გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
სამშენებლო Keyword Mapping

როგორ გავაორმაგეთ ტრაფიკი 3 თვეში?

სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიამ მოგვმართა ონლაინ ხილვადობის გაზრდის მიზნით. საწყის ეტაპზე ვებგვერდი არ იკავებდა მოწინავე პოზიციებს. ქივორდების დეტალური კვლევის, მეპინგის და On-Page SEO-ს შემდეგ ბოლო სამ თვეში ტრაფიკი 100%-ით გაიზარდა.

+100%

ტრაფიკის ზრდა

2x

ტრაფიკი გაორმაგდა

5 თვე

თანამშრომლობა

რას ვხედავთ: Google Search Console

ქვემოთ მოცემულია Google Search Console-ის რეალური მონაცემები. გრაფიკზე ნათლად ჩანს, როგორ გაორმაგდა კლიკების რაოდენობა ქივორდ მეპინგის და On-Page SEO ოპტიმიზაციის შემდეგ.

ბოლო 5 თვე
კლიკები იმფრეშენი
↑ 100% ზრდა
თვე 1თვე 2თვე 3თვე 4თვე 5

Before / After

თანამშრომლობის დაწყებამდე კომპანიას არ ჰქონდა ქივორდ მეპინგი და ვებგვერდი კონკურენტებს ჩამორჩებოდა. მუშაობის შემდეგ ტრაფიკი გაორმაგდა და მზარდი ტენდენცია გრძელდება.

BEFORE
ტრაფიკი დაბალი
პოზიციები კონკურენტებს ჩამორჩება
ქივორდ მეპინგი არ არსებობს
AFTER
ტრაფიკი 2x
პოზიციები მოწინავე
ტენდენცია მზარდი

როგორ გავაორმაგეთ ტრაფიკი 3 თვეში?

ხუთი თვის წინ 10xSEO-ს სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიამ მოგვმართა მიზნით, რომ გაეზარდა ონლაინ ხილვადობა და მოეზიდა მეტი პოტენციური კლიენტი. საწყის ეტაპზე ვებგვერდი არ იკავებდა მოწინავე პოზიციებს და საძიებო სისტემებში კონკურენტები უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ. ბოლო სამ თვეში კი ტრაფიკი 100%-ით გაიზარდა (გაორმაგდა) — და ეს მხოლოდ დასაწყისია.

სამშენებლო სეგმენტი ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, სადაც SEO განსაკუთრებით ეფექტურია. მომხმარებელი ამჯობინებს, Google-ით მოიძიოს სასურველი სერვისი ან პროდუქტი, ამიტომ მათ სჭირდებათ სანდო მომსახურება და საძიებო სისტემას მიმართავენ. Google რომ პირველწყაროა, ეს ტრანზაქციული ქივორდების სიმრავლეში გამოიხატება: მოთხოვნა არსებობს და მომხმარებლის განზრახვა უკვე ჩამოყალიბებულია.

ქივორდების კვლევა და მეპინგი

დავიწყეთ იმით, რასაც კომპანიების უმრავლესობა ხშირად არ ითვალისწინებს — ქივორდების დეტალური კვლევა. ბიზნესებს ხშირად არ გააჩნიათ არა მხოლოდ კვლევა, არამედ ქივორდ მეპინგიც — ანუ არ აქვთ გადაწყვეტილი, რომელი გვერდი რომელ კონკრეტულ ქივორდზე უნდა პოზიციონირდებოდეს. შედეგად, ვებსაიტზე გვერდები არ პასუხობენ მომხმარებლის რეალურ განზრახვებს.

ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო დეტალური რისერჩი — გამოკვლეული ქივორდები დავყავით სეგმენტურად: კომერციული, ტრანზაქციული, ინფორმაციული. ამის შემდეგ დავიწყეთ ქივორდ მეპინგი — ანუ თითოეული ქივორდი დავუკავშირეთ კონკრეტულ გვერდს ვებსაიტზე, მომხმარებლის განზრახვის გათვალისწინებით.

მაგალითად, ტრანზაქციულ ქივორდებს დავუკავშირეთ პროდუქტების გვერდები, კომერციულს — კატეგორიის გვერდები, ხოლო ინფორმაციულს — ბლოგები. ამ ნაბიჯმა არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესა, არამედ გუგლისთვისაც აშკარად გამოკვეთა ვებსაიტის შინაარსობრივი არქიტექტურა. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სტრუქტურა ყოველთვის პოზიტიურ შედეგს იძლევა.

"ვებსაიტი გვქონდა, მაგრამ Google-ში პრაქტიკულად არ ვჩანდით. კონკურენტები ყველგან წინ იყვნენ."

— კომპანიის დირექტორი

On-Page SEO და ბექლინკები

სტრუქტურის გამართვის შემდეგ, სრულად დავიწყეთ On-Page SEO-ზე მუშაობა, რაც მოიცავდა მეტა ტეგების გამართვას, შიდა ბმულების სტრატეგიულ განლაგებას, სათაურებისა და კონტენტის ოპტიმიზაციას.

შემდეგი ნაბიჯი იყო ბექლინკებზე მუშაობა — რადგან ნიშა კონკურენტულია, გადავწყვიტეთ ხარისხიანი და თემატურად შესაბამისი ბექლინკების მოპოვება. დავეყრდენით ავტორიტეტულ და რელევანტურ წყაროებს, რომლებიც ორიენტირებული იყო იმ მიმართულებებზე, რაც ბიზნესისთვის პრიორიტეტული იყო. ამის მიზანი იყო ქივორდების სწრაფი და სტაბილური წინ წამოწევა.

შედეგი: ტრაფიკი გაორმაგდა

ჩვენი სტრატეგია ეფექტურად ამუშავდა — ბოლო სამი თვის განმავლობაში ვებსაიტის ტრეფიკი გაორმაგდა და მზარდი ტენდენცია ისევ გრძელდება.

აღნიშნული შედეგები განსაკუთრებით ღირებულია მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის, სადაც თითოეული ლიდი პირდაპირ ნიშნავს პოტენციურ მყიდველს. პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.

მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად გაწერილი SEO სტრატეგია არა მხოლოდ გარდაქმნის ციფრულ არხებს, არამედ ქმნის ხანგრძლივი ზრდის საფუძველს.

ძირითადი მეტრიკები

+100%

ტრაფიკის ზრდა

2x

ტრაფიკი გაორმაგდა

5 თვე

თანამშრომლობის ხანგრძლივობა

ვიდეო

შედეგების მიმოხილვა

მეტი ვიდეო YouTube არხზე

მიიღე შენი ზრდის გეგმა

გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.

მიიღე ზრდის გეგმა

მსგავსი ქეის სტადიები

სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ

უფასო SEO აუდიტი