2024 წლის მნიშვნელოვანი SEO ტრენდები
სარჩევი
სანამ 2024 წელზე გადავალთ, განვიხილოთ როგორი იყო 2023 SEO-სთვის.
2023 წელი SEO-ს სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების წელი იყო, ამ წელს გამოჩნდა AI ფართო მოხმარებაში და ალბათ მეათასედ გაჩნდა მოსაზრება რომ SEO "მოკვდებოდა". თუმცა რეალურად ChatGPT ბევრი SEO სპეციალისტისთვის გახდა უბრალოდ დამხმარე კონტენტის შექმნაში.
2023-ში იყო ცხრა დადასტურებული Google-ს ალგორითმის განახლება, თუმცა მათგან გამოვყოფდი სამს:
- მაისში Core update - ამ ფართომასშტაბიანი განახლებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ძიების რეიტინგებზე, იგი ხაზს უსვამს მაღალი ხარისხის კონტენტის და E-E-A-T მნიშვნელობას.
- სექტემბერში - გამოსადეგი კონტენტის განახლება - ეს განახლება მიზნად ისახავდა ორიგინალური, სასარგებლო და ინფორმაციული შინაარსის მქონე ვებსაიტების დაჯილდოებას.
- ოქტომბერში სპამის განახლება - ამ განახლებამ საძიებო რეზულტატებიდან მოაშორა სპამ ვებსაიტები.
პირველ რიგში, SEO-ს მომავალი უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული, ეთიკური და ტექნოლოგიურად მოწინავე მიდგომებისკენ არის მიმართული.
1. SGE (Search Generative Experience)
SGE გვთავაზობს AI-ს მიერ გენერირებულ შედეგებს რომელიც გამოჩნდება სულ ზემოთ საძიებო შედეგების დასაწყისში. ეს რათქმაუნდა შეცვლის როგორც მომხმარებელთა ინტერაქციის ქცევას ასევე საიტების ოპტიმიზაციას რათა მიიღონ ტრეფიკი საძიებო სისტემებიდან.
SGE აძლიერებს მომხმარებლის ინტერაქციას, ზუსტი, მკაფიო და ლაკონური პასუხის მიწოდებით.
როგორ მოვემზადოთ?
- კონტენტზე ფოკუსირება რომელიც პირდაპირ და ამომწურავად პასუხობს მომხმარებლის შეკითხვებს
- რეპუტაციული მენეჯმენტი ხდება უფრო მნიშვნელოვანი როგორც არასდროს
- SGE-ს ეპოქაში პირველი პირის გამოცდილება ექცევა ცენტრში
2. Google-ის E-E-A-T (ექსპერტიზა, გამოცდილება, ავტორიტეტულობა, სანდოობა)
კვლავაც იქნება SEO-ს სასიცოცხლო ასპექტი. სავარაუდოთ იგი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ოდესმე ყოფილა.
როგორ მოვემზადოთ?
- შექმენით ყოვლისმომცველი, ექსპერტული დონის და მაღალი ხარისხის კონტენტი
- შექმენით კონტენტის კატალოგი თქვენთან დაკავშირებულ თემებსა და ქვეთემებზე
- შეიმუშავეთ საიტის არქიტექტურა რომელიც გაუადვილებს მომხმარებლებს შესაბამისი კონტენტის აღმოჩენას
3. ბექლინკები
ბექლინკებს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდათ 2023-ში და მათი როლი მხოლოდ გაიზრდება მიმდინარე წელს. პირადად ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შემიძლია გითხრათ რომ ახალი საიტი - თუნდაც მხოლოდ ერთი ნორმალური ბექლინკით უფრო მალე იკავებს პოზიციებს საძიებო რეზულტატებში ვიდრე ახალი საიტი ბექლინკების გარეშე.
მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭეთ რელევანტური საიტების კონტენტიდან მომავალ ლინკებს, ეცადეთ მოიცვათ და აითვისოთ თქვენი სფეროს ტოპ ავტორიტეტები და არ დაინანოთ ფული Link-building-ში.
4. იმუშავეთ პროექტზე ისე როგორც ბრენდზე
წლებია Google უპირატესობა ანიჭებს ბრენდებს, ისინი უფრო მარტივად იღებენ პოზიციებს. 2024 წელს SEO-ს ფოკუსი სავარაუდოდ გადაინაცვლებს ფართო ონლაინ ხილვადობის დამყარებაზე.
რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული გექნებათ ტრეფიკის წყარო და აქტიურად იქნებით წარმოდგენილი სხვადასხვა სოც ქსელსა და პლატფორმაზე უფრო მეტი შანსია Google-მაც უკეთესი თვალით შემოგხედოთ.
5. განაახლეთ არსებული კონტენტი
სწრაფად მზარდი კონკურენციის პირობებში, თქვენი კონტენტის განახლება მნიშვნელოვანია რელევანტურობის და პოზიციების შესანარჩუნებლად. Google-ს უყვარს განახლებადი კონტენტი. AI-ს ეპოქაში კონტენტის შემოდინების სიჩქარე დრამატულად გაიზარდა.
6. იცვლება მომხმარებელთა ძიების განზრახვა
მომხმარებელთა ძიების განზრახვა გადადის ტრანზაქციულ და კომერციულ მოთხოვნებზე. Google ახდენს საძიებო რეზულტატების ხელახლა კალიბრაციას რათა ყურადღება გადაიტანოს მსგავსი ტიპის მოთხოვნებზე.
გასაგებ ენაზე რომ ვთქვა უფრო მეტ ადამიანს სურს და მზად არის რომ რაიმე შეიძინოს ვინც იყენებს ძებნას.
წყაროები: Moz.com, semrush.com, searchenginejournal.com, searchengineland.com, searchenginewatch.com
გაინტერესებთ თქვენი საიტის SEO?
მიიღეთ უფასო აუდიტი და გაიგეთ რა აკლია თქვენს საიტს.
მზად ხართ SEO შედეგისთვის?
გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.
უფასო SEO აუდიტი