ტექსტი, რომელიც
მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს
თქვენი საიტი კლიენტს ტექსტით ელაპარაკება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ეს ენა იყოს მარტივი, თანმიმდევრული, დახვეწილი და ზუსტად პასუხობდეს იმ კითხვებს, რომლებიც თქვენი კომპანიით დაინტერესებულ პირს უჩნდება
რატომ 10xSEO?
მიზანმიმართული კომუნიკაცია
ჩვენ თქვენს ბიზნესმიზნებს მომხმარებლის ენაზე ვთარგმნით. ყოველი ფრაზა იწერება კლიენტის პერსპექტივიდან: რა აინტერესებს, რა აბნევს და რას ელის ის თქვენგან.
კონტექსტის ზუსტი შეგრძნება
ინტერფეისის ყოველ წერტილს თავისი ემოციური დატვირთვა აქვს. ჩვენ ვიცით, როდის უნდა იყოს ტონი საქმიანი და როდის - მეგობრული. ტექსტი იწერება იმის გათვალისწინებით, თუ სად, როდის და რა განწყობით კითხულობს მას ვიზიტორი.
გაზომვადი შედეგი
თითოეული ტექსტის ეფექტს მომხმარებლის რეალური ქცევით ვზომავთ - იქნება ეს ღილაკზე დაჭერა, რეგისტრაციის დასრულება თუ პროდუქტის შეძენა.
რას ვწერთ
ვებგვერდის ყველა ტექსტური ელემენტი
CTA & ღილაკები
მოქმედებისკენ მიმართული ტექსტები, რომლებიც მომხმარებელს სარგებელს პირდაპირ აჩვენებს.
ფორმები & ვალიდაცია
გასაგები გზამკვლევები და მარტივი ინსტრუქციები, რომლებიც რეგისტრაციის ან ყიდვის პროცესს მაქსიმალურად აჩქარებს.
სისტემური შეტყობინებები
ზუსტი და მკაფიო აქცენტები, რათა მომხმარებელს საიტზე ნავიგაცია შეფერხების დროსაც გაუმარტივდეს.
სასტარტო ინსტრუქციები
თანმიმდევრული მითითებები, რომლებიც ვებგვერდის გაცნობის პროცესს პოზიტიურ და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.
ნავიგაცია & მენიუები
ლოგიკური ორიენტირები, რომელთა დახმარებით ვებგვერდის ვიზიტორმა ყოველთვის იცის, როგორ იპოვოს სასურველი ინფორმაცია.
გაყიდვაზე ორიენტირებული ტექსტები
საიტის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ბიზნესის სარგებელს მომენტალურად თვალსაჩინოს ხდის.
Copy Lab
ტექსტის ტრანსფორმაციის მაგალითები
,,ჩვენ ვართ წამყვანი კომპანია ციფრული მარკეტინგის სფეროში''
,,500+ ბიზნესს უკვე გავუკვალეთ გზა Google-ის პირველ გვერდამდე - იყავი შემდეგი’’.
💡 კომპანიის თვითპრეზენტაციიდან აქცენტი მომხმარებლის კონკრეტულ სარგებელზე გადაგვაქვს.
💡 ღილაკმა მომხმარებელს უნდა უთხრას, რას მიიღებს ის ამ ქმედების შედეგად
„ჩვენი პლატფორმა მოიცავს: ანალიტიკის მოდულს, ავტომატურ რეპორტინგს და API ინტეგრაციას''.
„აკონტროლე შენი ბიზნესი რეალურ დროში - მიიღე ყოველკვირეული ავტომატური ანგარიშები და ჩართე კოლეგები პროცესში მომენტალურად''.
💡 სარგებელზე ორიენტირებული ტექსტი მომხმარებელს ეხმარება, დაინახოს საკუთარი თავი პროდუქტის გამოყენების პროცესში.
