გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
ტექნოლოგიური სტარტაპი Shopify SEO აშშ ბაზარი

როგორ გავზარდეთ ტრეფიკი 270%-ით, გაყიდვები 45%-ით?

ამერიკულ ბაზარზე მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპი Shopify-ზე. კონკურენტები: Apple, Sony. ტექნიკური SEO გასწორების, დუბლირებული კონტენტის აღმოფხვრის და ახალი SEO სტრატეგიის შედეგად ტრაფიკი 270%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვები 45%-ით.

+270%

ტრაფიკის ზრდა

+45%

გაყიდვების ზრდა

Shopify

პლატფორმა

რას ვხედავთ: Google Search Console

ტექნიკური SEO-ს გასწორებისა და კონტენტ სტრატეგიის შემდეგ ტრაფიკი სწრაფად დაიწყო ზრდა. გაყიდვებმაც შესაბამისად მოიმატა.

ბოლო 3 თვე
კლიკები გაყიდვები
↑ 270% ტრაფიკი
თვე 1თვე 2თვე 3

Before / After

Shopify-ის ტექნიკური პრობლემები და 30-40 დუბლირებული ბლოგი. გადაწყვეტის შემდეგ — 270% ტრაფიკი და 45% გაყიდვები.

BEFORE
ტრაფიკიარაოპტიმალური
დუბლირებული ბლოგები30-40
ტექნიკური პრობლემებიმრავალი
AFTER
ტრაფიკი+270%
გაყიდვები+45%
პოზიციებიკონკურენტული

როგორ გავზარდეთ ტრეფიკი 270%-ით, გაყიდვები კი 45%-ით?

როცა 10xSEO-მ პროექტზე მუშაობა დაიწყო, წინ დიდი გამოწვევები დახვდა. საქმე ეხებოდა ამერიკულ ბაზარზე მოქმედ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც Shopify-ის პლატფორმაზე ოპერირებდა და ისეთ კონკურენტებთან უწევდა დაპირისპირება, როგორებიც არიან Apple და Sony.

კომპანიას უკვე ჰქონდა SEO ოპტიმიზაციაზე გარკვეული ნამუშევარი, მაგრამ შედეგები არ იყო ოპტიმალურიც კი. პრობლემა მხოლოდ ცალკეულ შეცდომებში არ ყოფილა — მთლიანად სტრატეგია მოითხოვდა გადახედვას. თუმცა, ვიცოდით, რომ ამ პროექტს სწორი მიდგომით დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ტექნიკური SEO-ს გასწორება

პირველი ნაბიჯი ტექნიკური SEO-ს გასწორება იყო. Shopify-ზე ოპერირება ერთის მხრივ კომფორტულია, მაგრამ მისი ჩაშენებული SEO ფუნქციები ყოველთვის ვერ პასუხობს მაღალი კონკურენციის ნიშების მოთხოვნებს.

საიტზე არაერთი ტექნიკური პრობლემა იყო — დუბლირებული კონტენტი, არასწორი ინდექსაცია, ქაოტურად დაყენებული მეტა მონაცემები და ცუდად სტრუქტურირებული ბლოგები. ჩვენი გუნდი ეტაპობრივად შეუდგა თითოეულ პრობლემაზე ზრუნვას, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და საძიებო სისტემებისთვის საიტი ბევრად უფრო გასაგები გახადა.

ქივორდების ანალიზი და კონტენტის სტრატეგია

როცა კონკურენტული ნიშის SEO-ს აკეთებ, საკვანძო სიტყვების ზედაპირული შერჩევა არაფერს მოგიტანს. აუცილებელია სიღრმისეული კვლევა, რათა ზუსტად განსაზღვრო, სად გაქვს წარმატების შანსი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ ქივორდების დეტალური ანალიზი — შევისწავლეთ კონკურენტები, შევარჩიეთ ისეთი სიტყვები, რომელთა საშუალებითაც რეალური პოზიციონირება შეიძლებოდა და შემდეგ ისინი კონკრეტულ გვერდებს შევუსაბამეთ.

საიტს საკმაოდ დიდი ბლოგი ჰქონდა — 90-მდე სტატია, რომლებიც, ერთი შეხედვით, ხარისხიან კონტენტს ჰგავდა. მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: 30-40 მათგანი მაინც დუბლირებული იყო, თანაც არასაკმარისად ოპტიმიზირებული.

პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო დუბლირებული კონტენტის აღმოფხვრა. შემდეგ კი თითოეული არსებული ბლოგი თუ სტატია ხელახლა გადავწერეთ, თანაც SEO-ზე მორგებულად. გადამწყვეტი ეტაპი მაინც ახალი კონტენტის შექმნა აღმოჩნდა. ჩვენი სტრატეგია მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო: სწორად შერჩეულ საკვანძო სიტყვებზე ფოკუსირებული, კარგად სტრუქტურირებული და საძიებო სისტემისთვის ღირებულების მქონე მასალები. როგორც იქამდე არსებულს, ისე თითოეულ ახალ ბლოგს დავუწერეთ მეტა სათაური, აღწერა, გავუკეთეთ On-Page ოპტიმიზაციაც.

"Apple-თან და Sony-სთან კონკურენცია Shopify-ზე — ეს გამოწვევა იყო. 10xSEO-მ სწორი სტრატეგია აგვირჩია."

— სტარტაპის CEO

შედეგი: ტრაფიკი +270%, გაყიდვები +45%

სამი თვის განმავლობაში საიტზე ტრეფიკი 270%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებმა მხოლოდ ბოლო თვეში 45%-ით მოიმატა. გარდა ამისა, საიტმა დაიკავა ბევრად უკეთესი პოზიციები საკვანძო სიტყვებზე, რომლებზეც თავდაპირველად ფიქრსაც ვერავინ გაბედავდა.

ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთი რამით გახდა შესაძლებელი — დეტალებზე ფოკუსირებით, მკაფიო სტრატეგიითა და ორივე გუნდის დაუღალავი შრომით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ SEO მხოლოდ ტექნიკური ოპტიმიზაცია არ არის. ის სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც სწორი ნაბიჯების შემთხვევაში კომპანიას კონკურენტებთან ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს.

ძირითადი მეტრიკები

+270%

ტრაფიკის ზრდა

+45%

გაყიდვების ზრდა

Shopify

პლატფორმა

მიიღე შენი ზრდის გეგმა

გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.

მიიღე ზრდის გეგმა

მსგავსი ქეის სტადიები

სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ

უფასო SEO აუდიტი