გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO

ყოველთვიური SEO მომსახურება — იყავი პირველი Google-სა და AI-ში

10xSEO-ს ყოველთვიური SEO მომსახურება - ეს არის Done-For-You SEO სერვისი, რომელიც მოიცავს ტექნიკურ ოპტიმიზაციას, შინაარსის შექმნას, ციფრული ავტორიტეტის გაძლიერებასა და ხილვადობას AI პლატფორმებზე (ChatGPT, Gemini და Google AI Overviews).

17+ აქტიური
პარტნიორი
270% საშ. ტრაფიკის
ზრდა

სამუშაო საათებში რეაგირების დრო: 10 წუთი

ჩვენი პარტნიორები

GPC
კოორდინატი
თოდუას კლინიკა
Myhome.ge
IRAO

რატომ არის საჭირო ყოველთვიური SEO მომსახურება?

Google-ის წესები მუდმივად იცვლება

Google წელიწადში 500-ზე მეტ სისტემურ განახლებას ნერგავს. სტრატეგია, რომელიც დღეს ეფექტურია, რამდენიმე თვეში შესაძლოა მოძველდეს. სწორედ ამიტომ, ყოველთვიური SEO სერვისი სტაბილურობის გარანტიაა

შედეგი თვიდან თვემდე პროგრესირებს

SEO მომსახურების ყოველი ეტაპი წინა თვეების მიღწევებს ეყრდნობა და მათ ეფექტს აორმაგებს. მე-6 თვისთვის შედეგები უკვე მკაფიოდ თვალსაჩინო ხდება - ეს არის კუმულაციური პროცესი, რომელიც სტრატეგიულ თანმიმდევრულობას ითხოვს

კონკურენტები ახლაც მუშაობენ

სანამ თქვენ ფიქრობთ, კონკურენტები უკვე აქტიურად იყენებენ SEO სერვისის უპირატესობებს. ლიდერად ყოფნა ნიშნავს მუდმივად ერთი ნაბიჯით უსწრებდეთ სხვებს და ფლობდეთ მოწინავე პოზიციებს ძიების შედეგებში

SEO მომსახურების მეთოდოლოგია

10x Growth Engine: 6 ფაზა

ჩვენი სტრუქტურირებული SEO სერვისი აგებულია ლოგიკურ ჯაჭვზე, სადაც ყოველი ფაზა წინა ეტაპის შედეგებს ეყრდნობა

01
თვე 1

კვლევა

სრულფასოვანი ანალიზის საფუძველზე ვადგენთ თქვენი მომხმარებლის ზუსტ საჭიროებებს. კონკურენტული გარემოს შესწავლით კი ვპოულობთ იმ ფარულ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს ბიზნესს საძიებო სისტემებში უპირატესობას ანიჭებს

02
თვე 1

სტრატეგიული დაგეგმარება

თითოეულ გვერდს ვანიჭებთ კონკრეტულ ფუნქციას და განვსაზღვრავთ, რომელი საძიებო სიტყვა რომელ სექციას შეესაბამება. ჩვენ ვქმნით შინაარსის განვითარების გეგმას და ვხვეწთ საიტის სტრუქტურას, რათა ის ერთნაირად მარტივი აღსაქმელი იყოს როგორც მომხმარებლისთვის, ისე საძიებო სისტემებისთვის

03
თვე 1

ტექნიკური შემოწმება

დეტალურად ვამოწმებთ საიტის გამართულობას: სიჩქარიდან დაწყებული, სტრუქტურული ხარვეზებით დასრულებული. ჩვენი მიზანია გამოვასწოროთ ყველა ტექნიკური დეტალი, რაც აფერხებს საიტის ინდექსაციას და ხელს უშლის თქვენს ბიზნესს, დაიკავოს კუთვნილი ადგილი ძიების შედეგებში

04
თვე 2+

შიდა ოპტიმიზაცია

ვასწორებთ ყველაფერს, რაც ტექნიკური შემოწმებისას გამოჩნდა: სათაურებს, აღწერებს, შიდა ბმულებსა და ვიზუალურ მასალას. თითოეული გვერდი იმ სტანდარტამდე მიგვიყავს, რომ Google-მა მომენტალურად ამოიცნოს თქვენი შინაარსის უპირატესობა

05
თვე 2+

შინაარსის შექმნა

ვქმნით მაღალი ღირებულების ტექსტებს, რომლებიც თქვენს გამოცდილებას სრულად ასახავს. სტატიებიდან დაწყებული სერვისების დეტალური აღწერით დასრულებული - ყოველი წინადადება მომხმარებლის საჭიროებას პასუხობს

06
თვე 3+

ავტორიტეტის განმტკიცება

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი ბრენდის აღიარებაზე გავლენიან მედიაპლატფორმებსა და ავტორიტეტულ ვებგვერდებზე. ციფრული რეპუტაციის მართვისა და თანამედროვე ოპტიმიზაციის მეთოდებით, თქვენი ბიზნესი ხდება მთავარი რეკომენდაცია იქ, სადაც მომხმარებელი პასუხებს ეძებს

შეფასებები

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

5.0 / 5.0 — Clutch Reviews

5.0

"They are proactive, attentive to detail, and truly committed to achieving measurable success."

