Რა არის Google Sandbox ?
სარჩევი
Რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ახლად შექმნილი ვებსაიტი ყველანაირი ოპტიმიზაციის მიუხედავად, ვერ იკავებს მოწინავე პოზიციებს Google-ის ძიების შედეგებში.
თუ საძიებო სისტემაში თქვენი ვებსაიტის რეიტინგს აკვირდებით, შესაძლოა წააწყდეთ SEO კონცეფციას, სახელწოდებით Google Sandbox.
Რა არის Google Sandbox?
Ტერმინი "Google Sandbox" გულისხმობს ალგორითმების კომპლექტს, რომელიც ახლად შექმნილ ვებსაიტებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზღუდავს Google SERP-ში მოწინავე პოზიციის დაკავებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალი ხარისხის და კარგად ოპტიმიზირებულიც არ უნდა იყოს მათი კონტენტი და ვებ გვერდები.
Ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ ყოველი ახალი ვებსაიტი ექვემდებარება "გამოსაცდელ პერიოდს", რომლის დროსაც საიტისთვის რეიტინგის მოპოვება არ არის დაშვებული.
Ზოგიერთი წყაროს მიხედვით, Sandbox პერიოდს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. Ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, საიტის რეიტინგი უნდა გაუმჯობესდეს.
Მსგავსი შემაშფოთებელი ინფორმაციის გაგების შემდეგ, ბუნებრივია, რომ თქვენ შესაძლოა ინერვიულოთ თქვენი ვებსაიტის შესახებ და დაინტერესდეთ რამდენად შესაძლებელია გავლენა მოახდინოს Google Sandbox-მა თქვენს საიტზე.
Მოდით ახლა განვიხილოთ (თეორიულად) როგორ შეიძლება იმოქმედოს Google Sandbox-მა თქვენს პოტენციურ SEO შედეგებზე.
რატომ არის Google Sandbox ასე შემაშფოთებელი?
Მთავარი მიზეზი, რაც ვებსაიტის მფლობელებსა და SEO სპეციალისტებს აწუხებთ Sandbox პერიოდის გამო, არის ის რომ ამან შესაძლოა დასაწყისში ხელი შეუშალოს მათ SEO მიზნების მიღწევაში (გარკვეული პერიოდის განმავლობაში).
ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს ვებსაიტების 2 კატეგორია, რომელზეც შეიძლება (სავარაუდოდ) გავლენა იქონიოს Google Sandbox-მა:
- ახალი ვებსაიტები: ნებისმიერ ახლად შექმნილმა ვებსაიტმა უნდა გაიაროს Google Sandbox პერიოდი.
- არააქტიური ვებსაიტები: ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ Google Sandbox-მა შეიძლება გავლენა იქონიოს ძველ ვებსაიტებზე, რომლებიც არ აქვეყნებდნენ რაიმე ახალს დიდი ხნის განმავლობაში (მაგრამ შემდეგ დაიწყეს ახალი კონტენტის შექმნა).
ამის გამო, „Sandbox პერიოდი" სერიოზული პრობლემა იქნება SEO-სა და ბიზნესის პერსპექტივისთვის. აქ არის რამდენიმე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც Google Sandbox ასე საშინლად ჟღერს ამდენი ადამიანისთვის:
- ბრენდის ცნობადობის შენელება
- დაკარგული SEO ბიუჯეტი
- ბიზნეს მიზნების მიუწვდომლობა
რეალურად არსებობს Google Sandbox?
Google Sandbox-ის კონცეფცია საკმაოდ საკამათო თემაა SEO-ს სამყაროში.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ Google Sandbox რეალურია, ზოგი კი თვლის, რომ ეს ასე არ არის, ზოგიც ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი.
Google-ს ნამდვილად არასოდეს დაუდასტურებია Google Sandbox-ის არსებობა.
ფაქტობრივად, Google-ის ბევრმა წარმომადგენელმა (მაგ. ჯონ მიულერმა და გარი ილიესმა) რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც „Sandbox" ეფექტი ჰქვია.
მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ეს შემთხვევითი რეიტინგის შენელება, თუ Google Sandbox ნამდვილად არ არსებობს?
უმარტივესი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ Google-ს, ზოგიერთ შემთხვევაში, სჭირდება დამატებითი დრო, რათა სწორად შეაფასოს ვებსაიტის შინაარსი, გაარკვიოს რამდენად შესაბამისია იგი სხვადასხვა საძიებო სიტყვებთან მიმართებაში და შეადაროს მისი ხარისხი სხვა ვებსაიტებთან, რომლებსაც უკვე აქვთ რეიტინგი ძიების შედეგებში.
