გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
მიღება დაწყებულია

SEO კურსი
12 ინტენსიური სამუშაო სესია

აქ ისწავლით იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელთა საშუალებითაც ბაზრის ლიდერები პირველ პოზიციებზე დომინირებენ.

12 სესია
8-12 მონაწილე
სტაჟირების შანსი

რას ისწავლით?

საკვანძო სიტყვების სტრატეგია

საძიებო მოთხოვნების კვლევა Ahrefs-ით, კლასტერიზაცია და მომხმარებლის განზრახვის ანალიზი.

On-Page ოპტიმიზაცია და კონტენტი

მეტა-მონაცემების სტრუქტურა, SEO ქოფირაითინგი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად.

ტექნიკური SEO

საიტის ეფექტურობის მაჩვენებლები (Core Web Vitals), სტრუქტურირებული მონაცემები (Schema) და ინდექსაციის მართვა.

Off-Page და ავტორიტეტის ზრდა

გარე ბმულების (Backlinks) მოპოვების სტრატეგიები, პარტნიორული კომუნიკაცია და მუშაობა ქართულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.

SEO ინსტრუმენტები

მუშაობა Google Search Console-ში, Screaming Frog-სა და GA4-ში. მონაცემების ვიზუალიზაცია Looker Studio-ში.

AI ოპტიმიზაცია

ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტის პასუხებისთვის და AI პლატფორმებში მოხვედრის სტრატეგიები.

ლოკალური SEO

Google Business Profile-ის მართვა და პოზიციონირება ლოკალური ძიების შედეგებში.

კამპანიის მართვა და ანალიტიკა

სამოქმედო სტრატეგიის ფორმირება, შედეგების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტინგი.

8
შეზღუდული ადგილები

ვისთვის არის ეს კურსი?

ციფრული მარკეტერებისთვის

გაიღრმავეთ კომპეტენცია, დაამატეთ SEO თქვენს უნარებს და შესთავაზეთ კლიენტებს სრული ციფრული სტრატეგია.

ბიზნესის მფლობელებისთვის

დაეუფლეთ SEO-ს სტრატეგიულ საფუძვლებს, რათა ეფექტურად გააკონტროლოთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბრენდის ხილვადობა.

ფრილანსერებისთვის

შესთავაზეთ დამკვეთებს SEO - ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი და დაიკავეთ ადგილი იმ სპეციალისტებს შორის, რომელთა მუშაობაც ბიზნესისთვის პირდაპირ მოგებასთან ასოცირდება.

ახალი კარიერის მაძიებლებისთვის

დაიწყეთ პროფესიული გზა ნულიდან, დააგროვეთ გამოცდილება და მიიღეთ 10xSEO-ში სტაჟირების შესაძლებლობა.

სილაბუსი

12 სესია · კვირაში 2-ჯერ · 2-2.5 საათი

ეტაპი 1 ძირითადი საფუძვლები და სტრატეგიული კვლევა
სესია 1-4
01

შესავალი და საძიებო სისტემების სტრუქტურა

ძიების ალგორითმები და პოზიციონირება (Crawling, Indexing, Ranking) · SEO ტერმინოლოგია · რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორები.

02

საკვანძო სიტყვების კვლევა

WORKSHOP

საძიებო მოთხოვნების ტიპები და კლასტერიზაცია · მუშაობა Ahrefs-ში · მონაცემთა სტრუქტურირება Google Sheets-ში.

03

საკვანძო სიტყვების სტრუქტურირება და სტრატეგია

მომხმარებლის განზრახვის (Search Intent) ანალიზი · Keyword Gap - კონკურენტების უპირატესობების პოვნა · სტრატეგიული გეგმის შედგენა.

04

On-Page ოპტიმიზაცია

LIVE

მეტა-მონაცემები და URL სტრუქტურა · შიდა ბმულების ლოგიკა და იერარქია · დუბლირებული კონტენტის პრევენცია.

ეტაპი 2 ტექნიკა და ინსტრუმენტები
სესია 5-8
05

კონტენტი და SEO ქოფირაითინგი

WORKSHOP

კონტენტის შინაარსობრივი ოპტიმიზაცია · ტექნიკური ბრიფის მომზადება.

06

ტექნიკური SEO

საიტის სისწრაფის ოპტიმიზაცია (Core Web Vitals) · სტრუქტურირებული მონაცემები (Schema Markup) · Sitemap და Robots.txt.

