7 რჩევა SEO კონტენტის შექმნის შესახებ
სარჩევი
როგორ დავწეროთ ისეთი ბლოგ პოსტი რომელიც Google-ში დაირანკება? 7 რჩევა
Თუ ოდესმე დაგიწერიათ ბლოგ პოსტი, თქვენ უკვე იცით რამდენ დროს მოითხოვს Ეს პროცესი. ხშირად საათებიც არ არის საკმარისი, ხოლო თუ თქვენი პოსტი ვერ მიიღებს იმ ტრეფიკს რომელსაც თქვენ ელოდით, ეს შრომა ფუჭი აღმოჩნდება. Მაგრამ, საქმე სანერვიულოდ ნამდვილად არ გაქვთ. Საბედნიეროდ, არსებობ დაბალ ტრეფიკთან ბრძოლის საშუალება: SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია).
Ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევქმნათ კონტენტი რომელიც რეიტინგული იქნება Google-ში, ამ რეიტინგის მოსაპოვებელი გზა კი SEO-ზე გადის.
Ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ SEO Writing-ის 8 გზას.
Დაიწყეთ საძიებო სიტყვების კვლევა
Დადგენილია, რომ Google ამუშავებს 70 000-ზე მეტ საძიებო მოთხოვნას წამში.
Თუ გურთ რომ SERP-ში დაიკავოთ მოწინავე პოზიციები, უნდა გამოიყენოთ კონკრეტული საძიებო სიტყვები, რომლებსაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები ეძებენ. Წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად როგორ იპოვიან ისინი თქვენს კონტენტს და ვებსაიტს?
Დაიწყეთ საძიებო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტებით (keyword research tools), მათი საშუალებით გაარკვევთ თუ რას ეძებენ მომხმარებლები, რა საძიებო სიტყვებს იყენებენ და რამდენად პოპულარულია ეს მოთხოვნები.
Მომხმარებლის განზრახვა
Მომხმარებლის განზრახვა ნიშნავს მომხმარებლის ძიების მიზანს, ჩვენ უნდა გავარკვიოთ. კონკრეტული საძიებო სიტყვის აკრეფისას რისი აღმოჩენა სურს მომხმარებელს საძიებო სისტემაში.
Ზოგადად არსებობს მომხმარებლის განზრახვის ოთხი ტიპი:
- Ინფორმაციული განზრახვა: როდესაც მომხმარებელი ეძებს პასუხს კონკრეტულ კითხვებზე. Ის შეიძლება ეძებდეს განმარტებებს, სახელმძღვანელოებს ან კვლევის მასალებს.
- Ნავიგაციის მიზანი: როდესაც მომხმარებელი ეძებს კონკრეტულ ბრენდს ან ვებსაიტს. Მათ უკვე იციან რისი პოვნა სურთ და იყენებენ საძიებო სისტემას კონკრეტული ვებგვერდების მოსაძიებლად.
- Ტრანზაქციის განზრახვა: როდესაც მომხმარებელი ეძებს ისეთ სერვისებს როგორიცაა: ონლაინ შესყიდვა, სერვისის გამოწერა, თანხის გადარიცხვა და ა.შ.
- კომერციული განზრახვა: როდესაც მომხმარებელი იკვლევს პროდუქტებს ან სერვისებს, რადგან მოგვიანებით შეიძინოს. Ის ადარებს პროდუქტებს, კითხულობს მიმოხილვებს და ეძებს საუკეთესოს, სანამ შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებს.
Კითხვადობა
SEO Writing-ი არ არის მხოლოდ წერის უნარი, ეს ეხება მის კითხვადობას. საკმარისი არ არის მხოლოდ საძიებო სიტყვების განთავსება თქვენს შინაარსში. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ როგორი იქნება აუდიტორიის შთაბეჭდილება როდესაც ისინი თქვენს სტატიას წაიკითხავენ.
