გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
ლექსიკონი

Startup ლექსიკონი

Accelerator

აქსელერატორი

პროგრამა, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს მენტორობას, სამუშაო გარემოს შექმნით ან ფინანსების უზრუნველყოფით.

Acquihire

შეძენილი კომპანიის აქტი, როდესაც ერთი კომპანია ქირაობს სხვა კომპანიას ან/და თანამშრომლებს რადგან გამოიყენოს მათი უნარები, საკუთარი პროდუქტის წარმოებისთვის.

Acquisition (customer)

დამკვეთი (მომხმარებელი)

აქტი როდესაც კომპანია ახალ კლიენტს იძენს.

Analytics (Web)

ანალიტიკა (ვები)

ვებ ანალიტიკა არის ვებ მონაცემების გაზომვა, შეგროვება, ანალიზი და რეპორტინგი, ვებსაიტის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ვებსაიტთან.

Angel Investor

ანგელოზი ინვესტორი

ადამიანი, რომელიც საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას ახდენს სტარტაპში საწყის ეტაპზევე, მცირე ბიზნესის ზრდის მიზნით. (VC-ის ალტერნატივა)

ARR

Annual Recurring Revenue — წლიური განმეორებადი შემოსავალი

პროგნოზირებადი შემოსავალი, რომელსაც ბიზნესი ყოველწლიურად იღებს. (MRR-ის წლიური ვერსია)

Anti-dilution Clause

განზავების საწინააღმდეგო პუნქტი

საკონტრაქტო პუნქტი, რომელი იცავს ინვესტორის საკუთრებას პროცენტის სახით.

Attrition

ატრიცია

დროის გარკვეულ მონაკვეთში დაკარგული კლიენტების რაოდენობა გამოხატული პროცენტის სახით.

Bootstrapping

ბუთსტრეფინგი

სტარტაპი, რომელსაც აქვს თვითდაფინანსების შესაძლებლობა და არ საჭიროებს დამატებით ინვესტორებს და ინვესტიციებს.

Bubble

ბაბლი

სტარტაპების კონტექსტში, ბაბლი (ბუშტი) გულისხმობს არამდგრადი ზრდისა და ინვესტიციების პერიოდს, რომელიც ხშირად გამოწვეულია სპეკულაციებითა და აჟიოტაჟით. თუ ძირითად საბაზრო პირობებთან შეუსაბამობაშია ეს ზრდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბუშტის გასკდომა და კრახი.

Burn Rate

წვის კოეფიციენტი

ყოველკვირეული ან ყოველთვიური ხარჯების განაკვეთი, რის დასაფარადაც კომპანია ფულად რეზერვებს ხარჯავს.

CAC

Customer Acquisition Cost — კლიენტების შეძენის ღირებულება

კომპანიას აძლევს საშუალებას დაიანგარიშოს რა ღირს ახალი მომხმარებლის შეძენა. გამოითვლება შეძენის ხარჯები (ზოგადად მარკეტინგისა და გაყიდვების ხარჯი) გაყოფილი ახალი მომხმარებლების რაოდენობაზე.

Cap Table

კაპიტალიზაციის გრაფა

ცხრილი, რომელშიც აღწერილია სტარტაპის კაპიტალური სტრუქტურა, რომელშიც მოცემულია მფლობელთა პროცენტული მაჩვენებლები.

კაპიტალი

ფინანსური აქტივების ტერმინი, როგორიცაა სადეპოზიტო ანგარიშებზე და/ან სპეციალური დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრები, მაგალითად: ინვესტიციები ან სესხები.

Carried Interest

'The Carry' — გატარებული პროცენტი

მოგების წილი, რომელიც შეუძლია შეინახოს ინვესტიციის მენეჯერმა, კომპენსაციის სახით.

Churn Rate

Retention — კლიენტთა გადინების კოეფიციენტი

მაჩვენებელი რომელიც ზომავს მომხმარებელთა დანაკარგს პროცენტის სახით.

CMO

Chief Marketing Officer — მარკეტინგის მთავარი ოფიცერი

აღმასრულებელი რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის სტრატეგიულ მარკეტინგულ ინიციატივებზე. CMO მართავს ბრენდის მარკეტინგულ მიმართულებებს.

კონტენტ მარკეტინგი

მარკეტინგის ფორმა, რომელიც მოიცავს კონტენტის შექმნას და გავრცელებას ნებისმიერ მედიაში, რომელიც გამიზნულია ბრენდის პოპულარიზაციისათვის.

