2024 წლის მარტის Google განახლება, სრული ინფორმაცია
სარჩევი
ეს განახლება იქნება სხვებზე დიდი და მნიშვნელოვანი რადგან ერთდროულად ეხება როგორც კონტენტს ასევე სხვადასხვა ტიპის ბექლინკებს. გუგლი აპირებს რომ უხარისხო კონტენტის 40% მოაცილოს საძიებო რეზულტატებიდან.
მთავარი ფაქტორები
ხდება AI საიტების მასიური დეინდექსაცია.
საიტებს რომელთაც ჰქონდათ AI-ს მიერ დაგენერირებული კონტენტი მასიურად, კარგი დღე არ უდგათ, გუგლი მიმართავს ძველებურ მეთოდებს და ახდენს მათ მთლიანად ამოღებას საძიებო რეზულტატებიდან. ბოლო რამოდენიმე წელია განახლებების შემდეგ ნაკლებად ხდებოდა მასიური დელისტი, უფრო მეტად ვებსაიტებს უმცირდებოდათ ტრეფიკი, კარგავდნენ პოზიციებს, თუმცა ამჟამად გუგლი გადამჭრელ ზომებს მიმართავს.
Expired domains
საკმაოდ ცნობილი მეთოდია ვადაგასული დომენების ყიდვა რომელსაც ჰქონდათ კარგი ბექლინკ პროფილი და შემდეგ მათი 301 რედაირექთისთვის ან SEO პროექტისთვის გამოყენება. გუგლი ამჟამად ვადაგასული დომენების გამოყენებას რომლებიც ხელახლაა ნაყიდი განიხილავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად და სპამად (თუ მათზე იქნება დაბალი ხარისხის კონტენტი).
ეს განახლება სპეციფიკურად მსგავს პროექტებსაც შეეხება.
შეგიძლიათ თუ არა expired დომენების კიდევ გამოყენება SEO-სთვის? კი.
მესამე მხარის კონტენტი.
ბოლო რამოდენიმე წელია ე.წ Guest post-ები ითვლება ყველაზე უსაფთხო გზად ლინკების გასაკეთებლად. თუმცა დაგროვდა ძალიან ბევრი პუბლიკაცია რომელიც გათვლილია არა საიტის მკითხველისთვის არამედ საძიებო სისტემისთვის. ეს განახლება ნაწილობრივ შეეხება მსგავსი ტიპის ლინკებსაც. უფრო მეტად სარეკლამო სტატიებს რომელსაც აქვთ მსხილი პოზიციები მოპოვებული ძებნისას, ეს ჩაითვლება ე.წ პარაზიტულ SEO-დ. ამ შემთხვევაში მთლიანად საიტებს არ ამოიღებს ძებნისას, კონკრეტული გვერდები დაკარგავს პოზიციებს. ასევე შეიძლება საიტებმა მიიღონ manual actions გაფრთხილებები სერჩ კონსოლში.
რა მიმართულებით ვითარდება საძიებო რეზულტატები?
ბოლო რამდენიმე თვეა რედიტი, Quora და მსგავსი ვებსაიტები დომინირებენ სერპში, გუგლი უპირატესობას ანიჭებს ვებსაიტებს სადაც მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს სხვისი პირადი გამოცდილება და არა ლამაზი AI სტატია.
რა ვქნათ?
ეცადეთ შექმნათ ის რასაც ვერ იზავს AI, გაუზიარეთ მომხმარებლებს თქვენი პირადი გამოცდილება.
სტატია განახლდება და შეივსება ინფორმაციით განახლების პროცესში და შემდგომ...
ხშირად დასმული კითხვები
2024 წლის მარტის განახლების შემდეგ რა ემართებათ საიტებს, რომლებიც AI კონტენტს იყენებენ?
ამ განახლების შემდეგ, საიტები, რომლებიც მასიურად იყენებდნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტს, საძიებო სისტემიდან სრულად იშლება. Google აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პოზიციების და ტრაფიკის შემცირებით, არამედ მიმართავს დეინდექსაციას, რაც საიტის რეზულტატებიდან სრულად ამოღებას გულისხმობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომა, რომელსაც Google ამ მიმართულებით იღებს.
Google-ის ახალი განახლების მიხედვით, კიდევ შემიძლია ვადაგასული დომენების გამოყენება SEO-სთვის?
დიახ, ვადაგასული დომენების გამოყენება SEO-სთვის კვლავ შესაძლებელია. თუმცა, Google სპამად და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად მიიჩნევს მათ გამოყენებას, თუ ასეთ დომენზე დაბალი ხარისხის კონტენტი განთავსდება. განახლება კონკრეტულად მიმართულია იმ პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც ვადაგასულ დომენებს მხოლოდ ბექლინკ პროფილის გამო ყიდულობენ და უხარისხო შინაარსით ავსებენ.
როგორ შეეხო მარტის განახლება გესთ პოსტებს და „პარაზიტულ SEO-ს“?
განახლება შეეხო იმ გესთ პოსტებსა და სარეკლამო სტატიებს, რომლებიც შექმნილია საძიებო სისტემისთვის და არა რეალური მკითხველისთვის. ამ პრაქტიკას Google „პარაზიტულ SEO-დ“ მიიჩნევს. ამ შემთხვევაში, მთლიანი საიტი არ ისჯება, არამედ კონკრეტული გვერდები კარგავენ პოზიციებს. ასევე, შესაძლებელია საიტებმა მიიღონ გაფრთხილება Search Console-ში.
რა არის Google-ის 2024 წლის მარტის განახლების მთავარი მიზანი?
განახლების მთავარი მიზანია საძიებო შედეგებიდან უხარისხო კონტენტის 40%-ის მოცილება. Google ერთდროულად ამკაცრებს პოლიტიკას როგორც ხელოვნური ინტელექტის მიერ მასიურად შექმნილი კონტენტის, ასევე სპამური ბექლინკების მიმართ, როგორიცაა ვადაგასული დომენებისა და გესთ პოსტების არასწორი გამოყენება. ეს არის კომპლექსური განახლება, რომელიც კონტენტსა და ბექლინკებს ერთდროულად ეხება.
რა ტიპის კონტენტს ანიჭებს Google უპირატესობას ახალი განახლების შემდეგ?
Google ახლა უპირატესობას ანიჭებს ისეთ კონტენტს, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ავტორის პირად გამოცდილებას. საძიებო სისტემაში დომინირებენ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Reddit და Quora, სადაც აქცენტი კეთდება რეალურ, ადამიანურ გამოცდილებაზე და არა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ ზოგად სტატიებზე. რეკომენდებულია ისეთი შინაარსის შექმნა, რასაც AI ვერ შექმნის.
გაინტერესებთ თქვენი საიტის SEO?
მიიღეთ უფასო აუდიტი და გაიგეთ რა აკლია თქვენს საიტს.
მზად ხართ SEO შედეგისთვის?
გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.
უფასო SEO აუდიტი