როგორ დავწინაურდეთ რეიტინგში უფრო სწრაფად (და თავიდან ავიცილოთ „Google Sandbox" პერიოდი)?
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აიძულოთ Google-ს მოახდინოს თქვენი გვერდების დაწინაურება რაც შეიძლება მალე, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ,რომ დააჩქაროთ ინდექსირებისა და დარანკვის პროცესები:
- გამოიყენეთ Long-tail საძიებო სიტყვები
- შექმენით მაღალი ხარისხის კონტენტი
- დააჩქარეთ crawling და ინდექსაციის პროცესები
- Დახვეწეთ ლინკ ბილდინგი
- Თვალი ადევნეთ თქვენს რეიტინგს
ვიმედოვნებ, ამ სტატიამ მოგაწოდათ ღირებული ინფორმაცია Google Sandbox-ის შესახებ და მიხვდით როგორ დაიცვათ ვებსაიტი ამ კრიტიკული ეტაპისგან. Ჩემი რჩევაა თვალყური ადევნოთ განახლებებსა და სტრატეგიებს, რადგან მუდამ მოწინავე იყოთ SEO-ს რთულ და ცვალებად ლანდშაფტში
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Google Sandbox და რატომ ვერ იკავებს ჩემი ახალი საიტი მაღალ პოზიციებს?
Google Sandbox არის ალგორითმების ერთობლიობა, რომელიც ახლად შექმნილ ვებსაიტებს დროებით უზღუდავს მაღალი პოზიციების დაკავებას. ეს ერთგვარი „გამოსაცდელი პერიოდია“, რომლის დროსაც საიტს რეიტინგის მოპოვება უჭირს, მიუხედავად მისი კონტენტის ხარისხისა და ოპტიმიზაციის დონისა. ამ პერიოდში Google აფასებს საიტის სანდოობასა და შესაბამისობას, სანამ მას სრულფასოვან რეიტინგს მიანიჭებს.
რამდენ ხანს გრძელდება Google Sandbox-ის პერიოდი?
Google Sandbox-ის პერიოდის ხანგრძლივობა ზუსტად განსაზღვრული არ არის და შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს. სტატიაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ამ გამოსაცდელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ვებსაიტის რეიტინგი საძიებო სისტემაში, როგორც წესი, უმჯობესდება. ეს პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით შეაფასებს Google საიტის ხარისხსა და ავტორიტეტს.
გუგლი ოფიციალურად აღიარებს Google Sandbox-ის არსებობას?
არა, Google-ს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია Google Sandbox-ის არსებობა. პირიქით, კომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის ჯონ მიულერს, არაერთხელ უთქვამთ, რომ „Sandbox“ ეფექტი არ არსებობს. რეიტინგის შენელება შეიძლება აიხსნას იმით, რომ Google-ს სჭირდება დამატებითი დრო ახალი საიტის შინაარსის სწორად შესაფასებლად და სხვა, უკვე არსებულ ვებსაიტებთან შესადარებლად.
რომელ ვებსაიტებზე მოქმედებს Google Sandbox-ის ეფექტი?
სტატიის მიხედვით, Google Sandbox-ის ეფექტი სავარაუდოდ ორი კატეგორიის ვებსაიტზე ვრცელდება. პირველი და მთავარი კატეგორიაა ნებისმიერი ახლად შექმნილი ვებსაიტი, რომელმაც უნდა გაიაროს ეს პერიოდი. მეორე კატეგორიაში კი შედიან ძველი, არააქტიური ვებსაიტები, რომლებიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ იწყებენ ახალი კონტენტის რეგულარულად გამოქვეყნებას.
როგორ შეიძლება დავაჩქარო ჩემი საიტის დარანკვა და თავიდან ავიცილო Sandbox-ის ეფექტი?
საიტის დარანკვის დასაჩქარებლად და „Sandbox“ პერიოდის შესამცირებლად შეგიძლიათ რამდენიმე სტრატეგია გამოიყენოთ. სტატია გვირჩევს მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნას და Long-tail საძიებო სიტყვების გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია crawling-ისა და ინდექსაციის პროცესების დაჩქარება, ლინკ ბილდინგის სტრატეგიის დახვეწა და რეიტინგის მუდმივი მონიტორინგი.
მზად ხართ SEO შედეგისთვის?
გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.
უფასო SEO აუდიტი