როგორ გავზარდეთ ტრაფიკი 28 დღეში 3-ჯერ?
სრულიად ახალი პროექტი, 0-დან დაწყება. Long-Tail ქივორდების სტრატეგიული შერჩევით და ოპტიმიზაციით ტრაფიკი 28 დღეში 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ყოველთვიური კლიკები 1500-ს გადააჭარბა.
3x
ზრდა 28 დღეში
1,500+
კლიკი/თვე
#1
პოზიცია
რას ვხედავთ: Google Search Console
28 დღის განმავლობაში კლიკების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. Long-Tail ქივორდების სტრატეგიულმა გამოყენებამ და მეტა თეგების ოპტიმიზაციამ სწრაფი შედეგი მოიტანა.
Before / After
ახალი პროექტი კონკურენტულ ნიშაში. 28 დღეში ტრაფიკი 3-ჯერ გაიზარდა და ერთი ქივორდი #1 პოზიციაზე გავიდა.
როგორ გავზარდეთ ტრაფიკი 28 დღეში 3-ჯერ?
პროექტი იყო სრულიად ახალი და მასზე მუშაობა დავიწყეთ 0-დან, მაქსიმუმ 6 თვეა რაც ვმუშაობთ და ყოველთვიური კლიკების რაოდენობა უკვე 1500-ზე მეტს შეადგენს.
როგორ შევძელით 1 თვეში შედეგების გასამმაგება?
პირველი ეტაპი
შეირჩა TOP 10-ში მყოფი 5 ქივორდი — ყოველი მათგანი იყო Long-Tail ქივორდი, ანუ შედგება 3 ან მეტი სიტყვისგან. ყველა მათგანი არის Buyer Intent ქივორდი, ანუ მომხმარებლები ანხორციელებენ შეძენას/ზარს აღნიშნული ძიების შემდეგ.
ზემოთ ნახსენებ ქივორდებზე დარანკულ გვერდებს, სხვა გვერდებთან შედარებით მაღალი CTR ჰქონდათ, რამაც გვაფიქრებინა, რომ მათი მეტა თეგები კარგად მუშაობს და წამყვან პოზიციებზე გაყვანისას შეძლება მეტი ტრაფიკის წამოყვანასა და შენარჩუნებას.
მეორე ეტაპი
ზემოთ ნახსენები 5 ქივორდი 2 გვერდს ეკუთვნოდა — ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. 4 ქივორდი ეკუთვნოდა მთავარ გვერდს, 1 ქივორდი ეკუთვნოდა პროდუქციის გვერდს, აქედან გამომდინარე საჭირო იყო მათი სწორად გადანაწილება.
პირველი გვერდი უკვე პოზიციონირებდა ამ 4 საძიებო სიტყვაზე ერთდროულად. რომ გაგვიმარტივდეს წარმოდგენა, დავნომროთ: პირველი ქივორდი, მეორე ქივორდი, მესამე ქივორდი, მეოთხე ქივორდი.
პირველი და მეორე ქივორდი გამოვიყენეთ მეტა სათაურში, ხოლო მეტა აღწერა მესამე და პირველ ქივორდებს დავუთმეთ. H1 მთლიანად დავუთმეთ პირველ ქივორდს, ხოლო მეორე და მეოთხე ქივორდები H2-ებში გადავანაწილეთ.
ოთხივე საძიებო სიტყვა გამოვიყენეთ კონტენტსა და კითხვა-პასუხში — არაუმეტეს 1.5% სიხშირით.
დავწერეთ ორი ბლოგი მესამე და მეოთხე ქივორდებზე, ბლოგში გამოვიყენეთ პირველი და მეორე ქივორდები, რომლებიც გადავლინკეთ მთავარ გვერდზე. გავაკეთეთ ხარისხიანი ბექლინკები, სადაც ენქორად მესამე და მეოთხე ქივორდები გამოვიყენეთ.
ერთი შეხედვით ამ მარტივმა, მაგრამ დამაბნეველმა სტრატეგიამ პოზიციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც აისახა როგორც ტრაფიკზე, ასევე გაყიდვებზე.
"გვჭირდებოდა სწრაფი შედეგი. 10xSEO-მ 28 დღეში გაგვაოცა."
— პროექტის მფლობელი
მეორე გვერდის ოპტიმიზაცია
რაც შეეხება მეორე გვერდს, აქ საქმე მარტივად იყო — მხოლოდ 1 ქივორდი გვქონდა დასაოპტიმიზირებელი. გადავწყვიტეთ On-Page-ს არ შევხებოდით, მთავარი გვერდის ძალა გაგვენაწილებინა აღნიშნულ გვერდზე და ბექლინკებით აგვეწია მისი პოზიცია.
დავამატეთ გადალინკვა მთავარი გვერდიდან და გავაკეთეთ მხოლოდ 1 ძლიერი ბექლინკი. ამჟამად ეს ქივორდი #1 პოზიციას იკავებს.
მიიღე შენი ზრდის გეგმა
გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.
მიიღე ზრდის გეგმამსგავსი ქეის სტადიები
სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