07

SEO ხელსაწყოები

Google Search Console, Screaming Frog და GA4; მონაცემების ვიზუალიზაცია Looker Studio-ში.

08

Off-Page SEO და ავტორიტეტის ზრდა

WORKSHOP

გარე ბმულების (Backlinks) სტრატეგია · კონკურენტების პროფილის აუდიტი.

ეტაპი 3 SEO ექსპერტიზა და მენეჯმენტი
სესია 9-12
NEW
09

AI ოპტიმიზაცია

SEO vs AEO · ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებში მოხვედრის სტრატეგიები · AI პლატფორმებთან მუშაობის გეგმა.

10

ლოკალური SEO

Google Business Profile-ის ოპტიმიზაცია · ლოკალური რეიტინგის მართვა და ციტირებები.

11

SEO კამპანიის მენეჯმენტი

სტრატეგიული დაგეგმვა · ალგორითმების ევოლუცია · ეთიკური მუშაობის პრინციპები.

12

შეჯამება და ფინალური სემინარი

FINAL

SEO სტრატეგიის პრეზენტაცია · სამოქმედო გეგმის განხილვა · სერტიფიკატების გადაცემა.

მენტორი

დავით წილოსანი - 10xSEO-ს დამფუძნებელი

დავით წილოსანი

10xSEO-ს დამფუძნებელი

12+ წელი ინდუსტრიაში და 50-ზე მეტი რეალიზებული პროექტი ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე. კურსის პროგრამა ეყრდნობა არა თეორიულ სახელმძღვანელოებს, არამედ რეალურ მაგალითებსა და იმ სტრატეგიებს, რომლებიც პრაქტიკაში მუშაობს.

50+ კლიენტი 12+ წელი 5.0 Google Rating

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია კურსზე დარეგისტრირება?

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის სპეციალისტებისთვის. SEO-ში გამოცდილება აუცილებელი პირობა არ არის, რადგან პროგრამა ნულიდან იწყება, თუმცა ციფრული სამყაროსა და ვებსაიტების მუშაობის პრინციპების ბაზისური ცოდნა მასალის უფრო სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.

რა ფორმატში ტარდება ლექციები?

ეს არის 100%-ით პრაქტიკული ფორმატი. 6 კვირის განმავლობაში, კვირაში ორჯერ (ორშ. და ხუთ. 19:30-ზე) ვმუშაობთ რეალურ მაგალითებზე. მცირერიცხოვანი ჯგუფი (მაქს. 12 წევრი) გვაძლევს შესაძლებლობას, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მონაწილის კითხვა და დავალებები.

რა ღირს კურსი და შესაძლებელია თუ არა თანხის გადანაწილება?

კურსის საფასურია 1, 300 ₾. ღირებულებაში შედის სწავლების სრული ციკლი, Ahrefs-ის პრემიუმ პაკეტით სარგებლობა და 10xSEO-ს სერტიფიკატი. რაც შეეხება თანხის გადანაწილებას, პირობების დასაზუსტებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

როგორ მოვხვდე 10xSEO-ს გუნდში კურსის დასრულების შემდეგ?

ჩვენ მუდმივად ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ სპეციალისტებს. კურსის დასრულების შემდეგ, გამორჩეული სტუდენტები სტაჟირებას 10xSEO-ში გაივლიან, სადაც გამოცდილებას მასშტაბურ პროექტებზე მუშაობით მიიღებენ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პრაქტიკული ამოცანების შესრულების ხარისხი, პროფესიული ზრდის სურვილი და ჩართულობა.

რა ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო კურსზე დასასწრებად?

მუშაობისთვის საჭიროა პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტი. Ahrefs-ის პრემიუმ წვდომა უკვე შედის კურსის ღირებულებაში. სხვა აუცილებელ ხელსაწყოებს, როგორებიცაა: GA4, Search Console და Screaming Frog, ერთად დავაყენებთ და მათ ფუნქციონალს რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გამოვცდით.

გახდით SEO-ს სერტიფიცირებული სპეციალისტი

რეგისტრაცია გახსნილია · ჯგუფში მხოლოდ 12 ადგილია

ორშაბათი და ხუთშაბათი · 19:30 · 6 კვირა

დარეგისტრირდით
უფასო SEO აუდიტი