტს თითოეული ალგორითმისთვის

G

ChatGPT

300 მილიონზე მეტი ადამიანი ინფორმაციას უკვე აქ ეძებს. SearchGPT-ის მეშვეობით სისტემა რეალურ დროში ამუშავებს ვებგვერდებს - ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი ბრენდი მის მთავარ წყაროდ იქცეს.

OpenAI SearchGPT
G

Google Gemini

ძიებების თითქმის ნახევარში მომხმარებელი პასუხს პირდაპირ Gemini-სგან იღებს. სისტემა ყველგანაა - Google Search-ით დაწყებული, Gmail-ით დასრულებული. ჩვენი მიზანია, რომ თქვენი ბიზნესი ამ ერთიანი სივრცის განუყოფელი ნაწილი იყოს.

Google
P

Perplexity AI

საძიებო სისტემა, რომელიც თითოეულ პასუხს რეალური წყაროებით ამყარებს. პლატფორმისთვის გადამწყვეტია წყაროების ვალიდურობა და ავტორიტეტი, აქ ხილვადობა კი პირდაპირ თქვენი კონტენტის სანდოობაზეა დამოკიდებული.

Citations Sources
C

Claude (Anthropic)

პლატფორმა, რომელიც ზედაპირულ ინფორმაციასა და ხარისხიან კონტენტს შორის განსხვავებას კარგად ხედავს. ჩვენი სტრატეგია ფოკუსირებულია თქვენი ბრენდის ავტორიტეტულ პოზიციონირებაზე, სადაც მთავარი უპირატესობა ტექსტის ხარისხი და შინაარსობრივი სიზუსტეა.

Anthropic B2B
M

Microsoft Copilot

პლატფორმა, რომელსაც ბიზნესსექტორი კვლევისთვის იყენებს. ჩვენ ვქმნით პირობებს იმისთვის, რომ სისტემამ თქვენი საიტი სანდო რეკომენდაციად აღიქვას.

Microsoft Enterprise
AI

AI Overviews (SGE)

Google-ის ძიების სათავეში ახლა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხებია. ჩვენ ისე ვაწყობთ საიტის კონტენტს, რომ სისტემამ ის პირველივე ხაზებზე, ტრადიციულ შედეგებზე მაღლა განათავსოს.

Google SGE 40%+ queries

როგორ ხვდება ბრენდი AI-ს პასუხებში?

ალგორითმი წყაროებს შემდეგი 5 პარამეტრით აფასებს

1

E-E-A-T ავტორიტეტის საზომი

Experience, Expertise, Authoritativeness, Trust - სისტემა აფასებს ავტორის გამოცდილებას, ცოდნას და ბრენდის სანდოობას. მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი თქვენს საიტს პრიორიტეტულ წყაროდ იყენებს.

2

ციტირების სიხშირე

ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს მრავალ წყაროში ამოწმებს. რაც უფრო ხშირად ფიგურირებს თქვენი ბრენდი სხვა ავტორიტეტულ პლატფორმებზე, მით უფრო იზრდება მისი ნდობის ინდექსი.

3

შინაარსობრივი სიღრმე

AI პრიორიტეტს ლოგიკურად დალაგებულ მასალას ანიჭებს. სათაურების მკაფიო იერარქია და ფაქტობრივი მონაცემები საიტს სისტემისთვის მარტივად აღსაქმელს ხდის, რაც პირდაპირ აისახება ძიების შედეგებზე.

4

ციფრული ვალიდაცია

ბრენდის შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციის ერთობლიობა განსაზღვრავს მის ადგილს AI-ს პასუხებში. რაც უფრო მყარია პოზიციონირება გარე წყაროებში, მით უფრო სანდოა ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისთვის.

5

ტექნიკური ხელმისაწვდომობა

იმისათვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი საიტიდან ინფორმაცია წაიკითხოს, მასზე წვდომა ღია უნდა იყოს. სწორედ ტექნიკური პარამეტრების სიზუსტე განსაზღვრავს, იქცევა თუ არა თქვენი პლატფორმა ალგორითმისთვის პრიორიტეტულ რესურსად.

რას მოიცავს ჩვენი AI SEO სერვისი?

E-E-A-T: ავტორიტეტის ფორმირება

ავტორის პროფილები, ექსპერტიზის სიგნალები და ნდობის ინდიკატორები. ჩვენ ვქმნით ციფრულ მტკიცებულებებს, რომლებსაც AI სისტემები ბრენდის სანდოობის შესაფასებლად იყენებენ.

ინფორმაციის კლასიფიკაცია

საიტის შინაარსის დახარისხება AI ალგორითმების სტანდარტების მიხედვით. მონაცემთა ისეთი ორგანიზება, რომელიც საშუალებას აძლევს სისტემას, მყისიერად ამოიცნოს და გამოიყენოს თქვენი კონტენტი პასუხებში.

კონტენტის მოდელირება

შინაარსის მორგება ალგორითმების მოთხოვნებზე. კითხვა-პასუხის მოდელი და ლაკონიური აბზაცები, რომლებიც პასუხების გენერირებისას, სისტემისთვის მარტივად მოსაძიებელი და გამოსაყენებელია.

ციტირების სტრატეგია

ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ავტორიტეტულ საიტებზე. სხვადასხვა წერტილში არსებული პოზიტიური კვალი AI-ს აიძულებს, თქვენი ბიზნესი ყველაზე კომპეტენტურ წყაროდ მიიჩნიოს

ტექნიკური AI SEO

საიტის ტექნიკური გამართვა ენობრივი მოდელებისთვის. წვდომის დაშვება ყველა წამყვანი პლატფორმისთვის და მონაცემთა ისეთი სტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ალგორითმის მიერ ტექსტის წასაკითხად.

ხილვადობის მონიტორინგი

ბრენდის პოზიციების კონტროლი AI სისტემებში. ყოველკვირეული ანგარიში იმის შესახებ, თუ სად და რამდენად ხშირად ჩნდება თქვენი კომპანია პასუხებში. მონაცემების შეგროვება ყველა წამყვანი პლატფორმიდან

ვიდეო

SEO-ს ტრანსფორმაცია 2026: ციტირების როლი და Anti-AI მიდგომები

მეტი ვიდეო ჩვენს YouTube არხზე

მიიღეთ უფასო AI ხილვადობის აუდიტი

შეამოწმეთ თქვენი ბრენდის პოზიციონირება წამყვან AI პლატფორმებზე

მონაცემები კონფიდენციალურია. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას სარეკლამო გზავნილებისთვის.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

გაინტერესებთ, რა იცის ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი კომპანიის შესახებ?

უფასო SEO აუდიტი