SEO Services for Environmental Protection Co

TG

Tako Gvasalia

Projects Manager, GERGILI

5.0

"Their SEO strategy significantly boosted our organic traffic and ticket sales."

SEO for Airline Ticket Platform

ST

Shota Teliashvili

Founder, Avia.ge

5.0

"We had almost daily communication, developed plans together, and conducted regular monitoring."

SEO & Blog Writing for Medical Center

ND

Natalia Darchiashvili

Head of Marketing, Todua Clinic

5.0

"10xSEO always delivers on time and has strict action plans, and we get everything documented."

SEO & Content Writing for AI Hearing Aids Company

DG

Davit Giorgadze

E-Commerce Manager, Elehear

5.0

"The enthusiasm and time 10xSEO puts into the work are remarkable."

SEO & Content Writing for Insurance Company

IR

Department Head

Irao Insurance

სრული გამჭვირვალობა — ყოველ ეტაპზე

მონაცემთა მუდმივი განახლება

თქვენ რეალურ დროში ადევნებთ თვალს ყველა ძირითად მაჩვენებელს

Loom-ის ვიდეომიმოხილვები

გაუგებარი ცხრილების ნაცვლად, ვიდეოს სახით იღებთ ანგარიშს შესრულებული სამუშაოების შესახებ

მყისიერი უკუკავშირი

სამუშაო საათებში ჩვენი რეაგირების საშუალო დრო 10 წუთს არ აღემატება

დეტალური სამოქმედო გეგმა

თითოეული ნაბიჯი დოკუმენტირებულია - თქვენ ყოველთვის იცით, რას ვაკეთებთ დღეს და რა იგეგმება ხვალ

ენდეთ გამოცდილებას - კომპლექსური SEO მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის

დაჯავშნეთ 15-წუთიანი უფასო კონსულტაცია: განვიხილოთ თქვენი ბრენდის პერსპექტივა და ის კონკრეტული გზა, რომლითაც ჩვენი SEO სერვისი ამ პოტენციალს რეალურ შედეგად აქცევს

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში ჩანს ყოველთვიური SEO მომსახურების შედეგები?

პირველადი პოზიტიური ცვლილებები, როგორც წესი, 2-3 თვეში შეინიშნება. სტაბილური და მნიშვნელოვანი ზრდისთვის საშუალოდ 4-6 თვეა საჭირო. მაღალკონკურენტულ ნიშებში კი მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად პროცესი შესაძლოა 6-დან 12 თვემდე გაგრძელდეს.

რა შედის Done-For-You SEO მომსახურებაში?

ეს სერვისი სრულად ფარავს ოპტიმიზაციის ყველა ეტაპს: საკვანძო სიტყვების კვლევითა და სტრატეგიული განაწილებით დაწყებული, ხარისხიანი კონტენტის შექმნით დასრულებული. პარალელურად, თქვენს პლატფორმას ხილვადს ვხდით ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემებისთვისაც. მთლიან პროცესს კი მუდმივად განახლებადი მონაცემებით, ვიდეოანგარიშებითა და მყისიერი უკუკავშირით ვმართავთ.

რით განსხვავდება 10xSEO სხვა სააგენტოებისგან?

10xSEO-ს კონკურენტებისგან მრავალწლიანი გამოცდილება და მუშაობის გამჭვირვალე სტანდარტი გამოარჩევს: ჩვენ გვაქვს უკუკავშირის მყისიერი (10-წუთიანი) რეჟიმი, მუდმივად განახლებადი მონაცემთა დაფა და დეტალური ვიდეოანგარიშები. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი სტრატეგია მხოლოდ ტრადიციული ძიებით არ შემოიფარგლება, ჩვენს მომსახურებაში ასევე ინტეგრირებულია ხილვადობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე, რაც თქვენს ბრენდს თანამედროვე ციფრულ გარემოში დიდ უპირატესობას ანიჭებს.

აუცილებელია თუ არა გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება?

არა, ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვიურ ფორმატზეა დაფუძნებული და არანაირი გრძელვადიანი ვალდებულება არ გაქვთ.

როგორ იზომება SEO-ში ჩადებული ინვესტიციის ამონაგები (ROI)?

ჩვენთვის მთავარი საზომი თქვენი ბიზნესის რეალური ზრდაა, ამიტომ, პოზიციებთან ერთად, გაყიდვების, შეკვეთებისა და ზარების რაოდენობასაც რეგულარულად ვადევნებთ თვალს.

რა დოზით იქნება საჭირო ჩემი ჩართულობა?

თქვენგან მხოლოდ ბიზნესის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მომზადებული მასალების დადასტურება დაგვჭირდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი თქვენი რესურსების მინიმალური დანახარჯით მივიღოთ.

იყავი პირველი

დაგეგმეთ კონსულტაცია და გაიგეთ, რამდენად სწრაფად შეუძლია თქვენს ბრენდს ძიების შედეგების სათავეში მოხვედრა

უფასო SEO აუდიტი