Cottage Business

კოტეჯური ბიზნესი

იდეა გაფართოვების ნაკლები შესაძლებლობით, რომელიც გათვლილია ლოკალურ ბიზნესად და არ აქვს მასშტაბირების პოტენციალი.

CPO

Chief Product Officer — პროდუქციის მთავარი ოფიცერი

აღმასრულებელი, რომელიც მართავს პროდუქციის ყოვლისმომცველ მიმართულებას.

CRM

Customer Relationship Management — მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი

კლიენტებთან ურთიერთობისა და მონიტორინგის პროცესი. მაგალითად, კლიენტებისთვის ელ.ფოსტის ავტომატური განახლებები შეიძლება იყოს CRM სტრატეგიის ნაწილი.

Crowdfunding

სახალხო დაფინანსება

დაფინანსების მეთოდი, როდესაც იდეას აფინანსებს ხალხი, შესაქმნელი პროდუქტის წინასწარი შეძენის ან კომპანიის წილის შეძენის საშუალებით.

Crowdsourcing

სახალხო რესურსი

წყარო, რომლის საშუალებითაც კომპანიები იღებენ პროდუქტსა და მომსახურებას ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ჯგუფისგან. ინტერნეტის საშუალებით, სტარტაპი სამუშაოს ანაწილებს გარკვეულ ჯგუფს შორის, შედეგად პროდუქცია იქმნება სახალხო რესურსის გამოყენებით და არა თავად კომპანიის მიერ.

CTO

Chief Technology Officer — მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერი

აღმასრულებელი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის ტექნოლოგიურ საჭიროებებზე და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ტექნიკური თვალსაზრისით.

Data Room

მონაცემთა ოთახი

ასევე ცნობილია როგორც მონაცემთა ვირტუალური ოთახი. არის ინფორმაციის ონლაინ საცავი, რომელიც გამოიყენება ციფრული დოკუმენტების შესანახად და გადასანაწილებლად.

Debt Capital

სასესხო კაპიტალი

ფინანსები, რომელსაც ბიზნესი აგროვებს სესხის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის აღებით (ამ კონტექსტში, სასესხო კაპიტალი შეიძლება იყოს ფინანსური ალტერნატივა).

Dilution

განზავება

განზავება ხდება როდესაც კომპანია უშვებს ახალ აქციებს და ამის შედეგად ძველი აქციონერების ფლობის წილი პროცენტულად მცირდება. საერთო ჯამში ახალი ინვესტორები ზრდიან კომპანიის აქციების ღირებულებას, რის შედეგადაც, არსებულ აქციონერებს შემცირებული პროცენტის მიუხედავად, შემოსავალი შესაძლოა გაეზარდოთ.

Down Round

ქვემო რაუნდი

ფონდების მოზიდვის რაუნდი, რომელშიც სტარტაპი ფასდება თითო აქციაზე უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე წინა რაუნდებში (ანუ შეფასება შემცირდა).

Elevator Pitch

ნახტომი ლიფტში

სტარტაპ იდეის წარდგენა პოტენციური ინვესტორისთვის და მისი ინტერესის გამოწვევა იმ დროში, რაც ლიფტს სჭირდება მომდენო სართულზე ასავლელად.

სააქციო კაპიტალი

ფინანსები, რომელსაც ბიზნესი აგროვებს ინვესტორებისგან აქციების სანაცვლოდ (ამ კონტექსტში, სააქციო კაპიტალი შეიძლება იყოს სასესხო კაპიტალის ალტერნატივა).

Exit Strategy

გასვლის სტრატეგია

დამფუძნებლის გეგმა, გაყიდოს თავისი საკუთრება კომპანიის ინვესტორებზე/სხვა კომპანიაზე. გასვლის სტრატეგია ბიზნესის მფლობელს საშუალებას აძლევს შეამციროს ან გააუქმოს თავისი წილი ბიზნესში (ზოგადად მოგების მიზნით).

Feature

მახასიათებელი

სტარტაპის ტერმინოლოგიაში „Feature" ჩვეულებრივ ეხება პროდუქტის ან სერვისის კონკრეტულ ფუნქციონირებას ან მახასიათებელს. მახასიათებლები არის პროდუქტის ინდივიდუალური კომპონენტები ან ასპექტები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ან კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად სამიზნე აუდიტორიისთვის.

