გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
პრემიუმ სერვისი

SEO ქოფირაითინგი
ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ

SEO ინტეგრირებული

თითოეულ მასალაში ჩაშენებულია სტრატეგიული საკვანძო სიტყვები და ტექნიკური SEO სტანდარტები. შედეგად, იღებთ ტექსტს, რომელიც ადვილად იძებნება და მარტივად იკითხება.

კონვერსიაზე ორიენტირებული

ჩვენ ვქმნით შინაარსს, რომელიც პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს და უბიძგებს მას კონკრეტული ქმედებისკენ, იქნება ეს რეგისტრაცია, პროდუქტის შეკვეთა თუ თქვენთან დაკავშირება.

გამოცდილებით დადასტურებული

13 წელია ვაკვირდებით ქართული ბაზრის ნიუანსებსა და Google-ის ალგორითმებს. ზუსტად ვიცით, რა მუშაობს თქვენი ბიზნესისთვის.

რა ტიპის კონტენტს ვქმნით?

მთავარი გვერდის კონტენტი

ვებგვერდის მთავარი გვერდის სრული ტრანსფორმაცია ან ნულიდან შექმნა: ძირითადი სათაური, შეთავაზების ფორმულირება, უნიკალური უპირატესობები და ქმედებისკენ მოწოდება. ტექსტი, რომელიც ვიზიტორს მყისიერად აწვდის ინფორმაციას თქვენი კომპანიის შესახებ.

სერვისის გვერდი

თითოეული სერვისის დეტალური პრეზენტაცია, რომელიც ეფუძნება მომხმარებლის ძიების მიზანსა და კონკურენტულ ანალიზს.

ბლოგი

ინფორმაციული და SEO ოპტიმიზებული ბლოგები, რომლებიც Google-ის პირველ გვერდებზე ხვდება.

პრესრელიზი

პროფესიონალური ტექსტები ქართული და საერთაშორისო მედიისთვის. ჩვენ ვწერთ ისე, რომ თქვენი სათქმელი უცვლელად მივიდეს მკითხველამდე.

სტატია

პუბლიკაციები ონლაინმედიისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ბრენდის ავტორიტეტის გაზრდას.

პროდუქტის აღწერა

გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტები პროდუქციისა და კატეგორიების გვერდებისთვის. ვქმნით შინაარსს, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს შედეგებზე.

როგორ ვმუშაობთ ტექსტზე?

01

კვლევა & ანალიზი

საკვანძო სიტყვების შერჩევა, კონკურენტული გარემოს შესწავლა და მომხმარებლის ძიების მიზნის განსაზღვრა.

02

სტრუქტურის ჩამოყალიბება

შინაარსის ფორმირება - სათაურების სწორი იერარქია და ტექსტის ლოგიკური სქემა.

03

წერა & ოპტიმიზაცია

უნიკალური მასალა, რომელიც სრულად არის მორგებული თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და SEO მიზნებზე.

04

შესწორება და ფინალური ეტაპი

ტექსტის კორექტირება თქვენი უკუკავშირის მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასრულებული მასალა ზუსტად პასუხობდეს თქვენს მოლოდინს.

შეუკვეთეთ ტექსტი

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება SEO ქოფირაითინგი სტანდარტული ტექსტებისგან?

ჩვეულებრივი ტექსტი იქმნება მხოლოდ მომხმარებლისთვის, თუმცა SEO ოპტიმიზაციის გარეშე მისი პოვნა რთულია. ჩვენ ტექსტს შინაარსთან ერთად, ფუნქციურ დატვირთვასაც ვმატებთ და საკვანძო სიტყვების მეშვეობით, თქვენი საიტის ხილვადობას მნიშვნელოვნად ვზრდით.

რა დრო სჭირდება ტექსტზე მუშაობას?

ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დავალების სირთულეზე, ტექსტის მოცულობასა და საჭირო კვლევის მასშტაბზე. ზუსტ დროზე მას შემდეგ ვთანხმდებით, რაც დეტალურად განვიხილავთ თქვენს მოთხოვნებს, საკვანძო სიტყვების სტრატეგიასა და სამუშაო სფეროს სპეციფიკას.

შეგიძლიათ საიტზე უკვე არსებული ტექსტების გაუმჯობესება?

რა თქმა უნდა. ვებგვერდის შინაარსის განახლება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ჩვენ ჯერ ვაანალიზებთ არსებულ მასალას, ვიკვლევთ კონკურენტების სტრატეგიას და შემდეგ ვქმნით სრულიად ახალ, შედეგზე ორიენტირებულ ვერსიას, რომელიც ბევრად უკეთ პასუხობს მომხმარებლის ინტერესებსა და SEO სტანდარტებს.

რომელ ენებზე შეგიძლიათ ტექსტების მომზადება?

ჩვენ გთავაზობთ კონტენტის მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი პლატფორმისა თუ მიზნისთვის. თითოეული ტექსტი იქმნება შესაბამისი სტილისტური სპეციფიკის გათვალისწინებით.

რა ღირს ეს სერვისი?

მომსახურების საფასური პირდაპირ კავშირშია ტექსტის მოცულობასა და სპეციფიკასთან. ზუსტი ღირებულების გასაგებად, უბრალოდ მოგვწერეთ თქვენი დავალების დეტალები - ჩვენ განვიხილავთ მას და კონკრეტულ პასუხს 24 საათში დაგიბრუნებთ.

დავიწყოთ მუშაობა თქვენს პროექტზე?

უფასო SEO აუდიტი