Დაიცავით სწორი ბალანსი საძიებო სისტემებსა და მკითხველს შორის: Თქვენი შინაარსის საძიებო სიტყვებითა და შიდა ბმულებით ოპტიმიზაციის გარდა, ფოკუსირება მოახდინეთ მომხმარებლის წაკითხვის უნარზე. Დაწერეთ მკითხველისთვის მოსახერხებელი ფორმით, მკაფიო და ლაკონური ენით, თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ სათაური რომელიც შესაბამისობაშია თქვენს შინაარსთან.(დაწვრილებით ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ).
Თქვენი სტატიის წერისა და რედაქტირებისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: ადვილი გასაგებია? Აქვს თუ არა მას ლოგიკური შინაარსი? Საერთოდ არის საინტერესო? Თუ რომელიმე ამ კითხვაზე პასუხი არის "არა", აუცილებლად შეიტანეთ ცვლილებები შინაარსში მანამდე, სანამ ყველა კითხვაზე პასუხი "კი" არ იქნება.
Გამოიყენეთ სწორად შერჩეული სათაურები
სათაური ეხმარება Google's web crawler-ს თქვენი ბლოგ პოსტისა და მასში შემავალი შინაარსის გარკვევაში.
Crawler-ზე იფიქრეთ როგორც მკითხველზე, რომელიც კითხულობს თქვენ ბლოგს და მისი მიმოხილვა სურს, აინტერესებს რას მოიცავს თქვენი სტატია, ეს არის თქვენი H1, შემდეგ H2s, H3s, H4s (სათაური და ქვესათაურები).
Ასე რომ, თქვენი სათაური და ქვესათაურები უნდა ასახავდეს ძირითად შინაარსს და შეიცავდეს საძიებო სიტყვებს. Როდესაც იყენებთ იმ საკვანძო სიტყვებს, რომლებსაც თქვენი სამიზნე აუდიტორია იყენებს, თქვენ გაქვთ მაღალი შანსი SERP-ში მაღალი პოზიციის დასაკავებლად.
Წერეთ ადამიანებისთვის და არა საძიებო სისტემებისთვის
SEO-ს ყველა სახელმძღვანელო მიგვითითებს: "როდესაც მოხმარებელი რაიმეს ეძებს Google-ში, ის ეძებს პასუხს მოთხოვნაზე."
Გაითვალისწინეთ თქვენი მომხმარებლის ინტერესები, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი თემების შერჩევა რომელიც მორგებული იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებლის მოთხოვნებზე.
Დაწერეთ სწორი, ლაკონური და გასაგები შინაარსი, წერეთ საინტერესო და მარტივი ენით, შექმენით ისეთი სტატია რომელიც მომხმარებლის ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
Სათაურის ოპტიმიზაცია
SEO-სთვის გამართული პოსტის შემთხვევაშიც კი, ცუდმა სათაურმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ SERP-ში. Პოსტის დასათაურებისას გაითვალისწინეთ SEO მოთხოვნები, დაწერეთ დამაჯერებელი სათაური, რომელიც ასევე მოიცავს მთავარ საძიებო სიტყვას.
Გამოიყენეთ საძიებო სიტყვები თქვენს Meta Description-ში
Ამატებთ Meta Description-ს თქვენს პოსტებს? Თუ თქვენი პასუხია "არა", მაშინ ალბათ ვერ მიიღებს იმდენ ტრეფიკს, რამდენის მიღებაც შეგეძლოთ. Მოდით გავიგოთ რატომ არის Meta Description მნიშვნელოვანი.
Ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბლოგ პოსტის Google-თან კომუნიკაციის რამდენიმე გზაზე: სათაურები, საძიებო სიტყვები, მომხმარებელთა განზრახვა. თუმცა, ეს არ არის ამომწურავი სია.
Meta Description – არის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც Google crawls – იყენებს თქვენი საძიებო რეიტინგის დასადგენად, Meta Description – არის შინაარსის მოკლე აღწერილობა, ერთიდან სამ წინადადებამდე. რომელსაც ვხედავთ საძიებო შედეგებში სათაურის ქვეშ. Მისი წერისას გამოიყენეთ ერთი ან ორი საკვანძო სიტყვა.
