ზარების რაოდენობა +60% — ლოკალური SEO 2 თვეში
ცნობილი ქართული ბრენდი, რომელიც ონლაინ სივრცეში ფაქტობრივად არ ჩანდა. Google My Business ოპტიმიზაციით, სერვისების სტრუქტურიზაციით და ქივორდ კვლევით 2 თვეში ზარები 60%-ით გაიზარდა.
+60%
ზარების ზრდა
1,500+
ზარი GMB-დან
+370
კლიკი
+20K
იმფრეშენი
რას ვხედავთ: Google My Business Insights
GMB ოპტიმიზაციის შემდეგ ზარები და იმფრეშენები თვალსაჩინოდ გაიზარდა. ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ლოკალური ბიზნესისთვის.
Before / After
GMB პროფილი ზედმეტად ზოგადი იყო, სერვისის გვერდებს აკლდა შინაარსი. 2 თვეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ბიზნესი, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია — მისი სახელი საქართველოში თითქმის ყველამ იცის, თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ მასშტაბის კომპანია რამდენიმე თვის წინ ონლაინ სივრცეში ფაქტობრივად არ ჩანდა.
ვებსაიტი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ იღებდა ვიზიტორებს, როცა მომხმარებელმა ზუსტად იცოდა კომპანიის სახელი და მიზნობრივად ეძებდა მას. საძიებო სისტემებში ზოგად სერვისულ ტერმინებზე, პოზიციები პრაქტიკულად არ არსებობდა.
პირველი ნაბიჯი — Google My Business-ის ოპტიმიზაცია
როცა პროცესში ჩავერთეთ, ნათელი გახდა, რომ კომპანიის Google პროფილი უბრალოდ არსებობდა, მაგრამ სრულფასოვნად არცერთ კრიტიკულ ელემენტს არ აკმაყოფილებდა. აღწერა ზედმეტად ზოგადი იყო და კატეგორიები სრულად არ ასახავდა კომპანიის რეალურ სერვისებს.
დავიწყეთ კომპანიის სერვისების კატეგორიზაციით, შევავსეთ ყოველი შესაძლო ველი, განვაახლეთ ტექსტური აღწერები მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით და დავამატეთ მაღალი ხარისხის ფოტოები. ასევე აქტიურად მოვიზიდეთ რეალური მომხმარებლების პოზიტიური შეფასებები.
"ჩვენი კლიენტები ძველი რეკომენდაციებით მოდიოდნენ. ონლაინიდან კი ფაქტობრივად ვერავინ გვპოულობდა."
— კომპანიის დირექტორი
რატომ დავიწყეთ Google My Business-ით?
ლოკალური სერვისების შემთხვევაში, მომხმარებლის ქცევა განსხვავებულია — მათ გადაწყვეტილებას, თუ ვის დაურეკავენ, ხშირად Google-ის მარტივი ძიების შედეგები განსაზღვრავს. ამიტომ, სანამ ვებსაიტის შინაარსსა და სტრუქტურაზე გადავიდოდით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო GMB პროფილის ამუშავება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ყველაზე სწრაფი გზა, რომ ზარების რაოდენობა პირველივე თვეებიდან თვალსაჩინოდ გაზრდილიყო.
ვებსაიტის გამოწვევები
ამ ყველაფრის პარალელურად, დეტალურად გავაანალიზეთ ვებსაიტის მდგომარეობა. ძირითადი პრობლემები: მეტა სათაურები და აღწერები არ ასახავდა შესაბამის საკვანძო სიტყვებს, სერვისების გვერდებს აკლდა შინაარსი, ბლოგის განყოფილება ფუნქციონირებდა, თუმცა არ არსებობდა თემატური სტრატეგია, საიტს ჰქონდა რიგი ტექნიკური პრობლემები და პრაქტიკულად არ არსებობდა გარე რესურსებიდან მიღებული ავტორიტეტი.
სერვისების სტრუქტურიზაცია და კონტენტ-სტრატეგია
სერვისების სტრუქტურა სულ თავიდან ავაწყვეთ. თითოეულ მომსახურებას მიეძღვნა ცალკე, ოპტიმიზებული გვერდი. ამ პროცესს წინ უძღოდა ქივორდების სიღრმისეული ანალიზი — გამოვავლინეთ ყველაზე ხშირად ძებნადი საკვანძო სიტყვები და სწორედ მათზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ძლიერი კონტენტ-სტრატეგია.
ბლოგებს შევძინეთ სრულიად ახალი ფუნქცია — სტრატეგიულად დაწერილი სტატიები, რომლებიც პასუხობდა Google-ში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, აძლიერებდა სერვისების გვერდებს შიდა ბმულებით და ქმნიდა ექსპერტიზის, ავტორიტეტულობისა და ნდობის სიგნალს. ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ ტრაფიკის მოზიდვა, არამედ სწორ ტრაფიკზე ფოკუსირება.
შედეგი: +60% ზარები 2 თვეში
ზარების რაოდენობა გაიზარდა 60%-ით. Google-ს პროფილის მეშვეობით კომპანიაში დამატებით 1,500-მდე ზარი შევიდა. კლიკების რაოდენობა გაიზარდა 370-ით, 20,000-ით მოიმატა იმფრეშენების მოცულობამ.
ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეფექტურია ლოკალური SEO საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ პროცესს ჯერ კიდევ აქვს ტრეფიკის მინიმუმ გასამმაგების პოტენციალი.
მიიღე შენი ზრდის გეგმა
გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.
მიიღე ზრდის გეგმამსგავსი ქეის სტადიები
სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