გადახტომა მთავარ შინაარსზე
10xSEO
სამედიცინო Topical Authority

4200+ ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში

სამედიცინო პროექტი, სადაც SEO საიტის გაშვებამდე დაიწყო — თვენახევრით ადრე. ძველი ავტორიტეტული დომენის გამოყენება, ტექნიკური SEO და პროფესიონალი მწერლის კონტენტი.

4,200+

ვიზიტორი/თვე

4 თვე

პერიოდი

+25%

ზრდა ბოლო 28 დღეში

რას ვხედავთ: Google Search Console

საიტის გაშვებიდან 4 თვეში ყოველთვიური ვიზიტორი 4200-ს გადააჭარბა. ზრდა სტაბილურია — ბოლო 28 დღეში დაახლოებით +25%.

ბოლო 4 თვე
კლიკები იმფრეშენი
↑ 4,200+ ვიზიტორი
თვე 1თვე 2თვე 3თვე 4

Before / After

ახალი საიტი, 0 ვიზიტორი. 4 თვის შემდეგ — 4200+ ყოველთვიური ვიზიტორი სამედიცინო სექტორში.

BEFORE
ვიზიტორი0 (ახალი საიტი)
კონტენტიარ არსებობს
ავტორიტეტიძველი დომენი
AFTER
ვიზიტორი4,200+/თვე
ზრდა~25% თვიური
ტენდენციასტაბილურად მზარდი

4200+ ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში

სამედიცინო სექტორის კონკურენცია ციფრულ სივრცეში დღითი დღე იზრდება, მით უფრო იმ ფონზე, როცა მომხმარებლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციას ძირითადად Google-ში ეძებენ. ასეთ პირობებში მხოლოდ ვებგვერდის არსებობა საკმარისი არ არის, საჭიროა სწორი SEO სტრატეგია, რომელიც საიტს არა მხოლოდ ხილვადს, არამედ სანდოსაც გახდის.

SEO სტარტი ჯერ კიდევ საიტის გაშვებამდე

პროექტში 10xSEO მაშინ ჩაერთო, როცა ვებსაიტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო — გაშვებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე. ეს დროებითი ფანჯარა გადამწყვეტი აღმოჩნდა: სწორედ ამ პერიოდში მომზადდა მნიშვნელოვანი ბაზა ტექნიკური SEO-სთვის, დაიგეგმა საიტის სტრუქტურა და ჩამოყალიბდა კონტენტის სტრატეგია.

საწყის ეტაპზე ვიმუშავეთ არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე, როგორიცაა JavaScript-ზე დაფუძნებული გვერდების ოპტიმიზაცია, არამედ სტრატეგიულ მიმართულებებზეც. გამოვავლინეთ ძირითადი საძიებო სიტყვები, დეტალურად გავაანალიზეთ მათი შესაბამისობა კონკრეტულ გვერდებთან და შევქმენით ტოპიკური ავტორიტეტის რუკა — სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად პასუხობდა როგორც მომხმარებლის განზრახვას, ასევე საძიებო სისტემების მოთხოვნებს.

"10xSEO-სთან საიტის გაშვებამდე დავიწყეთ მუშაობა. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება."

— პროექტის ხელმძღვანელი

ძველი დომენის სტრატეგიული გამოყენება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ძველი, ავტორიტეტული დომენის გამოყენება. დომენს უკვე ჰქონდა ისტორია, გარკვეული რაოდენობის ბექლინკები და საძიებო სისტემების თვალში სანდოობის ნიშნები.

10xSEO-მ შეაფასა დომენის არსებული მდგომარეობა, გააანალიზა მისი წარსული კონტენტი და დაგეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო მისი ინტეგრაცია ახალ სტრუქტურაში ისე, რომ არ დაკარგულიყო არსებული ავტორიტეტი. ჩამოყალიბდა რედირექტების სქემა, რომელიც ძველი URL-ებიდან ახალ გვერდებზე სწორად გადაამისამართებდა ტრაფიკს და შეინარჩუნებდა SEO ღირებულებასაც.

კონტენტის სტრატეგია საძიებო განზრახვის საფუძველზე

კონტენტის სტრატეგია თავიდანვე საძიებო განზრახვის საფუძველზე დაიგეგმა. თითოეული სტატია თუ ბლოგი იქმნებოდა არა უბრალოდ ზოგადი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად ეპასუხა იმ შეკითხვებს, რომლებიც მომხმარებლებს აქვთ.

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა 10xSEO-ს პროფესიონალმა მწერალმა, რომელიც არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს სიღრმისეული ცოდნით, არამედ SEO-სთვის საჭირო სტრუქტურული მიდგომებით ქმნიდა კონტენტს.

შედეგი: 4200+ ვიზიტორი

საიტის გაშვებისთანავე დაიწყო პოზიციების მონიტორინგი და იმ გვერდების გაძლიერება, რომლებიც საძიებო სისტემებში სწრაფად რეაგირებდნენ. კონტენტის განახლება, შიდა ბმულების ოპტიმიზაცია და ახალი თემების დამატება ეტაპობრივად ხდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მუდმივია — ბოლო 28 დღის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიღებული შედეგები ერთჯერადი წარმატების შედეგი ნამდვილად არ ყოფილა. 4200+ ყოველთვიური ვიზიტორი 4 თვეში არ არის მხოლოდ რიცხვი — ეს არის სისტემური SEO მიდგომისა და სტრატეგიული დაგეგმვის შედეგი.

ძირითადი მეტრიკები

4,200+

ვიზიტორი/თვე

4 თვე

პერიოდი

+25%

ზრდა ბოლო 28 დღეში

მიიღე შენი ზრდის გეგმა

გაიგე რა აკლია შენს საიტს, სად არის ზრდის შესაძლებლობები და მიიღე კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

უფასო SEO აუდიტის შემდეგ მიიღებ პერსონალიზებულ ზრდის გეგმას — ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას, რომელიც შენს ბიზნესზეა მორგებული.

მიიღე ზრდის გეგმა

მსგავსი ქეის სტადიები

სხვა პროექტები, სადაც მსგავსი შედეგები მივიღეთ

უფასო SEO აუდიტი