Დაიწყეთ SEO Writing-ი
Თქვენ უკვე იცით როგორ დაწეროთ შინაარსი რომელიც აუდიტორიას მოეწონება. Ახლა დროა შევმატოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც Google-ს მოსწონს. Ეს შეიძლება თავიდან რთულად ჟღერდეს, მაგრამ ამ SEO რჩევების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ არის მოწოდებული, თქვენ უმოკლეს დროში აღმოჩნდებით Google-ის პირველ გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ არის მნიშვნელოვანი საძიებო სიტყვების კვლევა SEO სტატიის დაწერამდე?
საძიებო სიტყვების კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით იგებთ, თუ რას ეძებენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები Google-ში. ეს პროცესი გეხმარებათ გამოიყენოთ ის კონკრეტული ფრაზები, რომლებსაც აუდიტორია იყენებს, რაც ზრდის შანსს, რომ მათ თქვენი კონტენტი და ვებსაიტი იპოვონ. საძიებო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტები გაწვდით ინფორმაციას მოთხოვნების პოპულარობის შესახებაც, რაც კონტენტის სწორად დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ.
რას ნიშნავს მომხმარებლის განზრახვა SEO-ში და რა ტიპები არსებობს?
მომხმარებლის განზრახვა არის მომხმარებლის ძიების კონკრეტული მიზანი, ანუ ის, რისი პოვნა სურს მას საძიებო სისტემაში. სტატიის მიხედვით, არსებობს მისი ოთხი ძირითადი ტიპი: ინფორმაციული, როცა მომხმარებელი პასუხს ეძებს; ნავიგაციის, როცა კონკრეტულ ვებსაიტს ეძებს; ტრანზაქციის, როცა მზად არის შესყიდვისთვის; და კომერციული, როცა პროდუქტებს ან სერვისებს იკვლევს მომავალი შენაძენისთვის.
რა როლს ასრულებს სათაურები (H1, H2, H3) SEO კონტენტში?
სათაურები ეხმარება Google-ის საძიებო რობოტს (web crawler), გაიგოს თქვენი ბლოგპოსტის სტრუქტურა და შინაარსი. ისინი სტატიის მთავარ თემებსა და ქვეთემებს გამოკვეთენ, რაც Google-ს კონტენტის კატეგორიზაციაში ეხმარება. სწორად გამოყენებული სათაურები, რომლებიც რელევანტურ საძიებო სიტყვებს შეიცავს, ზრდის თქვენს შანსს, დაიკავოთ მაღალი პოზიცია საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
ვისთვის უნდა დაიწეროს SEO სტატია — ადამიანებისთვის თუ საძიებო სისტემებისთვის?
SEO სტატია პირველ რიგში ადამიანებისთვის უნდა დაიწეროს, თუმცა საძიებო სისტემების მოთხოვნების გათვალისწინებით. მთავარი მიზანია, შეიქმნას მკითხველისთვის საინტერესო, მარტივად გასაგები და ლოგიკური შინაარსი, რომელიც მათ კითხვებს პასუხობს. ამასთან, აუცილებელია საძიებო სიტყვების ოპტიმიზაცია, რათა Google-მა შეძლოს კონტენტის სწორად ინდექსირება. მნიშვნელოვანია ამ ორ ფაქტორს შორის ბალანსის დაცვა.
რა არის Meta Description და რატომ არის ის მნიშვნელოვანი SEO-სთვის?
Meta Description არის შინაარსის მოკლე, ერთიდან სამ წინადადებამდე აღწერილობა, რომელიც საძიებო შედეგებში სტატიის სათაურის ქვეშ ჩანს. ის მნიშვნელოვანია, რადგან Google იყენებს მას საძიებო რეიტინგის განსაზღვრისას. Meta Description-ში ერთი ან ორი მთავარი საძიებო სიტყვის გამოყენება ეხმარება საძიებო სისტემას, უკეთ გაიგოს თქვენი გვერდის შინაარსი და გაზარდოს ორგანული ტრაფიკის მიღების შანსი.
მზად ხართ SEO შედეგისთვის?
გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.
უფასო SEO აუდიტი