ვისთვის არის ეს მომსახურება?
ეს სესია ოპტიმალურია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც კონკრეტული სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა სჭირდებათ
არსებული სტრატეგიის აუდიტი
თუ უკვე გყავთ შიდა გუნდი ან სააგენტო, მაგრამ გსურთ დარწმუნდეთ, რომ მიმართულება სწორია
კრიტიკული და ტექნიკური გამოწვევები
თუ საიტის პოზიციები მკვეთრად გაუარესდა, ან თუ არსებობს კომპლექსური ხარვეზები, რომელთა მოგვარებასაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება
SEO გუნდის ფორმირება
დახმარება პროცესების ეფექტურად აწყობაში: დაწყებული გუნდის სტრუქტურიდან, დამთავრებული სწორი KPI-ებისა და პროფესიული ხელსაწყოების შერჩევით
რესურსების ოპტიმიზაცია და კონტროლი
მენეჯერებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ობიექტური შეფასება - იხარჯება თუ არა ბიუჯეტი და დრო სწორად? ნეიტრალური ექსპერტის დასკვნა მოგცემთ სრულ სურათს
რას მიიღებთ კონსულტაციის შედეგად?
ექსპერტული ანალიზი
თქვენი პროექტის სიღრმისეული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მიდგომა 13-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით
სამოქმედო გეგმა
პრიორიტეტული ნაბიჯების ერთობლიობა, რომელთა დანერგვა დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი შედეგების გასაუმჯობესებლად.
წერილობითი რეზიუმე
სესიის სრული შეჯამება ყველა პრაქტიკული რეკომენდაციითა და სამოქმედო ინსტრუქციით
პირდაპირი პასუხები
პირდაპირი პასუხები თქვენს კითხვებზე - ბუნდოვანი თეორიებისა და ზოგადი რჩევების გარეშე
დისტანციური ფორმატი
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში (Google Meet/Zoom) თქვენთვის სასურველ დროს, სესიის სრული ვიდეოჩანაწერით.
შეავსეთ ფორმა და ჩვენ 24 საათში დაგიკავშირდებით
მომსახურების საფასურს გადაიხდით სესიის დაჯავშნისას
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
ეს არის ინტენსიური სესია თქვენი პროექტის სიღრმისეული ანალიზით, ექსპერტული რეკომენდაციებითა და სამოქმედო გეგმით. შეხვედრის შემდეგ მიიღებთ წერილობით რეზიუმეს და შესაძლებლობას, 1 კვირის განმავლობაში დასვათ დამაზუსტებელი შეკითხვები.
სესიას გაუძღვება დავით წილოსანი - 10xSEO-ს დამფუძნებელი, 13-წლიანი ექსპერტიზით. მის პორტფოლიოშია 50-ზე მეტი წარმატებული პროექტი ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის.
ეს არის 1-საათიანი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში. წინასწარ მიიღებთ მოსამზადებელ კითხვარს, რათა სესია მთლიანად თქვენი პრობლემების გადაჭრასა და კონკრეტულ რეკომენდაციებს დავუთმოთ.
დიახ. თუ გჭირდებათ პერიოდული მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაჯავშნოთ რამდენიმე სესია ან გადახვიდეთ ყოველთვიური კონსულტაციების რეჟიმში. მრავალჯერადი შეხვედრების შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური პირობები.
1-საათიანი სესიის საფასური შეადგენს 500 ლარს (+ დღგ), რომელსაც იხდით წინასწარ, დაჯავშნის ეტაპზე. იურიდიული პირებისთვის გაიცემა ანგარიშფაქტურა.