Founder

დამფუძნებელი

მარტივად რომ ვთქვათ ადამიანი რომელიც აფუძნებს გარკვეულ ბიზნესს საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე (ხშირად თანადამფუძნებლებთან (Co Founders) ერთად.

GTM

Go-to-market Strategy — ბაზარზე გასვლის სტრატეგია

ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა, რომელიც შემუშავებულია პროდუქტის ან სერვისის წარმატებით გასაშვებად ბაზარზე.

Hockey Stick

ჰოკეის ჯოხი

ტერმინი გამოიყენება ზრდის დიაგრამის წარმოსაჩენად, რომელიც აჩვენებს უეცარ ზრდას.

Incubator

ინკუბატორი

იგივეა რაც აქსელელატორი, პროგრამა, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს მენტორობას, სამუშაო გარემოს შექმნით ან ფინანსების უზრუნველყოფის საშუალებით.

Investment Syndicate

საინვესტიციო სინდიკატი

ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც თანხმდება მონაწილეობა მიიღოს სტარტაპის დაფინანსებაში.

Landing Page

ლენდინგ ფეიჯი (სადესანტო გვერდი)

მარკეტინგში, ლენდინგ ფეიჯი ტრადიციულად არის დამოუკიდებელი ვებ გვერდი, რომელიც შექმნილია კონკრეტული სარეკლამო კამპანიისთვის. ტერმინი ახლა უფრო ფართოდ გამოიყენება ნებისმიერი ტრანზაქციის ან მარკეტინგზე ორიენტირებულ ვებ გვერდზე საუბრისას.

Lean Startup

მომჭირნე სტარტაპი

მეთოდი, რომელიც გამოიყენება ბიზნეს კონცეფციის სწრაფად და იაფად დასადასტურებლად, ახალი კომპანიის დაარსების ან ახალი პროდუქტის დანერგვისას. ეს მეთოდი მეცნიერულადაა დასაბუთებული როგორც ბიზნესის კეთების ინოვაციური მიდგომა, ამ მეთოდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

მარკეტინგის ავტომატიზაცია

პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი მარკეტინგული საქმიანობის ავტომატიზაციისთვის. ყველაზე ხშირად გამოიყენება ელექტრონული ფოსტისთვის. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება ვებსაიტზე და ელ.ფოსტაზე იღებს მისასალმებელ წერილს.

Markup

მარკაპი

ძირითადი საძიებო სისტემების მიერ შეთანხმებული სტრუქტურირებული მონაცემთა ლექსიკის ტიპი. ვებ გვერდებზე Markup-ის დამატება საძიებო სისტემებს ეხმარება უკეთ გაიგონ საიტის შინაარსი და სტრუქტურა.

Media Spend

მედია დანახარჯი

ფინანსები, რომელიც იხარჯება უშუალოდ რეკლამაზე (ფასიანი ძიება, სოციალურ ქსელში რეკლამები, სატელევიზიო რეკლამა და ა.შ). განსხვავდება მარკეტინგულ სააგენტოებთან დაკავშირებული ხარჯებისგან.

Moat

Economic Moat — ეკონომიკური თხრილი

ნებისმიერი უპირატესობა, რომელიც სტარტაპს აქვს კონკურენტებთან მიმართებაში, ბიზნეს მოდელის დასაცავად. მნიშვნელოვანი ბარიერი რაც ხელს შეუშლის პოტენციურ და არსებული კონკურენტებს თქვენი ბიზნეს მოდელის გამეორებაში.

MRR

ყოველთვიური განმეორებადი შემოსავალი

არის თქვენი ბიზნესის მიერ გენერირებული პროგნოზირებადი მთლიანი შემოსავალი კონკრეტულ თვეში. იგი მოიცავს განმეორებით გადასახადებს: ფასდაკლებიდან, კუპონებიდან და განმეორებადი დანამატებიდან, მაგრამ გამორიცხავს ერთჯერად გადასახადს.

MVP

Minimum Viable Product — მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი

პროდუქტის ადრეული ვერსია, რომელიც გამოიყენება პროდუქტის ბაზარზე გასაშვებად გატესტვის მიზნით.

Pitch Deck

საინვესტიციო პრეზენტაცია

პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ბიზნესის ყველა ასპექტს და მისი შემოსავლის მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მიღებას.

