გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
B2B პენალტი აღდგენა შრომის უსაფრთხოება

SEO კრიზისიდან Google-ის ტოპ 3 პოზიციამდე

B2B კომპანია, Google-ზე დამოკიდებული. პენალტის გამო სერვისის გვერდი საერთოდ არ ჩანდა. SEO აუდიტის, URL სტრუქტურის შეცვლის და 301 Redirect-ის შემდეგ 2 თვეში მე-3 პოზიციაზე გავიდა.

Top 3

პოზიცია

2 თვე

პერიოდი

0→#3

პენალტიდან აღდგენა

რას ვხედავთ: Google Search Console

პენალტის აღმოფხვრისა და ტექნიკური ოპტიმიზაციის შემდეგ გვერდმა სწრაფად დაიწყო პოზიციების აღდგენა. 2 თვეში მე-3 პოზიციაზე გავიდა.

ბოლო 2 თვე
პოზიცია კლიკები
↓ პენალტი
↑ #3 პოზიცია
პენალტიაუდიტიკვირა 2კვირა 4კვირა 6კვირა 8

Before / After

Google-ის პენალტის გამო სერვისის გვერდი საერთოდ არ ჩანდა. 2 თვეში — TOP 3-ში.

BEFORE
პოზიციაარ ჩანს (პენალტი)
ლიდები0 ამ ქივორდიდან
ძველი ბლოგიმე-3 გვერდზე
AFTER
პოზიცია#3
ლიდების გენერაციააქტიური
მიზანი#1 პოზიცია

როდესაც შენი ბიზნესი თითქმის სრულად ეყრდნობა Google-ს, როგორც ლიდების მთავარ წყაროს, საძიებო სისტემაში ხილვადობის დაკარგვა მხოლოდ ტექნიკური პრობლემა აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა შემოსავლებზე — თან განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ნიშურ ინდუსტრიას, სადაც ფეისბუქის ან სხვა პლატფორმების რეკლამა პრაქტიკულად არ მუშაობს.

სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი კლიენტი — B2B სეგმენტში მოქმედი კომპანია, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში ბაზარს მაღალკვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

პირველი ნაბიჯი — პრობლემის იდენტიფიცირება

თავდაპირველად ჩავატარეთ დეტალური SEO აუდიტი, რომლის მიზანი იყო გაგვერკვია, რატომ არ ჩანდა კლიენტის სერვისის გვერდი იმ ქივორდზე, რომელიც მათთვის ლიდების მთავარი წყაროა. აღმოჩნდა, რომ გვერდს ჰქონდა გუგლის ე.წ. "პენალტი" — ძველი ტექნიკური შეცდომის შედეგად, სისტემა გვერდს არასწორად აფასებდა და საერთოდ არ აჩვენებდა მას საძიებო შედეგებში.

საინტერესო იყო ისიც, რომ ბლოგპოსტი, რომელიც თემატურად ნაკლებად რელევანტური იყო, მაინც ირანკებოდა SERP-ში, თუმცა მხოლოდ მე-3 გვერდზე, რაც ტრაფიკს პრაქტიკულად არ ქმნიდა.

"ჩვენი მთავარი სერვისის გვერდი Google-ში საერთოდ არ ჩანდა. ლიდები შეჩერდა. გვჭირდებოდა სწრაფი გამოსავალი."

— კომპანიის დირექტორი

ტექნიკური ჩარევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

პირველ რიგში, გადავხედეთ URL სტრუქტურას — სერვისის გვერდის მისამართი შევცვალეთ ისე, რომ ის მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო მიზნობრივ საკვანძო თემასთან. პარალელურად, განახლდა მეტა სათაურები და მეტა აღწერები.

შემდეგ ეტაპზე განხორციელდა 301 Redirect — ძველი ბლოგპოსტი, რომელიც უკვე პოზიციონირდებოდა ძიებაში, გადამისამართდა სერვისის გვერდზე, რათა კონტენტის ავტორიტეტი სწორად გადანაწილებულიყო.

დავნერგეთ შიდა ლინკბილდინგის სტრატეგია: სხვა ბლოგებიდან, მათ შორის თემატურად ახლოს მდგომი სტატიებიდან, გაკეთდა შიდა გადალინკვა სერვისის გვერდზე. ასევე დავამატეთ მაღალი ხარისხის ერთი ბექლინკიც — თემატურად რელევანტური და სანდო წყაროდან.

Google-ის პირველი მწვანე შუქი

ტექნიკური ჩარევიდან რამდენიმე დღეში უკვე გამოჩნდა პირველი პოზიტიური სიგნალები. Google-მა დაიწყო გვერდის რეინდექსაცია. მალევე, სერვისის გვერდი პირველად გამოჩნდა საძიებო შედეგებში მე-10 პოზიციაზე. ეს იყო გარდამტეხი მომენტი: გვერდი, რომელიც მანამდე საერთოდ არ ჩანდა SERP-ში, 10xSEO-მ თამაშში დააბრუნა.

შედეგი: Top 3 პოზიცია 2 თვეში

ორი თვის თავზე გვერდმა სწორედ იმ სივრცეში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც მისი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანია — მესამე პოზიციაზე, იმ ქივორდზე, რომელიც კლიენტისთვის ლიდების პირდაპირი გენერატორია.

ეს მხოლოდ დასაწყისია — სტრატეგია გათვლილია არა მხოლოდ პოზიციის შენარჩუნებაზე, არამედ მის გაუმჯობესებაზე. ჩვენი შემდეგი მიზანი უკვე განსაზღვრულია: პირველი პოზიცია იმ ქივორდზე, რომელიც კლიენტისთვის ყველაზე მაღალი კომერციული პოტენციალის მომტანი იქნება.

ძირითადი მეტრიკები

#3

Google პოზიცია

2 თვე

პენალტიდან აღდგენა

0→#3

პენალტიდან Top 3-მდე

მიიღე შენი ზრდის გეგმა

გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.

მიიღე ზრდის გეგმა

მსგავსი ქეის სტადიები

სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ

უფასო SEO აუდიტი