პროცესი
სრული ციკლი: კვლევიდან - შედეგების ანალიზამდე
კვლევა
პროდუქტის არსი + მომხმარებლის გზა + პრობლემური წერტილები
სტრატეგია
საკომუნიკაციო ტონის ფორმირება + შინაარსობრივი სტრუქტურა
წერა
სათქმელის ზუსტი, თანმიმდევრული ფორმულირება
შემოწმება
2-ეტაპიანი რედაქტირება და შედარებითი ანალიზი
ანალიზი
შედეგების მონიტორინგი + მიზნობრივი ცვლილებები
კვლევა
პროდუქტის არსი + მომხმარებლის გზა + პრობლემური წერტილები
სტრატეგია
საკომუნიკაციო ტონის ფორმირება + შინაარსობრივი სტრუქტურა
წერა
სათქმელის ზუსტი, თანმიმდევრული ფორმულირება
შემოწმება
2-ეტაპიანი რედაქტირება და შედარებითი ანალიზი
ანალიზი
შედეგების მონიტორინგი + მიზნობრივი ცვლილებები
მომსახურების ღირებულება
ინდივიდუალური სერვისები ან მზა პაკეტები - აირჩიეთ სასურველი მოდელი
ერთი სრული ციკლი
პროდუქტის გაცნობა, რეგისტრაცია, გადახდის პროცესი
3-5 სამუშაო დღე
მთავარი გვერდის შინაარსი
ძირითადი გზავნილები, სარგებლის აღწერა, მოქმედებისკენ ბიძგი, გამოცდილების გაზიარება
3-5 სამუშაო დღე
CTA ღილაკები + ფორმების ლოგიკური წყობა
CTA ტექსტები, სექციების სათაურები, სიზუსტის კონტროლი, დამხმარე მინიშნებები
2-3 სამუშაო დღე
სისტემური შეტყობინებები და უკუკავშირი
ხარვეზის აღწერა, წარმატებული ქმედების დადასტურება, ცარიელი სივრცეების შევსება
2-3 სამუშაო დღე
ნავიგაცია & მენიუ
მენიუს იერარქია, ჩანართები, სექციების თანმიმდევრობა
2-3 სამუშაო დღე
პაკეტები
სტარტი
- 1 ფუნქციური ციკლი
- CTA ღილაკები + ფორმების დახვეწა
- 2-ეტაპიანი რედაქტირება
დაზოგილი თანხა: 300 ლარი
სტანდარტი
- მთავარი გვერდის შინაარსი (Landing Page)
- 1 ფუნქციური ციკლი
- სისტემური შეტყობინებები
- 2-ეტაპიანი რედაქტირება
დაზოგილი თანხა: 500 ლარი
პრემიუმი
- ყველა ფუნქციური ციკლი
- სისტემური შეტყობინებების სრული პაკეტი
- ნავიგაცია და მთავარი გვერდის შინაარსი
- 2-ეტაპიანი რედაქტირება და მონიტორინგი
ანგარიშსწორება: 100% წინასწარ
ორენოვანი პროექტი (KA + EN): ღირებულების +40%
დამატებითი რედაქტირება (მესამე ეტაპიდან): 200 ₾ / ეტაპი
ვის სჭირდება UX ქოფირაითინგი?
ეს სერვისი თქვენთვის არის თუ:
- გსურთ, რომ მომხმარებლისთვის თქვენი ვებგვერდი უფრო მარტივი და გასაგები გახდეს;
- ხედავთ, რომ ხალხი რეგისტრაციის ან ფორმების შევსების პროცესს მალევე წყვეტს;
- ახალი ფუნქციონალის დამატებას გეგმავთ და ტექსტის სტრუქტურა ჯერ არ გაქვთ;
- თქვენს ვებგვერდზე ბევრი ადამიანი შემოდის, თუმცა რეალური გაყიდვები ან აქტივობა დაბალია.
ეს მომსახურება არ მოიცავს:
- —ბლოგ-პოსტებსა და სტატიებს;
- —სარეკლამო ტექსტებსა და ბრენდის საკომუნიკაციო სტილის ფორმირებას
- —მუშაობას იდეაზე - თუ პროდუქტის სტრუქტურა ან აპლიკაცია ჯერ არ არსებობს;
ბრენდინგისა და სარეკლამო ტექსტების კუთხით SEO ქოფირაითინგის სერვისის ფარგლებში ვმუშაობთ.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
UX ქოფირაითინგი ვებგვერდის შინაარსობრივ მხარეზეა ორიენტირებული - ღილაკებზე, გზამკვლევებზე, კითხვარებსა და მითითებებზე, რაც მომხმარებელს საიტზე ნავიგაციაში ეხმარება. სტანდარტული ქოფირაითინგისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენება, გამართული UX ტექსტები საიტზე ნებისმიერ პროცესს ამარტივებს.
მომსახურება ფარავს ვებგვერდის ყველა ფუნქციურ ნაწილს: ქმედებისკენ მოწოდების ღილაკებს, ფორმებს, შეცდომის შესახებ მინიშნებებს, გზამკვლევებსა და დადასტურების შეტყობინებებს. ეს არის იმ ტექსტური ელემენტების ერთობლიობა, რომელსაც მომხმარებელი საიტზე ხედავს.
პროექტზე მუშაობის პერიოდი შერჩეული მომსახურების მიხედვით განსხვავდება, მაგალითად: ცალკეული პროცესი (რეგისტრაციის გზამკვლევი ან გადახდის ეტაპები): 3-5 სამუშაო დღე. მთლიანი ვებგვერდის ტექსტები: 1-3 კვირა. მთავარი გვერდი: 3-5 დღე.
ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე, იდეების დასამუშავებლად ვიყენებთ. უშუალოდ ტექსტებზე კი გამოცდილი სპეციალისტი მუშაობს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ტექსტებზე.
ტექსტის ეფექტურობას კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ვაფასებთ. ჩვენ ვაკვირდებით ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: ფორმების შევსების კოეფიციენტი, ღილაკებზე დაჭერის სიხშირე (CTR), რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულება და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის დატვირთვის შემცირება.