Pivot

პივოტი (ვირაჟი)

გამოცდილების და არსებული რესურსის გამოყენება წარუმატებელი პროდუქტის ან მომსახურების წარმატებულად გადასაქცევად. პივოტი (ვირაჟი) სხვადასხვაგვარი არსებობს, შესაძლოა შეიცვალოს სამიზნე აუდიტორია, პროდუქტი ან ბიზნეს მოდელი.

PLG

Product Led Growth — პროდუქტის წარმომადგენლობითი ზრდა

ზრდის მიდგომა, სადაც მომხმარებელთა შეძენა (ისევე როგორც გაფართოება) ძირითადად განპირობებულია თავად პროდუქტით (მაგ. რეფერალები).

PPC

Pay per click — გადახდა თითო კლიკზე

რეკლამირება საძიებო სისტემის ან პარტნიორი საიტის "სპონსორედ" სიაში, იხდით ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს რეკლამას კლიკავენ.

Pre-money Valuation

ფულის წინასწარი შეფასება

სტარტაპის ღირებულების შეფასება, გარე დაფინანსების/ინვესტიციის გარეშე. რა ღირს სტარტაპი სანამ რაიმე ინვესტიციას მიიღებს.

Pre-Seed Round

რაუნდი დანერგვამდე

ეს ეტაპი როგორც წესი, ეხება იმ პერიოდს, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები პირველად იწყებენ თავიანთ საქმიანობას და კომპანია ფინანსდება თავად დამფუძნებლების მიერ, რადგან დაიფაროს ოპერაციები დაწყების ან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შემუშავების ხარჯები (MVP).

Product Manager

პროდუქციის მენეჯერი

ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს რა როლს და ფუნქციას შეასრულებს პროდუქტი მომხმარებლის საჭიროებებთან მიმართებაში. პროდუქციის მენეჯერი მართავს პროდუქტის შემქნელთა გუნდს.

Product Marketing

პროდუქციის მარკეტინგი

პროდუქტის ბაზარზე შეტანის პროცესი. ეს მოიცავს პროდუქციის პოზიციონირებას და გაშვების სტრატეგიას, პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზურნველსაყოფად.

Proof of Concept

კონცეფციის დადასტურება

პროდუქტის/მომსახურების პროტოტიპი ან ნიმუში იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად მუშაობს. იგივე რაც MVP.

Referral Marketing

რეფერალური მარკეტინგი

რეკლამის ფორმა, რომლის დროსაც ბიზნესები მოუწოდებენ მომხმარებლებს თავიანთი სერვისების, პროდუქტების ან გამოცდილების შესახებ რეკომენდაცია გაუწიონ სხვა ადამიანებს. რეფერალური მარკეტინგი არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც მოიცავს კლიენტების წახალისებას და ჯილდოს წარმატებული რეფერალების სანაცვლოდ.

Rel = Canonical

კანონიკური თეგი

არის HTML ბმულის ტეგი, რომელიც გამოიყენება ვებ გვერდის კანონიკური URL-ის (სასურველი URL) მითითებისთვის. დავუშვათ, რომ თქვენს ვებსაიტზე არის სხვადასხვა URL, რომლებიც აჩვენებს ერთსა და იმავე კონტენტს (დუბლიკატი). ამ URL-ებიდან არის ერთი მთავარი URL, რომელიც არის ინფორმაციის წყარო (ორიგინალური შინაარსი).

Run Rate

გაშვების მაჩვენებელი

მაჩვენებელი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები შემოსავლის თვალსაზრისით თუ მიმდინარე შედეგები პროგნოზირებული იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

Scalable

მასშტაბირება

პროგნოზი იმის შესახებ თუ რა ბარიერები უდგას წინ ზრდას და რამდენად დიდი შეიძლება გაიზარდოს სტარტაპი. ნაკლებად მასშტაბური ბიზნესი შეიძლება მოხვდეს კოტეჯური ბიზნესის კატეგორიაში.

SEO

Search Engine Optimization — საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ვებსაიტების პოზიციონირებას საძიებო სისტემაში. რათა მისი გვერდები გახდეს ადვილად პოვნადი, უფრო რელევანტური და პოპულარული მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების მიმართ.

