ტრაფიკის 250%-იანი ზრდა 3 თვეში
ორგანული ტრაფიკი 2.5-ჯერ გაიზარდა მოკლე პერიოდში. 8 გვერდის Keyword Mapping, On-page ოპტიმიზაცია და სტრატეგიული ლინკ ბილდინგი — ყველაფერი ერთად მუშაობდა საშუალო გაყიდვის $30,000-იანი პოტენციალისთვის.
+250%
ტრაფიკის ზრდა
3 თვე
პერიოდი
$30K
საშუალო გაყიდვა
რას ვხედავთ: Google Search Console
3 თვის განმავლობაში ორგანული ტრაფიკი 250%-ით გაიზარდა. 8 გვერდის ოპტიმიზაციამ და ლინკ ბილდინგმა თვალსაჩინო შედეგი მოიტანა.
Before / After
ქივორდები ტოპ 10-ში იყო, მაგრამ სწრაფი ზრდის პოტენციალი გამოუყენებელი რჩებოდა. 3 თვეში ტრაფიკი 250%-ით გაიზარდა.
ტრაფიკის 250%-იანი ზრდა 3 თვეში
გვინდა რომ 10xSEO-ს ერთ-ერთი, არც თუ ისე გამორჩეული Case Study გაგიზიაროთ, სადაც ორგანული ტრაფიკი დროის მოკლე პერიოდში გავზარდეთ 2.5-ჯერ.
სტრატეგია
პროექტზე მუშაობა სტანდარტული სტრატეგიით დავიწყეთ: ჩავატარეთ ქივორდების კვლევა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გავიარეთ მათი შესაბამისობისა და პრიორიტეტიზაციის საკითხი.
შევარჩიეთ ტოპ 10-ში მყოფი ქივორდები, რომლებიც არ იკავებდნენ პირველ პოზიციას, დავინახეთ სწრაფი ზრდის პოტენციალი მათში და დავიწყეთ მუშაობა.
საწყის ეტაპზე შეირჩა 8 გვერდი — შესაბამისი ქივორდები გადანაწილდა აღნიშნულ გვერდებზე (Keyword Mapping), მოხდა მათი On-Page ოპტიმიზაცია და შეივსო კონტენტით.
დაემატა რამდენიმე ბლოგი აღნიშნული გვერდების რელევანტურ თემატიკაზე და მოხდა შიდა გადალინკვები. გაუმჯობესდა ნავიგაცია ვებსაიტზე და აღნიშნულ გვერდებზე მიენიჭა პრიორიტეტი.
შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ ლინკ ბილდინგი — გავაძლიერეთ მთავარი გვერდი ბრენდული ენქორებით, ლინკები გაუკეთდათ შერჩეულ გვერდებსაც.
"ვიცოდით, რომ პოტენციალი იყო, მაგრამ არ გვესმოდა, რატომ არ ვზრდილიყავით. 10xSEO-მ ზუსტად გვიჩვენა სად იყო ხარვეზი."
— კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი
შედეგი: 250%-იანი ზრდა
ამ ეტაპზე ტრაფიკი 250%-ით არის გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ზოგადად ძებნების ტენდენცია მკვეთრად იკლებს.
მიიღე შენი ზრდის გეგმა
გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.
მიიღე ზრდის გეგმამსგავსი ქეის სტადიები
სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