გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
მედიცინა 6 თვე

#1 პოზიცია Google-ში: 0-დან 1,620 ვიზიტორამდე 6 თვეში

სტრატეგია ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული — ფოკუსი ყველაზე მაღალი შემოსავლის სერვისზე (იმპლანტაცია). 52% CTR "იმპლანტის ფასი" ქივორდზე. 63,000 იმპრესია 3 თვეში.

1,620
ვიზიტორი/თვე
52%
CTR
63,000
იმფრეშენები

გამოწვევა

სამედიცინო სფეროში პაციენტების მოზიდვის ძველი მეთოდები, რომლებიც მხოლოდ სტრატეგიულ მდებარეობასა და თვითდინებით მოსულ ადამიანებზე ორიენტირებას გულისხმობდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს მთავარი ბრძოლა პირველობისთვის Google-ის საძიებო ველზე გადის — ეს იმიტომ, რომ შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც — პაციენტი უკვე Google-ში ეძებს საუკეთესო ექიმს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

ჩვენი კლიენტიც ზუსტად ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას ვებგვერდი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, მისი ხილვადობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. შედეგად, ბიზნესი კარგავდა იმ პოტენციურ პაციენტებს, რომლებიც მომსახურებას უკვე ციფრულ სივრცეში ეძებდნენ.

სტრატეგია: ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული SEO

ნაცვლად იმისა, რომ რესურსი ზოგადი ტრაფიკის მოზიდვაზე დაგვეხარჯა, ჩვენი სტრატეგია ბიზნესის რეალურ საჭიროებებს მოვარგეთ. მთავარი აქცენტი იმ სერვისებზე გადავიტანეთ, სადაც ყველაზე მაღალი ფინანსური ამონაგებია.

ამრიგად, იდენტიფიცირდა კლინიკის ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება — იმპლანტაცია. სტრატეგიაც ამ მიმართულებით პირველი პოზიციების დაკავებაზე აიგო, რათა ბიზნესს ამ კომპლექსური მომსახურებით დაინტერესებული პაციენტების ნაკადი მიეღო.

იმპლანტაციის SEO

სტრატეგიაც ამ მიმართულებით პირველი პოზიციების დაკავებაზე აიგო, რათა ბიზნესს ამ კომპლექსური მომსახურებით დაინტერესებული პაციენტების ნაკადი მიეღო.

სტრუქტურული ოპტიმიზაცია

ყველა სერვისის მიმართულებით დავამატეთ ინდივიდუალური გვერდები. ამან საძიებო სისტემებს საშუალება მისცა, თითოეული მომსახურება ზუსტად აღექვა და კონკრეტული ძიებისთვის დაეკავშირებინა.

ლოკალური SEO (GMB)

ბაზარზე გავრცელებული შეცდომის საპასუხოდ, Google Business Profile-ის სათაურში სტრატეგიული საკვანძო სიტყვები ჩავამატეთ. ამ მარტივმა, მაგრამ ეფექტურმა ცვლილებამ მყისიერად გაზარდა ზარების რაოდენობა.

კონვერსიის ოპტიმიზაცია

საიტზე ჩავაშენეთ სტრატეგიული CTA ღილაკები და დავნერგეთ შედეგების კონტროლის სისტემა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საიტზე ყოველი ვიზიტი რეალურ ზარებში ასახულიყო.

შედეგები: 0-დან 1,620 ვიზიტორამდე და სრული დომინაცია ბაზარზე

6-თვიანი მუშაობის შემდეგ, საიტის ხილვადობამ და ტრაფიკმა სტომატოლოგიური სფეროსთვის რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. Google Search Console-ის მონაცემები მკაფიოდ ასახავს ზრდის დინამიკას:

ორგანული ტრაფიკის მასშტაბური პროგრესი: საწყისი ეტაპის შემდეგ, ყოველთვიური ვიზიტორების რაოდენობა 0-დან 1,620-მდე გაიზარდა 6 თვის განმავლობაში. ბოლო ორ თვეში — 580-დან 1,620-მდე — ტრაფიკი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

რეკორდული ხილვადობა: ბოლო 3 თვეში საიტი ძიების შედეგებში 63,000-ჯერ გამოჩნდა. უპრეცედენტო CTR: საკვანძო სიტყვაზე „იმპლანტის ფასი" მივაღწიეთ 52%-იან CTR-ს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ადამიანი, რომელიც ამ სერვისს ეძებს, ჩვენი კლიენტის საიტზე გადადის. 50%-ზე მაღალი CTR ადასტურებს, რომ მომხმარებლის განზრახვა და ჩვენი მეტა მონაცემები იდეალურად არის ოპტიმიზირებული, რის გამოც კლინიკა ბაზრის უპირობო ლიდერად იქცა.

0→1,620
ვიზიტორი 6 თვეში
52% CTR
რეკორდული
63,000
იმფრეშენი 3 თვეში

ტრაფიკის ზრდის დინამიკა

0
თვე 1
80
თვე 2
250
თვე 3
580
თვე 4
1,050
თვე 5
1,620
თვე 6

ორიგინალი Search Console მონაცემები

სტომატოლოგიური კლინიკა - Search Console მონაცემები 1
სტომატოლოგიური კლინიკა - Search Console მონაცემები 2
სტომატოლოგიური კლინიკა - Search Console მონაცემები 3
სტომატოლოგიური კლინიკა - Search Console მონაცემები 4

სამომავლო პერსპექტივა: სამედიცინო ტურიზმი და მასშტაბირება

მიღწეული შედეგები მხოლოდ საფუძველია იმ დიდი პოტენციალის, რომელსაც ეს კლინიკა ფლობს. ვინაიდან ლოკალურ ბაზარზე ყველაზე კონკურენტული პოზიციები უკვე მოპოვებული გვაქვს, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო ამბიციურია: შედეგების გასამმაგება და სამედიცინო ტურიზმი — ინგლისურენოვანი SEO მომსახურება კლინიკას მისცემს შესაძლებლობას, მომსახურება შესთავაზოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს და მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები.

1.6K ვიზიტორი ნიშნავს 1600+ ადამიანს, რომელიც კონკრეტულ სტომატოლოგიურ მომსახურებას ეძებდა და ჩვენს კლიენტთან მივიდა. სანამ კონკურენტები ძველებურად ქუჩიდან შემოსულ პაციენტებს ელიან, ეს კლინიკა Google-ის პირველივე გვერდიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიან შეკვეთებს იღებს.

რა ვისწავლეთ

  • სტომატოლოგიის/იმპლანტაციის ნიშაში კონკურენცია მაღალია, მაგრამ ფოკუსირებული SEO სტრატეგიით #1 პოზიციის მიღწევა შესაძლებელია
  • CTR ოპტიმიზაცია (Title Tags, Meta Descriptions, Rich Snippets) პირდაპირ გავლენას ახდენს ტრაფიკზე — 52% CTR ამის დასტურია
  • Google My Business ოპტიმიზაცია სამედიცინო სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლოკალური პაციენტების მოზიდვისთვის

გსურთ მსგავსი შედეგების მიღწევა?

მოითხოვეთ უფასო SEO აუდიტი და გაიგეთ თქვენი საიტის პოტენციალი

უფასო SEO აუდიტი