Seed Funding

ფინანსები დანერგვისთვის

პირველი ოფიციალური დაფინანსების ეტაპი. როგორც წესი, ის წარმოადგენს პირველ ინსტიტუციურ ფულს, რომელსაც სტარტაპი აგროვებს. ზოგიერთი ინვესტორი სპეციალიზირებულია Seed-ის დაფინანსებაში, როგორც წესი, ელიან უფრო მეტ წილს, რომელიც ითვალისწინებს გაზრდილ რისკს ბიზნესის საწყის ეტაპზე.

Shareholders' Agreement

აქციონერთა ხელშეკრულება

ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სტარტაპის ყველა ან ზოგიერთ აქციონერს შორის. ის არეგულირებს აქციონერთა ურთიერთობას, კომპანიის ხელმძღვანელობას, აქციების მფლობელობას და აქციონერთა დაცვას.

SLG

Sales Led Growth — გაყიდვების წარმომადგენლობითი ზრდა

ზრდის მიდგომა, სადაც გაყიდვების გუნდი და გაყიდვების პროცესები არის მომხმარებლების შეძენის მთავარი მამოძრავებელი და ხშირად გამოიყენება სწრაფი ან მოკლევადიანი შემოსავლის შესაქმნელად, ბიზნესის ზრდის დასახმარებლად.

Stack

Tech or Marketing — დასტა (ტექნიკური ან მარკეტინგული)

გამოთქმა თავდაპირველად გამოიყენებოდა ყველა ტექნოლოგიური სერვისის აღსაწერად, რომელიც გამოყენებული იყო ერთი აპლიკაციის შესაქმნელად და გასაშვებად, ახლა უფრო ზოგადი სახით გამოიყენება, როგორც ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების კოლექცია, რომელსაც ბიზნესი იყენებს გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად.

Stealth Mode

სტელსის რეჟიმი

სტარტაპი, რომელიც საიდუმლოდ ინახავს თავის შეთავაზებას/პროდუქტს ოფიციალურ გაშვებამდე, რადგან კონკურენტებმა ნაადრევად არ გაიგონ მის შესახებ.

Syndicate

სინდიკატი

არის ფონდი, რომელიც აერთიანებს ინვესტიციებს. მათ ძირითადად ხელმძღვანელობენ სპეციალისტი ინვესტორები და ფინანსდებიან ინსტიტუციური ინვესტორების მიერ.

TAM

Total Addressable Market — სრული ხელმისაწვდომი ბაზარი

ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება პროდუქტის ან მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი შემოსავლის მისათითებლად.

Target Company

სამიზნე კომპანია

სტარტაპი, რომელიც განიხილება VC-ის ან Angel-ის მიერ ინვესტიციის მიზნით.

Term Sheet

ვადების დოკუმენტაცია

არასავალდებულო შეთანხმება, რომელიც აჩვენებს ინვესტიციის ძირითად პირობებს.

Traction

თრაქცია

მტკიცებულება იმის შესახებ რომ მომხმარებლები ნამდვილად ყიდულობენ ან იყენებენ თქვენს პროდუქტს. რისი ჩვენებაც არის ძლიერი არგუმენტი ინვესტორებისთვის, რადგან დარწმუნდენ რომ ნამდვილად ღირს ფულის ჩადება სტარტაპში.

Unicorn

უნიქორნი

კომპანია (ხშირად ტექნიკური ან პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში), რომლის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

Valuation

შეფასება

ტერმინი რომელიც ნიშნავს სტარტაპის ღირებულების დაანგარიშებას.

VC

Venture Capitalist — სარისკო კაპიტალისტი

კერძო კაპიტალის ინვესტორი, რომელიც კაპიტალს დებს კომპანიებში მაღალი პროცენტული წილის სანაცვლოდ.

Vesting

Schedule — განრიგი

განრიგი, რომლის მიხედვითაც დამფუძნებლები და თანამშრომლები უნდა დარჩნენ კომპანიაში კაპიტალის სრული წილის მიღებამდე.

Wireframe

ვაირფრეიმი

ვებ გვერდის, აპლიკაციის ინტერფეისის ან პროდუქტის განლაგების ძირითადი, ორგანზომილებიანი ვიზუალური წარმოდგენა. როგორც წესი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწრაფი პროტოტიპის შექმნისას.

სტარტაპისთვის SEO გჭირდება?

მიიღეთ უფასო SEO აუდიტი და გაიგეთ, როგორ მიიზიდოთ ორგანული ტრაფიკი თქვენს პროდუქტზე.

უფასო SEO აუდიტი